x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138416
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ქვის უძველესი ჭურჭელი და წარუმატებელი ექსპერიმენტი

ეგვიპტის სამარხებში, სხვა ნივთებთან ერთად, არქეოლოგები ხშირად პოულობენ უნაკლო ხარისხის ქვის ჭურჭელს. მსგავსი არტიფაქტები, დიდი რაოდენობით, ფარაონ ჯოსერის საფეხუროვანი პირამიდაშია აღმოჩენილი. ჯოსერი ეგვიპტეს ძვ. წ. აღრ. 2635–2611 წლებში მართავდა.


image


საკითხავი ახლა ის არის, საიდან ჰქონდათ ეგვიპტელებს ენელოითის ხანაში (ძვ. წ. აღრ. IV–III ათასწლეული) ტექნოლოგიები, რომლითაც ასეთი ნივთების გაკეთება შეიძლებოდა?


imageimage


ექსპერიმენტის ფარგლებში, მეცნიერებმა, მხოლოდ იმ ხელსაწყოების გამოყენებით, რომელიც ძველ ეგვიპტეში შეიძლებოდა ჰქონოდათ, ამ ჭურჭლის მსგავსი, ნივთების გაკეთება გადაწყდა. მათ მასალად დიორიტი შეარჩიეს, რადგან არტიფაქტების უმრავლესობა სწორედ ამ ნედლეულისგან იყო დამზადებული და დახმარებისთვის ერთ–ერთ სახელოსნოს მიმართეს. მაგრამ, ქვა, დამუშავების პროცესში, უბრალოდ დაიშალა:


image

image


მოკლედ რომ ვთქვათ, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ასეთი ნაკეთობების შესაქმნელად, მექანიკური ხელსაწყოები ნამდვილად არასაკმარისი აღმოჩნდა. თუმცა არა, დარჩენილი ნაწილიდან, რაღაც მაინც გამოვიდა. თანამედროვე «შედევრს», ხუმრობით, თვალები და ხელები მიახატეს.



image


მოცემული მაგალითი აჩვენებს, რომ დიორიტის დამუშავებასთან დაკავშირებით, არც ისე მარტივად არის საქმე. მართალია ის მყარია, – მაგრამ, ამავდროულად, მყიფეც არის და ეს ექსპერიმენტი მოწმობს, რომ ძველ ეგვიპტეში ქვის ჭურჭლის შექმნა, ამ მეთოდით ნამდვილად არ ხდებოდა.

ეს კი, ჰერაკლიონის (კრეტა) მუზეუმში დაცული, იდუმალი არტიფაქტია:


image


რა მიზნებისთვის იყო გაკეთებული ქვისგან ასეთი რთული ფორმის საგანი — უცნობია. ან იქნებ, ის უფრო დიდი კონსტრუქციის ნაწილი იყო? კარგად თუ დავაკვირდებით ექსპონატს, დავინახავთ უფრო პატარა დეტალებს, – მილისებურ ნახვრეტების, რომლის გაკეთება ელ. ბურღის გარეშე, სავარაუდოდ, შეუძლებელი იქნებოდა.


image

imageმუზეუმში ამაზე უფრო უცნაური არტიფაქტებიც არის, რომლის ფოტო და ვიდეო გადაღება კატეგორიულად აკრძალულია.

imageimageimageimageimageimage





0
205
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0