სხვა ქალმა მეზობლის თუთიყუშს გინების გამო პოლიციაში უჩივლა(ვიდეო) 2021, 21 ივნისი, 17:59 ![]() ქალბატონმა ინგლისის ქალაქ ჰარტლპულიდან (დარემის საგრაფო) მეზობლის თუთიყუშს პოლიციაში უჩივლა, რადგან მისივე განცხადებით, ფრინველი მას შეურაცხყოფას აყენებს. ამის შესახებ იუწყება The Sun. 58 წლის გილ გრიგი(Gill Grieg)ამბობს, რომ 60 წლის სტივენ დევიდსონმა(Stephen Davidson) მდედრ ჟაკოს ჯიშის თუთიყუშს სახელად პაბლოს, აწავლა მისი მისამართით გინება . ქალმა ვერ მოითმინა პაბლოს მხრიდან შეურაცხყოფა და სამართალდამცავებს მიმართა. თუთიყუშის პატრონმა, სტივენ დევიდსონმა აღიარა, რომ 29 წლის ფრინველი ნამდვილად იყენებს საკუთარ ლექსიკაში უცენზურო სიტყვებს, მაგრამ კატეგორიულად უარყოფს იმ ფაქტს, რომ მან ეს სიტყვები ფრინველს სპეციალურად მეზობლის შეურაცხყოფისთვის ასწავლა. ![]() ![]() პოლიციამ დაადასტურა, რომ მათ გილ გრიგისგან რამდენიმე საჩივარი მიიღეს. პოლიცია მონაწილე მხარეებთან მჭირდო კავშირში იმყოფება.(ნახეთ ვიდეო) შარშან აღმოსავლეთ ინგლისში, ლინკოლნშირის ზოოპარკის ადმინისტრაცია იძულებული გახდა დროებით დაეშორებინა ხუთი ნაცრისფერი თუთიყუში, რომლებმაც უხამსი გინება ისწავლეს და გუნდურად შეურაცხყოფდნენ მნახველებს. მათ აეკრძალათ საზოგადოების წინაშე გამოჩენა. აღსანიშნავია, რომ ფრინველები თავად მომვლელებსაც აგინებდნენ, მაგალითად ერთ-ერთს "მსუქან ნაბიჭვარს " უწოდებდნენ. 150 3-ს მოსწონს
|