სხვა კოვიდ 19-ის გავლენა რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე 2021, 21 ივნისი, 0:54
რა არის ვირუსი?
ვირუსის სტრუქტურულ დახასიათებამდე საჭიროა განვსაზღვროთ თვითონ ვირუსის განმარტება. გავრცელებული დეფინიციით ვირუსი არის სიცოცხლის არაუჯრედული ფორმა, თუმცა თანამედროვე განმარტებით ის მოიხსენიება, როგორც ფსევდოცოცხალი აგენტი, რაც გულისხმობს, რომ ვირუსი არის არაცოცხალი ნაწილაკი, გარკვეული ქიმიური მახასიათბელბის მსგავსებით, რომელიც შეიძლება ახასიათებდეს მხოლოდ ცოცხალს.
ტიპური ვირუსი გარედან შემოსაზღვრულია ფოსფოლიპიდური გარსით, რომელიც სხვადასხვა ცილას შეიცავს, ფოსფოლიპიდური გარსის შიგნით კი არის კაფსიდი, რომელშიც მოქცეულია გენეტიკური მასალა რნმ და დნმ, თუმცა შესაძლებელია ვირუსი არსებობდეს მხოლოდ კაფსიდის სახითაც (ნახ.1).
![]() ![]() ![]() E ცილა - არის ყველაზე პატარა ცილა SARS_CoV_2 სტრუქტურაში. მონაწილეობს ვირუსის ჩამოყალიბებასა და მომწიფებაში. N ცილა - მოთავსებულია ცხიმოვანი გარსის შიგნით და ფუთავს ვირუსის გენეტიკურ მასალას. მონაწილეობს პროცესებში, რომლებიც დაკავშირებულია ვირუსის გენომთან, რეპლიკაციასა და ვირუსულ ინფექციასთან.M ცილა - მონაწილეობს ვირუსის გარსის ფორმის ჩამოყალიბებაში. შეუძლია დაუკავშირდეს ვირუსის ყველა სხვა სტრუქტურულ ცილას. მასთან დაკავშირება ხელს უწყობს ნუკლეოკაფსიდის სტაბილიზაციაიას, ცილების გაერთიანებასა და კაფსიდის ჩამოყალიბებას N პროტეინ- რნმ კომპლექსის სტაბილიზაცის გზით. S ცილა - არის ტრანსმემბრანული ცილა, გლიკოპროტეინი, რომელიც შედგება ორი სუბერთეულისგან - S1 და S2. S1 - უკავშირდება მასპინძელი უჯრედის რეცეპტორს, S2 - სუბერთეული შუამავლობს შერწყმის პროცესს. სწორედ S ცილა უკავშირდება ადამიანის უჯრედის მემბრანულ რეცეპტორს - ACE2 - ანგიოტენზინის გარდამქმნელ ფერმენტს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფერ- მენტი რენინ-ანგიოტენზინის სისტემაში, რომლის კორონა ვირუსით ინჰიბი- რების შედეგად მიმდინარეობს ამ სისტემის დისფუნქცია. როგორც უკვე ვახსენეთ რენინ-ანგიოტენზინის სისტემის მოშლა, რაც განპირობებულია ACE2 ცილა-რეცეპტორის კორონავირუსის მიერ იჰიბირებით, განაპირობებს რიგ სიმპტომატიკას დაინფიცირების დროს. ახლა კი გავრკვიოთ რა არის რენინ-ანგიოტენზინის სიტემა და რა როლი აქვს ამ სისტემაში ACE2 ცილა-რეცეპტორს. რენინ-ანგიოტენზინის სისტემა სათავეს იღებს ღვიძლიდან (ნახ.4), სადაც სინთეზირდება ანგიოტენზინოგენი, რომელიც წარმოადგენს სისხლის პლაზმის გლიკოპროტეიდს (ალფა 2 გლობულინს). რენინის (თირკმელის იუქსტაგლომერალურ აპარატში წარმოქმნილი ფერმენტი) ზემოქმედებით პოლიპეპტიდი ანგიოტენიზოგენი, რომელსაც არ გააჩნია პრესორული აქტივობა, ჰიდროლიზდება და ქმნის ანგიოტენზინ I-ს, ბიოლოგიურად არააქტიურ დეკაპეპტიდს, რომელიც ადვილად ექვემდებარება შემდგომ გარდაქმნებს. ანგიოტენზინ I გარდაქმნა შეიძლება წარიმართოს სხვადასხვა გზით. პირველი - ანგიოტენზინ I უკავშირდება ACE2 რეცეტორს, გარდაიქმნება ანგიოტენზინ (1-9)-ად, ანგიოტენზინ (1-9) კი ცილა-რეცეპტორ ACE1-ის მოქმედებით გარდაიქმნება ანგიოტენზინ (1-7)-ად; მეორე და მნიშვნელოვანი - ანგიოტენზინ I უკავშირდება ცილა-რეცეპტორ ACE1- ს, რომელიც გარდაქმნის მას ანგიოტენზინ II-ად. ![]() ![]() ![]() 54 შეფასება არ არის
|