x
image
მაია 24
როგორ გვევლინება ბედისწერა საყვარელი ადამიანების სახით - რითი განსხვავდება კარმული პარტნიორი, თანამგზავრი და "მეორე ნახევარი"

image


ადამიანური ცხოვრების უმაღლესი მიზანი უპირობო სიყვარულის სწავლაა. სითბოს, ურთიერთობას, სინაზეს ურთიერთობების წყალობით ვსწავლობთ. ეს ადამიანები მოდიან ჩვენს ცხოვრებაში, რომ შეასრულონ თავიანთი ფუქცია და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვადგმევინონ საკუთარი თავის სრულყოფისაკენ. ამბობენ, რომ სულიერი ოჯახის წევრები, ანუ ხალხი, რომელიც სულიერად გვენათესავება, ჩვენს გარშემოა და ისინი მათთვის განკუთვნილ როლს ირგებენ. ერთი სიტყვით, ისინი ჩვენს და ჩვენ კი მათ დასახმარებლად ვართ აქ და ახლა.


ასეთი ტიპის ურთიერთობებში გამოყოფენ რამდენიმე კატეგორიას:


1) კარმულად მონათესავე სულები



ისინი თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გაკვეთილის ჩასატარებლად მოდიან ხოლმე. შეიძლება იყვნენ თანამშრომლები, ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები. ამგვარი ურთიერთობები იშვიათად რომანტიკული ხასიათისაცაა, მაგრამ, როგორც წესი, ის მალე მთავრდება. ეს მხოლოდ ერთი დამატებითი გაკვეთილია, რომელიც პიროვნული ზრდისთვისაა საჭირო. ამ ადამიანების გამოცდილება ძალიან ჰგავს თქვენს გამოცდილებას.


ითვლება, რომ ხანდახან ცხოველებიც, რომლებიც სახლში გვყავს და ძალიან გვიყვარს, გვასწავლიან იმას, რაც ჩვენი პიროვნული განვითარებისთვისაა აუცილებელი.


image


როგორ გამოვიცნოთ კარმული ურთიერთობები?


- მათთან თქვენ გრძნობთ ისეთ კავშირს, თითქოს უკვე მარადისობაა იცნობთ.

- გაკავშირებთ ძლიერი სიყვარული და სურვილი ერთად გაატაროთ რაც შეიძლება მეტი დრო.

- შეიძლება დაგეუფლოთ აკვიატებული შიშები მათთან დაკავშირებით.



2) თანამგზავრები


დიდი შანსია ასეთი ურთიერთობა რომანტიკული ხასიათის იყოს. ხშირად ბედისწერა სულაც არ არის მთელი ცხოვრება მათ გვერდით ყოფნა და მხოლოდ გარკვეული მიზნისთვის გვევლინებიან. იმ შემთხვევაში, თუ არასოდეს შეხვდები იმას, ვინც მხოლოდ შენთვისაა განკუთვნილი, სრულიად შესაძლებელია, რომ ასეთ თანამგზავრთან იყოთ სიცოცხლის ბოლომდე.



image


თუ თქვენი ბუნებრივი მეორე ნახევარი გამოჩნდა, თანამგზავრული კავშირები საფრთხის ქვეშ დგება. მოულოდნელად გაგიჩნდებათ სურვილი დაასრულოთ ძველი ურთიერთობა, მაგრამ თუ ჩვევის ან კომფორტის ზონიდან გასვლის შიშის გამო ურთიერთობას ვერ დათმობთ, თქვენ მუდმივი უკმარობის გრძნობისთვის ხართ განწირული და ეს კავშირი რეალურად სულაც არ დაგაკმაყოფილებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარია გვახსოვდეს, რომ თანამგზავრი შემთხვევით არ აღმოჩენილა ჩვენს ცხოვრებაში.


როდესაც შენი მეორე ნახევარი გამოჩნდება, შენ კი ამ დროს თანამგზავრთან გაქვს ურთიერთობა, ფრთხილად უნდა იმოქმედოთ. ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტა როდია მყისიერად და უცერემონიოდ მიატოვოთ იგი მეორე ნახევრის გამო, ორივე მათგანს ხომ მნიშვნელოვანი როლი აკისრია.



image


ამ ტიპის ურთიერთობა კარმულ ურთიერთობასთან შედარებით მძიმეა და თქვენგან ბევრი სასიცოცხლო ენერგიის დახარჯვას ითხოვს. მეორე ნახევართანაც გაცილებით მარტივად, ბუნებრივად და კომფორტულად გრძნობთ თავს. თანამგზავრთან თანაცხოვრების დროს უნდა გამოიმუშავოთ ჯანსაღი ურთიერთობის ფორმები და შრომა დასჭირდება ნორმალური ატმოსფეროს შექმნას. სამაგიეროდ ყველაზე დიდი და განსაკუთრებული გამოცდილება იქნება თქვენთვის.


