სხვა რატომ არ უნდა სთხოვოთ გამვლელებს ფოტოს გადაღება! 2021, 18 ივნისი, 11:35 სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.
ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები. სელფი, რა თქმა უნდა კარგია, რადგან არ გიხდებათ არავის შეწუხება იმის თხოვნით, რომ ფოტო გადაგიღოთ. თუმცა, მოდი ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ გვჭირდება სრულყოფილი ფოტო, რომელიც ასახავს გარშემო ყველაფერს და სწორედ ეს იდეალური კადრია, რომელიც ჩვენს გამომწერებსა თუ მეგობრებს აღტაცებაში მოიყვანს. ამიტომ, ზოგჯერ გვიხდება გამვლელებს ვთხოვოთ ფოტო გადაგვიღოს, მაგრამ რა უარყოფითი აქვს ამ ფაქტს, სწორედ დღევანდელ კრებულში შეიტყობთ. რატომ არ უნდა სთხოვოთ გამვლელებს ფოტოს გადაღება!227 3-ს მოსწონს
|