x
ბრიტანეთის ყველაზე მსუქანი მანდილოსანი

ბრიტანეთის ყველაზე მსუქანი მანდილოსანი, 33 წლის სიუზენ ემანი, ვინაც „სულ რაღაც“ 343 კგ–ს იწონის, ცოლად 35 წლის შეფ–მზარეულ – პარკერ კლარკს მიჰყვება. სიუზანს მიზნად აქვს დასახული კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მსუქან ქალბატონად ჩაეწეროს.როგორც სიუზანი განმარტავს: „ჩვენი კავშირი ზეციურ ქორწინებად შეიძლება ჩაითვალოს, მე ჭამა მიყვარს, პარკერს კი მზადება. მე ძველებურად ვოცნებობ მსოფლიოს ყველაზე მძიმეწონიან ქალბატონობას, რაშიც პარკერი ძალიან მიბამს მხარს. მას დიდი ქალები მოსწონს და სიამოვნებას იღებს, როცა მის მომზადებულ კერძებს მივირთმევ. იგი ბრწყინვალე მზარეულია! როგორ შემეძლო უარი მეთქვა მამაკაცისთვის, რომელსაც სამზარეულოში ფუსფუსი ასე კარგად გამოსდის? ამას ხომ სასიამოვნოს სასარგებლოსთან თანხვედრა ჰქვია?!“როგორც თავად პარკერი აღნიშნავს: „მე მხარს ვუჭერ სიუზანს და ყოველმხრივ ვეხმარები მისი გეგმის განხორციელებაში, რადგანაც ეს მას ბედნიერს ხდის. რა თქმა უნდა მისი ჯანმრთელობა მაფიქრებს, თუმცა ვცდილობ, რომ მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტებით იკვებოს და ვაიძულებ ივარჯიშოს. შარშან მან სრული სამედიცინო დათვალიერება გაიარა და ექიმმა განაცხადა, რომ სიუზანს ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემა არ აქვს, თუმცა იქვე დასძინა, რომ იგი სიუზანის ოცნების განხორციელების წინააღმდეგია. ასე, რომ მანამ ექიმები ჯანმრთელობის შესახებ საშიშროებას არ გვიქადიან, მე მას ყველანაირად დავეხმარები“.imageimageimageimageimageimage





0
98
შეფასება არ არის
ავტორი:gagosha
gagosha
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0