სხვა ლედი დისთან ქორწილამდე პრინცი ჩარლზი მის უფროს დას ხვდებოდა 2021, 29 ივნისი, 13:35 უელსის პრინცი ჩარლზი მალე 72 წელს გადააცილებს, თუმცა მისი პერსონა მედიის ყურადღების ცენტრში კვლავინდებურად რჩება. უელსის პრინცის ბიოგრაფიის საინტერესო ფაქტები პრესაში დროდადრო ჩნდება.ასე მაგალითად, საზოგადოებისთვის სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, იმის შესახებ რომ დაინასთან ქორწინებამდე ჩარლზი გარკვეული დროის განმავლობაში მის უფროს დას, ლედი სარას ხვდებოდა, რომელზეც დაქორწინებასაც კი აპირებდა.მათი ურთიერთობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. დღემდე ბევრი მკითხაობს თუ რა გახდა კონკრეტულად წყვილის დაშორების მიზეზი.ამბობენ, რომ ლედი სარამ ერთხელ წინდაუხედაობა გამოიჩინა და ჟურნალისტებთან აღიარა, რომ ჩარლზს ცოლად მაშინაც კი არ გაჰყვებოდა ის ინგლისის მეფეც რომ ყოფილიყო.მას შემდეგ, რაც ჩარლზმა ამის შესახებ შეიტყო, შეყვარებულები ერთმანეთს მალევე დაშორდნენ, სწორედ მაშინ გაიტაცა ის უმცროსმა ლედი სპენსერმა.სარამ კი თავისი ცხოვრება ნიკ მაკკორკოდეილს დაუკავშირა, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა.357 შეფასება არ არის |