x
image
თუთიკო ბერძენა
მსოფლიოში დღემდე ყველაზე სასტიკი ექიმი. როგორ გადაურჩა სასჯელს ჯოზეფ მენგელე?
"ექიმი სიკვდილი" - დღემდე ასე ახსოვს მსოფლიოს ჯოზეფ მენგელე, რომელიც ყველაზე საშინელი საკონცენტრაციო ბანაკის ყველაზე სასტიკი ექიმი გახლდათ., მისმა პროფესიამ ათეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის, მოზარდებისა და ახალსობილების.

image

ჯოზეფ მენგელე - ბავარიელი გერმანელი, სს-ის ოფიცერი და ექიმი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში, ჰაუპტშტურმანფიურერი. ფაშისტები მას ბეპეს ეძახდნენ.

იგი მრავალი წლის მანძილზე გაურბოდა ისრაელის დაზვერვის - მოსადის რისხვას. მესამე რაიხის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი დასჯას გადაურჩა.


მენგელემ არაერთი არაადამიანური ექსპერიმენტი ჩაატარა, მათ შორის, სხვადასხვა ქიმიკატის გამოყენებით ცდილობდა რა ბავშვებისთვის თვალის ფერი შეეცვალა. ბეპე ტყვეებს აჭრიდა ორგანოებს, ცდილობდა ტყუპების ერთმანეთზე "შეერთებას" .განსაკუთრებული საშინელებების სერია ოსვენციმში მას შემდეგ დაიწყო, რაც ფრონტზე დაჭრილი მენგელე ბანაკს მიამაგრეს...

ცოტაქ რამ ბიოგრაფიიდან: 1911 წლის 16 მარტს ბავარიის მხარეში, გიუნცბურგში დაიბადა. ოჯახში უფროსი ვაჟი იყო. 1933 წლიდან ის ერთ-ერთი ნაცისტური ორგანიზაციის წევრი გახდა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მალევე დატოვა.

მენგელე სწავლობდა მედიცინასა და ანთროპოლოგიას მიუნხენის, ვენისა და ბონის უნივერსიტეტებში. მისი სადოქტორო დისერტაციის თემა იყო: "ქვედა ყბის სტრუქტურის რასობრივი სხვაობები". 1938 წელს დოქტორის ხარისხი მიიღო. იმავე წელს იგი სს-ის და ნაცისტური პარტიის წევრი გახდა. 1939 წელს ირენ შონბეინზე იქორწინა, მომდევნო წელს კი სს-ის მე-5 სატანკო დივიზიის გამნაღმველთა ბატალიონის ექიმად დაინიშნა.1942 წელს ჯოზეფ მენგელე აღმოსავლეთის ფრონტზე მძიმედ დაიჭრა, რის გამოც 1943 წლის 24 მაისს ოსვენციმის "ბოშათა ბანაკში" გადაიყვანეს. სწორედ აქ დაიწყო მისი უსაშინლესი ექსპერიმენტების სერია


image


მენგელეს პარტიამ "დაავალამოეძებნა ეფექტური საშუალება, "მეორეხარისხოვანი ადამიანების" შობადობის შესამცირებლად და გამოენახა გზები, არიელთა კეთილშობილური შთამომავლების რაოდენობის გასაზრდელად.

მის ექსპერიმენტებს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველაზე სანდო მეთოდად მაინც კასტრაცია დასახელდა. მენგელეს ერთ-ერთი ექსპერიმენტი დაბალი ტემპერატურის პირობებში ადამიანის გამძლეობის შემოწმება გახდა. ინც ხელში მოხვდებოდა, ყინულში სვამდა და სპეციალური მოწყობილობებით აკვირდებოდა, რამდენ ხანში დალევდა სულს. მისი ექსპერიმენტების შედეგები მოგვიანებით გერმანელმა და ამერიკელმა ექიმებმა გამოიყენეს...

ბეპემ საკუთარი ხელით 14მცირეწლოვანი ტყუპი ბოშა ერთ დღეში მოკლა, ქლოროფორმის გულში შეყვანით...

ტყუპებს სპეციალურად მენგელესთვის გამოყოფილ მე-14 ბარაკში ათავსებდნენ. ბავშვებს იქ კარგად კვებავდნენ, ხოლო, თუკი ბეპე ექსპერიმენტების შედეგებით კმაყოფილი იყო ხოლმე, პატარებს ტკბილეულითაც უმასპინძლდებოდა.

საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეებისთვის უვარგისი საკვებიც კი საოცნებო იყო, მაგრამ ბავშვებს ეს სიამოვნება სიცოცხლის ფასად უჯდებოდათ. მის განკარგულებაში 400 ბავშვი იყო.

