x
image
CnuP
ანეკდოტები
image 1) გოგონები ნაყინს გვანან: თავიდან ცივები არიან, შემდეგ დნებიან, ბოლოს კი - გეწებებიან.

2) გარბის ნარკომანი, წაიქცა, ადგა, გარბის, ისევ წაიქცა. - ვაა, ჩემი დედა... - ბურტყუნებს თავისთვის, - რა ბედი მაქვს, რო მცოდნოდა, ისევ წავიქცეოდი, ამდგომი ვიყავი მეე?!

3) კანიბალები ტყეში დაძრწიან. მოულოდნელად თვითმფრინავი დაინახეს. - ჩამოვაგდოთ! ჩქარა ჩამოვაგდოთ! - ყვირის ბელადი და შუბს იმარჯვებს. რად გვინდა, - ეკითხება ცოლი, - ეგ ხომ რკინისაა? - რკინა გარედანაა, შიგნით, იცი, რამდენი ხორცი აქვს მაგ ფრინველს?!

4) - გაიგე? ჩვენი შეფი ნაგვის მანქანას გაუტანია. - ნაგავი იყო და ავეჯის მანქანა ხომ არ გაიტანდა?!


5) სოლარიუმის კარზე გაკრული განცხადება: "გარუჯვა-20ლარი. გოჭის შეწვა-ფასი შეთანხმებით".

1
148
2-ს მოსწონს
ავტორი:CnuP
CnuP
148
  
2012, 7 სექტემბერი, 23:08
კაია:D
0 1 1