ქალი და მამაკაცი ქალური ჩვევები, რომლებიც მამაკაცებს აღიზიანებთ 2012, 7 სექტემბერი, 22:32 პირველი ჩვევა - წესრიგის თავგამოდებული დამცველი ხართ და ცდილობთ, ამას მეორე ნახევარიც მიაჩვიოთ. მეორე ჩვევა - დროდადრო დიეტაზე გადადიხართ და ამაზე საუბარი გიყვართ. ასევე ცდილობთ, ქმარი მსუბუქ კვებაზე გადაიყვანოთ. მესამე ჩვევა - სისუფთავეს აღმერთებთ და ცდილობთ, ცხოვრებიდან ყოველგვარი არასასიამოვნო სუნი განდევნოთ, ქმარს მუდამ შენიშვნას აძლევთ, რომ დეზოდორანტის გამოყენება დაავიწყდა. მეოთხე ჩვევა - გიყვართ მამაკაცთან თქვენს მეგობრებზე საუბარი-მსჯელობა. ცდილობთ, მან ყველა თქვენი ქცევა მოიწონოს, გარშემომყოფებთან თქვენი ურთიერთდამოკიდებულების ყველა წვრილმანს ჩასწვდეს. მეხუთე ჩვევა - გიყვართ თქვენი რომანის განვითარების ხშირად გახსენება და გსურთ, ამაში მონაწილეობა ქმარმაც მიიღოს. 1084 4-ს მოსწონს 2-ს არა
|