ცისტიტი არის შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადება, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. განასხვავებენ:
- პირველადი ცისტიტი - წარმოიქმნება როგორც დამოუკიდებელი დაავადება;
- მეორადი ცისტიტი - შარდის ბუშტის უკვე არსებული პათოლოგიის შედეგია.
გამომწვევის ტიპის მიხედვით არჩევენ:
- ინფექციური ცისტიტი - პათოგენური ბაქტერიების შეღწევის შედეგად;
- არაინფექციური ცისტიტი - ტოქსიკური, ქიმიური, ალერგიული ან სხვა ნივთიერებების ზემოქმედებისას.
ცისტიტის განვითარების მიზეზებია:
- ბაქტერიების მოხვედრა შარდის გამომტანი მილით (ურეთრა) შარდის ბუშტში;
- ქრონიკული ინფექციის კერები სხეულში;
- გადატანილი გინეკოლოგიური, ვენერიული დაავადებები;
- მენჯის ორგანოების ჰიპოთერმია;
- ტრავმული ფაქტორები;
- ჰორმონალური დარღვევები ორგანიზმში;
- საშარდე გზების ანატომიური სტრუქტურის თავისებურებები.
ცისტიტის მწვავე მიმდინარეობისას აღინიშნება შემდეგი კლინიკური გამოვლინებები:
- შარდვის ხშირი სურვილი;
- ტკივილი შარდვის დროს;
- შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება;
- ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში;
- შარდის მინარევების არსებობა და ფერის შეცვლა;
- ტემპერატურის უმნიშვნელო მატება მწვავე მიმდინარეობისას.
ქრონიკული ფორმის დროს ცისტიტის ერთადერთი სიმპტომი შეიძლება იყოს შარდვის ხშირი სურვილი.
ცისტიტის შესაძლო გართულებებია:
- თირკმელებში პათოგენური ფლორის შეყვანა პიელონეფრიტის განვითარებით;
- დაზიანება არამარტო შარდის ბუშტის ლორწოვანი შრის, არამედ კანქვეშა კუნთოვანი შრის, რასაც მოჰყვება ნაწიბურები.
დიაგნოზის დადგენის მიზნით აუცილებელია შემდეგი გამოკვლევების ჩატარება:
- შარდის საერთო ანალიზი ანთების ნიშნების დასადგენად;
- შარდის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
- ციტოსკოპია მწვავე ნიშნების გაქრობის შემდეგ;
- შარდის ბაქტერიოლოგიური კულტურა პათოგენური ფლორის დასადგენად;
- საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიის აღება;
- ქალებისათვის - გინეკოლოგიური გამოკვლევა თანმხლები დაავადებების გამოვლენის მიზნით.
მწვავე ცისტიტის მქონე პაციენტებს ექიმები ურჩევენ წოლით რეჟიმს. მნიშვნელოვანი მომენტია დიეტის დანიშვნა, ბევრი სითხის მიღება და მარილის, ცხარე საკვების შეზღუდვა. სამკურნალოდ გამოიყენება:
- ანტიბაქტერიული პრეპარატები;
- ანტისპაზმური საშუალებები მწვავე ტკივილის არსებობისას;
- შარდმდენი ეფექტის მქონე ბალახით დამზადებული ჩაი.
ცისტიტის პროფილაქტიკის მიზნით:
- დალიეთ მინიმუმ 8 ჭიქა სითხე დღეში;
- ნუ შეიკავებთ შარდვას, რეგულარულად დააცალეთ შარდის ბუშტი;
- აუცილებელია ჰიგიენის დაცვა - დაბანვა დღეში ერთხელ მაინც, ხოლო დაბანის მოძრაობის მიმართულება უნდა იყოს წინადან უკან - რათა თავიდან იქნას აცილებული ბაქტერიების მოხვედრა საშოში. ანალოგიურად გამოიყენეთ ტუალეტის ქაღალდიც;
- შეარჩიეთ დაცული სქესობრივი კონტაქტი;
- სქესობრივი აქტის შემდეგ - მოშარდვა. ეს მოქმედება გაანადგურებს თქვენს ურეთრაში ჩარჩენილ ბაქტერიებს;
- უნდა ატაროთ ბუნებრივი ქსოვილებისაგან დამზადებული თეთრეული;
- მოერიდეთ ჰიპოთერმიას: არ იჯდეთ ცივ ზედაპირებზე, წყლის დატოვებისთანავე სველი საცურაო კოსტუმები ჩაანაცვლეთ მშრალით.