როგორ ვიცნოთ თანამგზავრები?


- მასწავლებელი, დამხმარე ადამიანი.

- ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი საკუთარი ნაკლი დაგანახოს.

- შეიძლება მსგავსი ცხოვრებისეული გზის გავლა უწევდეს.

- ეს შეიძლება გამოდგეს საკმაოდ იღბლიანი კავშირი

- ისეთი პიროვნებაა, რომელიც უნებურად თუ გააზრებულად მუდმივად შეგახსენებს, რომ ახალი თვისებები გაქვთ შესაძენი. მაგალითად, პატიების უნარი.


image


3) შენი მეორე ნახევარი, ტყუპისცალი


ეს სულიერი ურთიერთობის ყველაზე მაღალ საფეხურად ითვლება. იგი შენი მეორე ნახევარია და მისი პოვნა ნიშნავს, იპოვნო საკუთარი თავი და შეიცნო ის. ჩვენ მთელი ცხოვრება ვეძებთ მას გაცნობიერებულად თუ ქვეცნობიერად, რატომ ვეძებთ, ვინაა ის? ის გვგავს ისე, როგორც არავინ სხვა. ზოგჯერ მისი პოვნა არც ხერხდება. ის შეიძლება სადმე ძალიან ახლოს იყოს, მაგრამ რაღაც მიზეზით მაინც ვერ შევამჩნიოთ.


image


როგორ ვიცნოთ ჩვენი მეორე ნახევარი?


- მის გვერდით ენითაღუწერელ კომფორტს გრძნობთ, ისეთს, როგორიც არასდროს, არსად და არავის გვერდით არ გიგრძვნიათ.

- ერთნაირი ინტუიცია გაქვთ

- მსგავსი ოცნებები და მიზნები

- გაქვთ გამთლიანების შეგრძნება. უკმარობა ქრება თქვენი ცხოვრებიდან.



ასევე ნახეთ:



რა ხდება, როდესაც მამაკაცი ხელებს ხვევს ქალს - ეს უნდა იცოდეთ


შეყვარებისთვის საჭიროა ზუსტად 4 წუთი, ჩახუტება კი ტკივილს აყუჩებს - მეცნიერთა 20 სკანდალური დასკვნა სიყვარულზე


5 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ნამდვილ მეორე ნახევარს შეხვდით


თუკი არ გტკივათ, თქვენი სიყვარული ნამდვილი არ არის


არ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...


24 მარტივი საქციელი, რომლითაც ნებისმიერ გოგოს "დაადნობთ"

როგორ გავტეხოთ მამაკაცის გრძნობების საიდუმლო კოდი - კაცის 5 სისუსტე


12 რამ, რაც არასოდეს უნდა ჰკითხო საყვარელ მამაკაცს - ქალების საბედისწერო შეცდომები


"მიეცი ეჭვიანობის მიზეზი ისე, რომ ის ვერ დაამტკიცოს..." - 23 გამოცდილი მეთოდი, თუ როგორ დავიპყროთ ნებისმიერი ქალის გული


"ვერავინ იგრძნობს თავს კარგად შენთან, თუ შენ გრძნობ თავს ცუდად საკუთარ თავთან" - როგორ ვიპოვოთ მამაკაცი, რომელიც სინამდვილეში შეგვეფერება

1
1801
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1801
  
2021, 19 ივნისი, 13:55
გრძელი და დამღლელი გზა თანამგზავრთან... უკვე აუტანელი, მძიმე და თითქმის მთელი ცხოვრება... საერთო ადამიანებით! ... და გზის ბოლოს ის ნამდვილი, ბუნებრივი მეორე ნახევარი და ... რა ვქნათ, როგორ გავწყვიტოთ ეს სულისშემხუთველი ყელში წაჭერილი ჯაჭვი, როგორ ვისუნთქოთ, როცა ვიხრჩობით? ... აქ ხომ საქართველოა! პ.ს. ასეთი ნამდვილი სტატია არც წამიკითხავს. მადლობა!!!
0 1 1