სხვა ლედი დისთან ქორწილამდე პრინცი ჩარლზი მის უფროს დას ხვდებოდა 2021, 29 ივნისი, 13:35 ![]() უელსის პრინცი ჩარლზი მალე 72 წელს გადააცილებს, თუმცა მისი პერსონა მედიის ყურადღების ცენტრში კვლავინდებურად რჩება. უელსის პრინცის ბიოგრაფიის საინტერესო ფაქტები პრესაში დროდადრო ჩნდება.![]() ასე მაგალითად, საზოგადოებისთვის სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, იმის შესახებ რომ დაინასთან ქორწინებამდე ჩარლზი გარკვეული დროის განმავლობაში მის უფროს დას, ლედი სარას ხვდებოდა, რომელზეც დაქორწინებასაც კი აპირებდა.![]() მათი ურთიერთობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. დღემდე ბევრი მკითხაობს თუ რა გახდა კონკრეტულად წყვილის დაშორების მიზეზი.![]() ამბობენ, რომ ლედი სარამ ერთხელ წინდაუხედაობა გამოიჩინა და ჟურნალისტებთან აღიარა, რომ ჩარლზს ცოლად მაშინაც კი არ გაჰყვებოდა ის ინგლისის მეფეც რომ ყოფილიყო.![]() მას შემდეგ, რაც ჩარლზმა ამის შესახებ შეიტყო, შეყვარებულები ერთმანეთს მალევე დაშორდნენ, სწორედ მაშინ გაიტაცა ის უმცროსმა ლედი სპენსერმა.![]() სარამ კი თავისი ცხოვრება ნიკ მაკკორკოდეილს დაუკავშირა, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა.![]() ![]() ![]() 357 შეფასება არ არის |