ვარსკვლავები ჰოლივუდის ,,ვარსკვლავების" უცნაური გატაცებები 2021, 18 ივნისი, 20:08 ![]() ალბათ ყველას გვყვავს უსაყვარლესი მსახიობები, რომლის შესრულებულ როლებსაც ხშირად ვუყურებთ. იცით რაზე ხარჯავენ ფულს ჰოლივუდის ვარსკლავები და იწვევს თუ არა მათი გატაცებები გაკვირვებას? მოდით ერთად ვნახოთ: დემი მურს აქვს თოჯინების დიდი კოლექცია, იზაბელა როსელინის კი შენახული აქვს მისი ყოფილი შეყვარებულების ნივთები, მადონა დიდი გატაცებით აგროვებს პიკასოს ნახატებს. ლეონარდო დიკაპრიოს გატაცებაა პოკერი. ის ყოველთვის პოულობს დროს პოკერის სათამაშოდ. დიკაპრიოს ჰობია აგრეთვე სიმაღლიდან თოკით დაშვება. ის თვითონ პოულობს ასეთ ადგილებს და სიამოვნებით ეშვება დიდი სიმაღლიდან. მიუხედავად პოლიციის არაერთი გაფრთხილებისა, ის მაინც ახერხებს ამ შენობებზე აძრომას და მერე იქიდან ქვემოთ ჩამოცოცებას. ![]() ანჯელინა ჯოლი ძალიან დაინტერესებულია იშვიათი ძველებური დანებით. მისი კოლექციის ეგზემპლარები ძირითადად შუა საუკუნეებისა და აღორძინების ეპოქის დროინდელ ექსპონატებს მოიცავს, თუმცა მის შემადგენლობაში სხვა პერიოდის უიშვიათესი ხმლები და დანებიც შედის. ერთხელ ინტერვიუში ჯოლიმ გამოცხადა, რომ თავის საშიშ კოლექციას საიმედოდ ჩაკეტილს ინახავს შვილებისგან შორს, რომ მათ შემთხვევით დანებით არაფერი დაიშავონ. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 181 2-ს მოსწონს
|