სიახლეები ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან რამდენიმე წუთში ქალი გარდაიცვალა 2021, 24 ივნისი, 11:27 ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის პერიოდული გამოცემა „დეფენდერ“-ის (The Defender) ბერძენი რეპორტიორის ცნობით 56 წლის ბერძენი ქალბატონი გარდაიცვალა ფაიზერის მეორე დოზის მიღებიდან რამდენიმე წუთში კალავრიტის საავადმყოფოში, საბერძნეთში. პროცედურა დაცულ იქნა ჩვეულებისამებრ, ქალი იჯდა განცალკევებულ ადგილას, მას აკონტროლებდნენ არასაურველი რეაქციის თავიდან აცილების მიზნით, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ვაქცინაციის შემდეგ. ვაქცინაციიდან 10 წუთში მას აღენიშნა ჩივილი - მკერდისა და ზურგის "მწვავე" ტკივილი და უგონოდ დავარდა. ადგილზე მყოფმა ექიმებმა ყველა ღონე იხმარეს ქალის გადასარჩენად და მისი ინტუბირებაც კი სცადეს, მაგრამ ყველა მცდელობა შეაჩერეს გონების დაკარგვიდან ერთი საათში. ვაქცინის ზოგიერთი ექსპერტის აზრით ბავშვთა აცრის შესახებ გადაწყვეტილება ნაჩქარევია. გამოცემა Los Angeles Times– მა აღნიშნა: პანდემიის პირველივე დღეებიდან ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები განიხილავდნენ ფართო ვაქცინაციას, როგორც კოვიდ-19 -ის შეჩერების ყველაზე ეფექტურ გზას. მაგრამ სამედიცინო ექსპერტთა მზარდი კონტინგენტი ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, უნდა იქნას თუ არა გამოყენებული ეს საყოველთაოდ აღიარებული სიბრძნე ბავშვების შემთხვევაში. მათი ეჭვები არ წარმოადგენენ შეთქმულების თეორიის შედეგებს, არამედ ფრთხილად დაბალანსებული რისკისა და სარგებლის გათვლებს. სავარაუდოდ, მათ პარასკევს დაუთმობენ დროს საზოგადოებრივ ეთერში, სადაც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მრჩეველები განიხილავენ მოზარდებსა და ახალგაზრდებში ვაქცინაციის შემდგომი გულის პრობლემების ტალღას. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, კოვიდის ვაქცინაციის შემდეგ ყველა ასაკობრივ ჯგუფში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების რიცხვმა გადააჭარბა 350 000-ს. უახლესი მონაცემები 12-17 წლის ასაკის ბავშვებში მოიცავს 7 გარდაცვალებას და 271 შემთხვევას სერიოზული გვერდითი მოვლენებით კოვიდ-19 ვაქცინაციის შემდეგ. ეს მონაცემები მოდის უშუალოდ აშშ-ს ‘ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგების სისტემა’ -ში (VAERS) წარდგენილი ანგარიშებიდან. VAERS– სთვის წარდგენილი ანგარიშები საჭიროებს შემდგომ გამოკვლევას მიზეზ-შედეგობრიობის გამორკვევამდე. ჩვეულებრივ, ყოველ პარასკევს, VAERS აქვეყნებს ვაქცინაციის ყველა ანგარიშს, რომელიც მიღებულია მითითებული თარიღისთვის. დღეს გამოქვეყნებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ 2020 წლის 14 დეკემბრიდან 2021 წლის 11 ივნისამდე, VAERS– მა აღნიშნა 358, 379 გვერდითი მოვლენა, მათ შორის 5, 993 გარდაცვლილი, რაც წინა კვირასთან შედარებით 105 ლეტალობის შემთხვევით მეტია. დაფიქსირდა სერიოზული დაზიანებების 29 871 შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით 1, 430-ით არის გაზრდილი. ახალი გამოკითხვის თანახმად არავაქცინირებული ამერიკელების თითქმის ნახევარი ამბობს, უარს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე. "ასოსიეთიდ პრეს ნორკ"-ის (Associated Press-NORC) საზოგადოებასთან ურთიერთობის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ არავაქცინირებული ადამიანების 46% ამბობს, რომ ნამდვილად არ მიიღებს ვაქცინას, ხოლო 29% -მა თქვა, რომ ისინი სავარაუდოდ არ მიიღებენ ვაქცინას. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებისგან ძირითადად თავს იკავებენ თეთრი ევანგელისტები, რესპუბლიკელები, სოფლად მცხოვრები ამერიკელები, ახალგაზრდები და ადამიანები კოლეჯის დიპლომის გარეშე. როიტერი იუწყება, რომ ინდონეზიაში 350-ზე მეტი ექიმი და ჯანდაცვის მუშაკი სინოვაკით ვაქცინაციის მიუხედავად დაინფიცირდა COVID-19 -ით. ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ათობით ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან ახალი შტამები უფრო მეტი ინფექციურობით გამოირჩევა, მათ საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობასთან დაკავშირებული შეშფოთება კი იზრდება. მსოფლიოში არსებულ ფონს თუ გავითვალისწინებით, გაუგებარია რას ეფუძნება საქართველოში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნა. უფრო მეტიც, შარშანდელ ზაფხულთან შედარებით, წელს ბევრად უარესი კოვიდ-სტატისტიკა გვაქვს, ამდენად, ალბათ უპრიანია, რომ პირბადის ტარების კონტროლი გამკაცრდეს, შემსუბუქების ნაქცვლად. ცოტა უცნაურია და ბევრ აწუხებს კითხვა - რა კრიტერიუმით შეირჩა კომენდანტის საათი, ვითომ ღამით დათარეშობს ქუჩებში კორონა? ყველამ ვიცით, რომ ხალხი სახლებს ქირაობს საქეიფოდ და ვისაც სურვილი აქვს და ვინც „კამიკაძეა“, მაინც ახერხებენ. ხომ არ აჯობებდა, რომ 12 საათამდე მაინც გადაგვეწია ზღვარი ზაფხულის პერიოდში მაინც, რათა ბიზნესმა მოითქვას სული და ეკონომიკას წაეშველოს. თუკი ტურისტებს ვუხსნით საზღვარს და ვუშვებთ ქვეყანაში, რესტორნებმა და კაფე-ბარებმა რაღა დააშავეს? ის, ვინც ფრთხილობს, ანუ სრულ ჭკუაზეა (იმედია უმეტესობა), რესტორანში საქეიფოდ მაინც არ წავა და არც დიდ ქორწილებს და ქელეხებს მოაწყობს. ხალხი პანაშვიდებზე და გასვენებებში არ დადის შიშით და მართლებიც არიან. კორონასთან გაჯიბრება დიდი უგნურება და ქარის წისქვილებთან ბრძოლაა. ვისაც გვესმის, რა ომშიც ვართ, რა დავაშავეთ?! 288 შეფასება არ არის
|