მენგელეს თანაშემწეები ბავშვებს ზედმიწევნით ზუსტად სწავლობდნენ, აკვირდებოდნენ მათ მსგავსებებსა და განსხვავებებს, ამის შემდეგ კი უკვე წამება იწყებოდა.

თვითონ მენგელე მუშაობდა ტყუპებისთვის სისხლის გადასხმის მიმართულებით. ის ბავშვებს ტიფის გამომწვევ შტამს უკეთებდა, აჭრიდა სხვადასხვა ორგანოს, რადგან სურდა, გაეგო, როგორი რეაქციები ექნებოდათ ტყუპებს ერთსა და იმავე პრობლემაზე. უკვე გარდაცვლილ ბავშვებს მენგელე შინაგან ორგანოებს აჭრიდა და მათ მდგომარეობასაც სწავლობდა. დასკვნას ბერლინში გზავნიდა, სადაც სამეცნიერო დაკვირვებებს მისი კოლეგები აგრძელებდნენ.

თვალის ფერის შესაცვლელად მან 36 ბავშვი შეარჩია და თითოეულ მათგანს ორგანიზმში უცნობი ნივთიერებები შეუყვანა. ცდების დასრულების შემდეგ, ბავშვები, რომლებმაც მხედველობა დაკარგეს, მენგელემ გაზის კამერებში გადაიყვანა დაიტოვა მხოლოდ ტყუპი ძმა, რომლებმაც მისი განსაკუთრებული ყურადღება მიიქციეს. ერთ ძალიან კარგად მღეროდა, მეორეს კი სმენა საერთოდ არ ჰქონდა.მენგელემ ორივეს ხმის იოგები ამოაჭრა, რათა როგორმე დაედგინა, რა იყო ამ სხვაობის მიზეზი. ამ ბავშვების სიცოცხლეც გაზის კამერაში დასრულდა.


image


მენგელეს ხელმძღვანელობა ახასიათებდა, როგორც ენერგიულ, მიზანმიმართულ მუშაკს, რომელმაც ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ბრძანების შესრულება ნებისმიერ სიტუაციაში შეეძლო. მუშაობისგან, პრაქტიკულად, არასოდეს იღლებოდა, იყო უსაზღვროდ ამბიციური, მაგრამ ამავე დროს, გახლდათ სადისტი, რომელიც ადამიანის ტანჯვა-წამების ცქერით სიამოვნებას იღებდა.

მენგელე, გარდა არაადამიანური ექსპერიმენტებისა, მონაწილეობდა ტყვეების დასჯაში, აყენებდა მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას, საკუთარი ხელით შეჰყავდა მათში ასიკვდილო ინექციები, ზოგჯერ კამერაში გაზის კაფსულას აგდებდა და სიამოვნებით უყურებდა, როგორ ნელ-ნელა ემშვიდობებოდნენ სიცოცხლეს სრულიად უდანაშაულო ადამიანები.

1944 წელს მენგელემ ბოშათა ბანაკის განადგურების ბრძანება გასცა, რომელშიც იმ დროისთვის 3 ათასი ადამიანი იმყოფებოდა. ისინი ჯარისკაცებმა გაზის კამერაში გადაიყვანეს...

1944 წლის ბოლოსკენ მენგელეს განწყობა ნელ-ნელა ეცვლებოდა. ის ხვდებოდა, რომ ომი, სავარაუდოდ, ნაცისტების დამარცხებით დასრულდებოდა. ყველაზე მეტად ის აღელვებდა, რომ მთელი მისი სამეცნიერო ნაშრომები გამარჯვებულების ხელში აღმოჩნდებოდა.1945 წლის 17 იანვარს მენგელემ ოსვენციმი დატოვა. მან ბრძანება გასცა, განადგურებულიყო ექსპერიმენტებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საბუთები კი თან გაიყოლა.ოსვენციმში პირველი საბჭოთა ჯარისკაცები 1945 წლის 27 იანვარს შევიდნენ და 650-მდე დახვრეტილი ტყვის ცხედარი აღმოაჩინეს.

მენგელე უკანდახეულ შენაერთებთან ერთად, დასავლეთისკენ მიემართებოდა. მან გადაყარა პირადი დოკუმენტები და სს-ის ოფიცრის მუნდირი ვერმახტის ოფიცრის კიტელზე გადაცვალა.ხოლო როცა მოკავშირეების ხელში აღმოჩნდა, გადარჩა იმით, რომ სხეულზე სს-ის სპეციფიკური სვირინგი არ ჰქონდა. ეს სვურუნგი იო სისხლის ჯგუფის აღმნიშვნელი წარწერა იღლიის ქვეშ. როგორც ამბობენ, სვირინგი მას მხოლოდ იმიტომ არ გაუკეთეს, რომ ექიმი იყო და შეცდომას სისხლის გადასხმის შემთხვევაში, არ დაუშვებდა, თუმცა, როგორც მისმა მეუღლემ განმარტა, ბმან ტატუზე უარი თავად თქვა, რადგან კანის დაზიანება არ სურდა.

image

მენგელე იყო ნარცისი, რომელიც საკუთარ სხეულს აღმერთებდა, შეეძლო სარკესთან საათობით დგომა და საკუთარი თავისთვის კომპლიმენტების გაკეთება.

