x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი უსიტყვოდ?
რაზეა ქალი წამსვლელი იმისათვის, რომ მამაკაცი მოხიბლოს და მიიპყროს მისი ყურადღება? ყველაფერზე! მკაცრი დიეტები, მტკივნეული კოსმეტიკური პროცედურები, კოლოსალური თანხების ხარჯვა პარფიუმერიაში და ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ქალებს მართლა შეუძლიათ გაიღონ მიზნისთვის.


image



მამაკაცისთვის, ქალზე წვდომის კონცეფცია საკმაოდ სუბიექტურია. ქალს მარტივად შეუძლია ტანზე მომდგარი მომხიბვლელი კაბით მივიდეს ოფისში სამუშაოდ და წამიერად მოინადიროს ბევრი თანამშრომელი მამრის გული და გახდეს ადვილად მისაწვდომი; ასევე, შეიძლება იყოს ქალის კატეგორია, მივიდეს ოფისში სამუშაოდ და გახდეს იქ მყოფი ყველა მამრისთვის მეგობრული და მხიარული თანამშრომელი.



მიმზიდველობა მხოლოდ გარეგნული ნიშანი როდია, ის ასევე ხასიათის თვისებაა. როგორ ვიქცევით საზოგადოებაში, როგორ ვსაუბრობთ, როგორ ვიყენებთ ჟესტებს, როგორ ვრეაგირებთ გარკვეულ რაღაცებზე - ეს ყველაფერი კი მიმზიდველი იმიჯისათვის ისეთივე აუცილებელია, როგორც კარგი გემოვნება ტანსაცმელსა და სუნამოში.




მამაკაცებს ჯერ უყვარდებათ თვალით და ეს ნამდვილად ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მანდილოსანს მიაჩნია თუ მამაკაცს უყვარდება ის ვიზუალურად, ესეიგი აუცილებლად მექალთანეა, არა და, უბრალოდ მამრს უყვარდება თვალებით. "მიყვარს, როდესაც ის არის ლამაზი, მიმზიდველი, მოვლილი"- სწორედ ამ მიზეზს ახასიათებენ მამრები ქალბატონების მიმართ გაჩენილ სურვილში.




3 ფაქტორი, თუ როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი უსიტყვოდ?




1. თავდაჯერებულობის გამომუშავება. მიეცით თავს ღიმილის უფლება, ზურში გასწორდით, აკონტროლეთ პოზა და უყურეთ თვალებში. ეს ხაზს გაუსვამს თქვენს თავდაჯერებულობას.

image




2. მზერა. ვინმე მოგწონთ სამსახურში? საკმარისია, რომ ყოველთვის მისკენ მიაპყროთ მზერა როდესაც საუბრობს და მას თქვენს მიმართ ინტერესი თავად გაუჩნდება.

image




3. თავის მოვლა. რაც არ უნდა თქვათ, ფაქტია, რომ მამაკაცებს უყვართ მოვლილი ქალები. დალაგებული ვარცხნილობა, სისუფთავე და აკურატულად ჩაცმული ქალი გაცილებით მარტივად მოხიბლავს მამრს, ვიდრე გოგონა მოუწესრიგებელი ფრჩხილებით.

image


0
176
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0