მრეწველობა ყველაზე მოკლე დროში აშენებული მრავალსართულიანი სახლი მთელს მსოფლიოში(ვიდეო) 2021, 27 ივნისი, 10:06 მშენებელთა კარგად კოორდინირებული და სწრაფი მუშაობის ვიდეროგოლი გახდა ვირუსული სოციალურ ქსელებში, რომელმაც 1, 3 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა მოკლე დროში. "მომავალი უკვე დამდგარია", - ასე იფიქრებს ყველა, ვინც ჩინელ მშენებლების ვიდეოს ნახავს, რომლებმაც 10-სართულიანი კორპუსის აშენებას ერთ დღე-ღამეზე ოდნავ მეტი მოანდომეს და ეს არ გეგონოთ უბრალოდ სართულების ერთმანეთზე დაშენება, არამედ გულისხმობს სრულად შენობის ჩაბარებას, თავის რემონტით და შეყვანილი კომუნიკაციებით-შედი და იცხოვრე!
სახლი აშენდა ქალაქ ჩანშაში, ხუნანის პროვინცია, 10 სართულიანი კორპუსის აშენებას ჩინური სამშენებლო კომპანია Broad Group-მა ზუსტად 28 საათი და 45 წუთი მოანდომა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე არის "ყველაზე მოკლე დროში აშენებული სახლი მთელს მსოფლიოში", კორპუსის მომავალი მაცხოვრებლები მაინც სიფრთხილით უნდა მოეკიდნონ ამ ინოვაციას, რადგან არსებობს მშენებელობის და უსაფრთხოების ნორმები, რომლებსაც თავის დროის მონაკვეთი გააჩნია და რომლებიც გასათვალისწინებელია. კორპუსს აგებდა სამი ამწე, თავად სამშენებლო მოედანზე სატვირთოებს მოჰქონდათ უჟანგავ ფოლადის კონტეინერებში მოთავსებული წინასწარ გამზადებული აგრეგატები და მოდულები რომლებიც საამქროში დაამზადეს და ააწყვეს. გამზადებულ მოდულებს( კედლებით, იატაკათით და ფანჯრებით) ამწე ერთმანეთზე ალაგებდა, ხოლო მუშები გადაბმას ჭანჭიკებით ახდენდნენ.მშენებლობა შეუწყვეტლივ დღე და ღამე მიმდინაროებდა და დასრულდა 29 საათში.
329 3-ს მოსწონს
|