მენგელე გაეროს მიერ შედგენილ სამხედრო დამნაშავეთა სიაში იქნა შეყვანილი. მის შესახებ ცოცხლად გადარჩენილი ტყვეები შემზარავ ამბებს ყვებოდნენ.

"წითელი ჯვრის" დახმარების წყალობით, მენგელემ ყალბი დოკუმენტები მოიპოვა, შემდეგ კი გერმანიის ერთ-ერთ სოფელში გლეხების ოჯახს შეაფარა თავი. მოგვიანებით გლეხები მენგელეს ახასიათებდნენ, როგორც ადამიანს, რომელიც სუფრაზე შეუჭმელს არაფერს ტოვებდა, იყო ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი და არ იცოდა მხოლოდ ძროხის მოწველა.

პარალელურად, ბეპეს ოჯახის წევრები გამოძიებას არწმუნებდნენ, რომ ის გარდაცვლილი იყო. თავად მენგელე კი მიხვდა, რომ გერმანიაში არავითარი მომავალი არ ჰქონდა და ლათინურ ამერიკაში, კერძოდ, არგენტინაში გაქცევა გადაწყვიტა.ეს მან კვლავაც ძველი ნაცნობების დახმარებით მოახერხა.

პირველ წლებში მენგელე ლათინურ ამერიკაში სრულიად თავისუფლად ცხოვრობდა. მან საკუთარ თავს იმის უფლებაც კი მისცა, ევროპაში ჩასულიყო და ნათესავები მოენახულებინა. 1956 წლის მარტში ის შვეიცარიაში ჩავიდა და ჟენევაში პირველად ნახა საკუთარი ვაჟი როლფი, რომელსაც ყოველი შემთხვევისთვის, "ბიძია ფრიცად" გაეცნო. შვეიცარიიდან უკვე გერმანიაში გაემგზავრა, მშობლიურ გიუნცბურგში, თუმცა მანამდე ჯერ მიუნხენი უნდა გაევლო, სადაც ავტომობილი იქირავა და ლამის პოლიციის ხელში აღმოჩნდა: ჯოზეფი ავტოავარიაში მოჰყვა, რის გამოც ქალაქიდან გასვლის უფლება აეკრძალა. მან მაშინვე დაურეკა ოჯახის წევრებს, რომლებმაც სამართალდამცველებს საკმაოდ სოლიდური თანხა გადაუხადეს და მან ევროპა მეორე დღესვე დატოვა.


მენგელემ პლასტიკური ოპერაციის ჩატარებაც კი გადაწყვიტა, თუმცა უშუალოდ პროცედურის დაწყების წინ მან ქირურგი გააჩერა, რადგან მიხვდა, რომ ამ უკანასკნელმა თავისი საქმე არც ისე კარგად იცოდა.

მოგვიანებით არგენტინაში სახლის შეძენის სურვილი გაუჩნდა, მაგრამ არ უნდოდა უძრავი ქონება ყალბი დოკუმენტებით გადაეფორმებინა. მენგელეს ეყო თავხედობა და საბუთებისთვის გერმანიის საელჩოს მიმართა. იქ სამხედრო დამნაშავეთა სიის გადამოწმება არავის მოუვიდა აზრად და პებემ ახალი პირადობის მოწმობა მიიღო კიდეც.

1956 წლის ოქტომბრიდან იოზეფ მენგელემ ახალი ცხოვრება დაიწყო - არგენტინაში მასთან გარდაცვლილი ძმის ქვრივი - მარტა ჩავიდა, რომელზეც 1958 წელს იქორწინა.

image

მენგელემ ჩათვალა, რომ არავითარი საშიშროება აღარ ემუქრებოდა.

ავსტრიელმა ჰერმან ლანგბაენმა, რომელმაც ოსვენციმს თავი მხოლოდ ბედნიერი შემთხვევის წყალობით დააღწია, მენგელეს შესახებ მონაცემების შეგროვება დაიწყო. ის ვერ ეგუებდა აზრს, რომ სადისტი ექიმი დასჯას გადაურჩა.

თვენახევრის შემდეგ, რაც იოზეფმა და მარტამ ერთობლივი ცხოვრება დაიწყეს, ჰერმან ლანგბაენმა შეგროვილი დოკუმენტაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს გადასცა იმ იმედით, რომ გერმანელები მაშინვე გასცემდნენ მენგელეს დაკავების ორდერს. სინამდვილეში, მას ძალიან დიდხანს მოუხდა ლოდინი, ეპოვა პროკურორი, რომელიც საქმეს ხელს მოჰკიდებდა.

