x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გამოჩენილ ქართელ პოეტს რეზო ამაშუკელს 85 წელი შეუსრულდა + "ქაშუეთის წინ "
image

დღეს ცნობილ ქართველ პოეტს რეზო ამაშუკელს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდა, იუბილარს სახლში ეწვია სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი და მას­თან ერ­თად ტორტზე სან­თლე­ბი ჩა­აქ­რო.


"სა­ჯა­რო­დაც მინ­და მას ვუ­სურ­ვო ჯან­მრთე­ლო­ბა, დღეგ­რძე­ლო­ბა და ის მუხლჩა­უხ­რე­ლი ბრძო­ლა უკე­თე­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რო­მელ­საც ის მუ­დამ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და არამ­ხო­ლოდ თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით, არა­მედ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ო­ბი­თაც. ასე­ვე მინ­და, სა­ქარ­თვე­ლოს ვუ­სურ­ვო მის­ნა­ი­რი კარ­გი მა­მუ­ლიშ­ვი­ლე­ბი”, - განაცხადა თეა წუ­ლუ­კი­ა­ნმა.


რეზო ამაშუკელმა 1960 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილილოგიის ფაკულტეტი. მისი ლექსები და პოემები იბეჭდება 1957 წლიდან. გამოქვეყნებული აქვს წიგნები სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალებში: "ცისკარი", "მნათობი", "ლიტერატურნაია გრუზია", (1964, 1967, 1970, 1974). 1972 წელს მისი ლექსების კრებული გამოვიდა რუსულ ენაზეც. პოემისათვის „ძახილი“ 1968 წელს მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია. იყლო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი (1986). 1988-1989 წლებში შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე (1993). არის თბილისის საპატიო მოქალაქე (2003). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996). ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ორდენით(2017)გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიით(1982) და არის საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1968).


ბოლო წლებში რეზო ამაშუკელი გამოირჩეოდა განსაკუთრებით მწვავე, კრიტიკული ვიდეოჩართვებით, რომელიც საზოგადოებისათვის აქტუალურ სხვადასხვა საკითხებს შეეხება.


ქაშუეთის წინ
ლოთმა სანდრუამ
არაყის ფული
მთელ დღეს აგროვა,
მერე
დაუსხეს დიდ ჭიქაში და...
– ადამიანი მაინც მარტოა!
მიდგა კუთხეში
სიტყვის უთქმელად
და სავსე ჭიქას
ცოტა ადროვა,
მერე გადაკრა სულმოუთქმელად...
– ადამიანი
მაინც მარტოა!
ნუ მეკითხები
ასე რატოა:
ვინ _ ვინ ჩაწიხლა,
ვინ _ ვინ დატოვა,
როგორც კი ცოტას წაიფორხილებს
– ადამიანი,
უკვე მარტოა!
არ უნდა ამას
დიდი მიტინგი,
ჭკუათმყოფელმა,
ვინც კი სანდოა,
იცის, ყალბია ბევრის ტიკტიკი,
– ადამიანი
მაინც მარტოა!
მავანი ისევ ფეხს აბაკუნებს,
მავანი ისევ
მხოლოდ ღადოა,
დრო მაინც ყველას
კუთვნილს არგუნებს,
– ადამიანი
მაინც მარტოა!
ზოგს ნინო უყვარს,
ზოგს ქეთევანი,
ზოგისთვის გონჯიც ბრიჯიტ ბარდოა,
ვის დაფნა ერგო,
ვის სატევარი,
– ადამიანი
მაინც მარტოა!
ზოგს აიაზმა ასვეს, აპკურეს,
ზოგს დავიწყების
თოვლმა ათოვა,
სიბერე კარს რომ მოაკაკუნებს...
– ადამიანი
უკვე მარტოა!
ქვეყნად რამდენმა
ხატა, აშენა,
სიტყვა და ფერი მოაჯადოვა,
ისევ ოცნების გადასარჩენად...
– ადამიანი
მაინც მარტოა!
თუ ვინმე დიდი
კაცი გამოჩნდა,
თუ ვინმე
ერის სადიადოა,
– გახსოვთ, პოეტი როგორ გადმოხტა?
– ადამიანი მაინც მარტოა!
წუთისოფელი
თავის გზით მიდის,
თვალსაწიერიც უფრო ფართოა,
ყველამ ჩახედოს
საკუთარ სინდისს,
– ადამიანი
მაინც მარტოა!
ჭიქა-ღვინოზე
თავის შექცევით,
ფიქრებს, რომლებიც სახიფათოა,
ვაი, რომ მაინც ვერ გაექცევი,
– ადამიანი მაინც მარტოა!
მე ჩემის თავის
არც რა დარდი მაქვს,
მაგრამ არ ახსოვს
მრავალ დარდიმანდს,
დრო იყო,
ძმა-ძმას საფლავს უთხრიდა,
დრო იყო,
კლიტე ეპყრა შადიმანს!
ვის რაში უნდა ჩემი ტრაბახი
ან აყვირებით,
ან გაყუჩებით?!
– `გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი
და ახეული მაქვს ლაყუჩები!~
განწმინდეს,
ნათლეს,
რა არ იღონეს,
ეშმაკმა მაინც არ მიატოვა,
(ვწერ
უკვე ბევრჯერ ნათქვამ სტრიქონებს)
– ადამიანი
მაინც მარტოა!
რაც უნდა აშრო
ბედის ხორბალი,
ბოლო არჩივი
მაინც ქატოა,
ფიცარი ფუყე და გამომპალი...
– ადამიანი მაინც მარტოა!
მე ჩემსას ვიტყვი,
გინდა მომკალი,
– სამყარო,
აი, რაც უზადოა!
ცაზე ოცნებით ვარსკვლავთ მომმკელი _
– ადამიანი
მაინც მარტოა!
... ქაშუეთის წინ
ლოთმა სანდრუამ
არაყის ფული
დიდხანს აგროვა,
– მერე,
რა მერე?
`მერეს~ ლოდინში...
– ადამიანი მაინც მარტოა!
ცა მოწყენილი და საავდროა,
დგას მობუზული მთვრალი სანდრუა,
და ეკითხება
გამვლელ-გამომვლელს: _
– ახლა რა დროა?!
ახლა რა დროა?!
არც მიფიქრია
თქმა რამე ახლის,
მე რა თავს ვახლი
ასე რატოა?
მიდის ქუჩაში კაცი და ძაღლი...
– ადამიანი მაინც მარტოა!
0
52
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0