სხვა სიკვდილის წინასწარმეტყველის ისტორია 2021, 28 ივნისი, 20:51 ![]() როცა კრობელუსი რიტუალს ამთავრებდა, ყოველ ჯერზე მოჰქონდა რაღაც ნაწილი სხვა სამყაროდან, იგი საკუთარ სიახლოვეს პოულობდა უცნაურ ძველ ნივთებს, ხანდახან საფლავშიც იღვიძებდა, ზოგჯერ კი მეორე მხარიდან მას თან მოჰყვებოდნენ ღამურებში მატერიალიზებული მკვდარი სულები. სულთა გაქვავებული ნაწილები ეკვროდნენ კაბაზე და ემუდარებოდნენ დაებრუნებინა მათთვის სიცოცხლე, მაგრამ ეს მის ძალებს აღემატებოდა. მას სიკვდილიც კი არ შეეძლო, ყოველი მისი უსუსური მცდელობა სიკვდილისა ჯადოქრის მკვდრეთით აღდგენით სრულდებოდა. დროთა განმავლობაში, ათობით მცდელობის შემდეგ მისი სხეული გაცვდა, ის კარგავდა სხეულის ნწილებს სული კი ნამსხვრევებად იქცეოდა, მიცვალებულებმაც კი თავისიანად მიიღეს. კრობელუსს არ უყვარს ცოცხლები, რადგან ცოცხლებს მისგან განსხვავებით სიკვდილი შეუძლიათ. ის ნამდვილი მოჩვენება გახდა. და შეიძინა ახალი შესაძლებლობები, ისეთი რომლებიც ვერც წარმოედგინა, სურვილის შემთხვევაში ის კრეფს თავისი ცხოვრების ნამსხვრევებს და თესავს აწმყოში ტერორსა და სიკვდილს. თავისი სულის ნაწილები, როგორც ის მათ უწოდებს - დები დაფრინავენ მის გარშემო, უტევენ და თავს ესხმიან როგორც ცოცხლებს ასევე მკვდრებსაც. კრობელუსი ატარებს ძველ ბროშს, ის მას ახსენებს ქალს, რომელმაც ასწავლა ყველა საიდუმლო ბნელი მაგიის ხელოვნებისა. ამ ქალს მეტსახელად სიკვდილის პატარძალს უწოდებდნენ. როდესაც ჰორიზონტზე გამოჩნდა პირველი სხივი დიდებული ომისა კრობელუსი მაშინვე იქით გაემართა იმ იმედით რომ იპოვიდა პასუხს თავის კითხვაზე, ბოლოსდაბოლოს როდის შეძლებს სიკვდილს და მოიპოვებს სიმშვიდეს… როდესაც დპ ხოცავს მოწინააღმდეგეებს ხშირად ამბობს, რომ შურს მათი ლამაზი სიკვდილის, ის ბრაზობს, რომ თაუერებიც კი კვდებიან... მისთვის ყველა სიკვდილი საჩუქარია. როდესაც არენაზე ანდაინგს მიმართავს ამბობს რომ მისი სახელიც კი კანკალს ჰგვრის. რომ მისი სახელიც კი საცოდაობაა. ყოველ ჯერზე როდესაც ის ცოცხლდება მის რეპლიკებში ნათლადაა შესამჩნევი უკმაყოფილება და ბრაზი, რომ იგი სულ ახლახანს იწყებდა ტკბობას სიკვდილით, და რომ სიკვდილი ცელქია! ის სიკვდილსაც კი მიმართავს რიტორიკული შეკითხვებით ისევ დამაბრუნე? ნუთუ ისევ ეს? და ა.შ. 88 1-ს მოსწონს
|