ამ დროს მენგელემ პარაგვაიში გადაბარგება გადაწყვიტა, რაშიც მას არქიტექტორი ფრედერიკო ჰააზა დაეხმარა. 1959 წელს პებემ უკვე იქაური მოქალაქეობაც მიიღო.



image

ჰერმან ლანგბაენის ძალისხმევამ შედეგი მაინც გამოიღო და 1959 წლის 5 ივნისს იოზეფ მენგელეს დაკავების პირველი ორდერი გაიცა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არგენტინას სამხედრო დამნაშავის ექსტრადირება მოსთხოვა, თუმცა პასუხად უარი მიიღო, ვინაიდან არგენტინის ხელისუფლებამ ყველა ბრალდებას პოლიტიკური უწოდა.

მენგელეს ისრაელის დაზვერვაც ეძებდა, მაგრამ 1957 წელს მოსადმა მოიპოვა ინფორმაცია, რომ არგენტინაში ებრაელების მასობრივ განადგურებაზე პასუხისმგებელი გერმანელი ოფიცერი ადოლფ აიხმანიც იმალებოდა.

1960 წლის მაისში ისრაელის დაზვერვის ოპერატიულმა ჯგუფმა აიხმანის მოტაცება შეძლო. ის ისრაელში გადაიყვანეს და განსასჯელის სკამზეც დასვეს.

მოსადს მენგელეს ხელში ჩაგდებაც სურდა, თუმცა მისი პოვნა ვერ მოხერხდა - ის ამ დროს პარაგვაიში იმალებოდა.

image

მან ბრაზილიაში გაქცევა გადაწყვიტა, რაც ლათინურ ამერიკაში გადამალული ნაცისტების წყალობით, მალევე შეძლო.

ბრაზილიაში ჩასვლისას ბეპეს მარტა გაშორდა.

იოზეფ მენგელემ შეიტყო, რომ იერუსალიმში ადოლფ აიხმანი ჩამოახრჩვეს და დაფრთხა. ქუჩაში მხოლოდ რამდენიმე ძაღლთან ერთად გადიოდა, სახლს მაღალი ღობე შემოარტყა, ააშენებინა სათვალთვალო კოშკურა. მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როდის მიაკითხავდნენ ებრაელები. თუმცა ამ დროს მას მოსადი უკვე აღარ ეძებდა.

მისი ვაჟი როლფი 16 წლის ასაკში სიმართლეს ითხოვდა, სურდა გაეგო საიდუმლო. მითიური "ბიძია ფრიცი" მამამისი, ოსვენციმის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ექიმი აღმოჩნდა.

"ყოველთვის მეგონა, რომ მამაჩემი ომის დროს რუსეთში დაიღუპა. როცა გავიგე, რომ ის ცოცხალია და რომ ოსვენციმის ექიმი იყო, თავი საშინლად ვიგრძენი. ძალიან ცუდია, იყო ჯზეფ მენგელეს შვილი" ჰანაცხადა ვაჟმა.

1977 წელს როლფმა ბრაზილიაში მამის მონახულება გადაწყვიტა. მან მამას ოსვენციმის შესახებ ყველაფერი გამოჰკითხა, თუმცა ათასობით ადამიანის მკვლელი მაინც რასისტულ იდეოლოგიას იცავდა და თავს დამნაშავედ არ ცნობდა.


1979 წლის დასაწყისში ბეპე სახლში რამდენიმე დღით ჩაიკეტა, 7 თებერვალს კი ზღვაში შეცურა და ბანაობის დროს ინსულტი დაემართა.

მამის გარდაცვალებამ როლფს ერთგვარი შვება მოუტანა. მას ესმოდა, რომ მშობლებს არ ირჩევენ, მაგრამ ოსვენციმის საშინელი ტრაგედია სისხლისმსმელი ექიმის შვილს თავს მაინც ძალიან დიდხანს არ ანებებდა.

ჯოზეფი არ ყოფილა ერთადერთი ნაცისტი, რომელიც მართლმსაჯულებას გადაურჩა. დიდ ბრიტანეთში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა, რომ ასეთი დაახლოებით 36 ათასი ადამიანი იყო.

საერთო ჯამში, მოკავშირეებმა 6 მილიონამდე ნაცისტი გაასამართლეს, რომელთაგან ბრალი დაახლოებით 2 მილიონს დაუმტკიცდა.

ნაცისტების ძებნა შეჩერდა "ცივი ომის" შემდეგ.

1
259
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
259
  
2021, 2 ივლისი, 6:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1