ფსიქოლოგია პოზიტიური ფსიქოთერაპია 2021, 15 ივნისი, 17:01 ![]() პოზიტიური ფსიქოთერაპია იყენებს მულტიკულტურუს ისტორიებს და მეტაფორებს, რათა თერაპიაში მყოფი ადამიანები წაახალისოს თავიანთი ფსიქიკური პრობლემების უნიკალური და პოზიტიური ხედვით. თერაპიაში მყოფი ადამიანი მაქსიმალურად ერთვება თხრობაში, იმ ისტორიაში, რასაც საკუთარ თავზე ყვება, თითქოს ამბის ნაწილი ხდება, რაც აქტიურ როლს თამაშობს განკურნების პროცესში. მოცემული ინტერდისციპლინარული მიდგომა ფსიქოთერაპიის სხვადასხვა ფორმას მოიცავს, რაც პაციენტს ეხმარება გახდეს საკუთარი თავის თერაპევტი, რომელიც საუკეთესოდ შეეფერება კონკრეტულ გარემოებებს, გამოცდილებასა და სიტუაციას. პოზიტიური ფსიქოთერაპიის თეორიის თანახმად, დადებითი შედეგის მისაღწევად სამი ძირითადი პრინციპი უნდა იქნას განხილული, ესენია:
მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიურ ფსიქოთერაპიასა და პოზიტიურ ფსიქოლოგიას მსგავსი სახელწოდები აქვს, ეს ორი მიდგომა საკმაოდ განსხვავებულია ერთმანეთისაგან. პოზიტიური ფსიქოლოგია, რომელიც მარტინ სელიგმანის მიერ შემუშავდა უფრო პროდასავლური მიდგომაა, რომელიც ცნობს უარყოფით გამოცდილების და ტრამვის არსებობასა და გავლენას მათ პოზიტიური მიმართულების გადახედვის გარეშე. პოზიტიური ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მკაფიო თვისებაა წარმოსახვისა და ინტუიციის შეტანა სამკურნალო პროცესში, რაც ჩანს კულტურული ისტორიების გამოყენების მეთოდით, როგორც შუამავლობის საშუალება თერაპიასა და თერაპევტს შორის. ეს მეთოდი შეიძლება საფუძვლად დაედოს მკურნალობის ქვეშ მყოფი პირის იდენტიფიკაციის საფუძველს და ამავე დროს გახდეს დაცვის საშუალება. საკუთარი თავის სიუჟეტში ჩართვით, თერაპიის ქვეშ მყოფ ადამიანებს უკეთესად შეუძლიათ ისაუბრონ იმაზე, თუ ვინ არიან ისინი, მათ პრობლემებზე და პირად სურვილებზე. შემდეგ თერაპევტს შეეძლება უფრო თამამად შეეხოს მგრძნობიარე თემებს და შესთავაზოს პაციენტს შესაძლო კორექტირებები ადამიანის აღქმისა და სურვილების ეჭვის გარეშე. თერაპევტებს ასევე შეუძლიათ დაეხმარონ ინდივიდებს ობიექტურად გაანალიზონ ცალმხრივი იდეები, მოახდინონ მათი პოზიტიური ინტერპრეტაცია და შემდეგ დაეყრდნონ მათ. ეს პროცესი თერაპევტისაგან მოითხოვს, პირველ რიგში, შეადგინოს სიმპტომების შესაძლო ინტერპრეტაციის ყოვლისმომცველი მიმოხილვა, რომელიც თავდაპირველად უარყოფითად აღიქმება. მაგალითად, ქალს, რომელიც საკუთარ თავს სხვაზე დამოკიდებულებად და მიჯაჭვულად (clingy) მიიჩნევს, შეიძლება თერაპია მას დაეხმაროს, ხელი შეუწყოს, რომ სიტუაცია უფრო პოზიტიური კუთხის დაინახოს და მიხვდეს, რომ შესაძლოა ყველაფერი უფრო პოზიტურად გამოიყურებოდეს, მაგალითად, იფიქროს საკუთარ თავზე, როგორც ქალზე, რომელსაც უყვარს ქმართან ყოფნა, ან თავისი თავი მზრუნველ მეგობრად წარმოიდგინოს, რომელსაც მეგობრების წრეში ყოფნა აბედნიერებს. რადგან მკურნალობის დროს პაციენტები არსებული პრობლემების უფრო პოზიტიურ ინტერპრეტაციას იღებენ, მათ წინაშე მყოფი პრობლემები, როგორც წესი, აღარ განიხილება, როგორც ნეგატიური გამოცდილება და მათ ხშირად შეუძლიათ თავი დაანებონ წარსულ პრობლემებს და მათზე ფიქრს და გაითვალისწინონ წარმოქმნილი პრობლემების მოგვარების ახალი შესაძლო გზები. პოზიტიური ფსიქოთერაპია მიიჩნევს, რომ ყველა პიროვნება, განურჩევლად სქესისა, ეთნიკური, ასაკის, კლასის, ფინანსური მდგომარეობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისა, ფლობს ორ ძირითად, არაცნობიერ შესაძლებლობას: აღქმისა და სიყვარულის უნარი. აღქმის უნარი აღწერილია, როგორც ის, რაც აიძულებს ადამიანს გააცნობიეროს კავშირი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებს, ყოველდღიური მოვლენების მიზეზებსა და არსებობის მნიშვნელობას შორის, მაგალითად, რატომ ანათებს მზე, რატომ იზრდებიან ხეები, ადამიანის წარმომავლობა, ან მისი წარმოშობა და ა.შ. ასევე ადამიანის მომავალი ან დანიშნულების ადგილი. ინდივიდუალურობის ეს გრძნობა, შეკითხვების ფორმულირებისა და პასუხის ძიების შესაძლებლობასთან ერთად, ვითარდება ცოდნის სწავლის პროცესში. სიყვარულის უნარი თანდაყოლილია და ასოცირდება ადამიანის ემოციურ სფეროსა და პიროვნულ ურთიერთობებთან. პესეშკიანის აზრით, ეს ორი ძირითადი შესაძლებლობა პიროვნების რეალურ შესაძლებლობებს განსაზღვრავს. რეალური შესაძლებლობები არის დამოკიდებულება და ქცევა, რომელიც ყოველდღიურად, მუდმივად გამოიყენება. იგი მოიცავს პირველად და მეორად შესაძლებლობებს, რომლებიც ადამიანის ძირითადი შესაძლებლობებდან წარმოიშვა სხეულთად, გარემოსთან ურთიერთობის შედეგად დროთა განმავლობაში. ფაქტორები, როგორიცაა კულტურა, რელიგია და აღზრდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეალური შესაძლებლობების განვითარებაში. მიიჩნევენ, რომ პოზიტიური ფსიქოთერაპია ხალხს აძლიერებს უნარ-ჩვევებით, რაც მათ შიდა ბალანსის განცდის მისაღწევად სჭირდებათ, ეყრდნობიან ყველა რესურსს, რომელსაც ისინი ფლობენ, სხეულის, სულის, გონების და ემოციების მეშვეობით. ბევრ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის უნიკალური თერაპიული მიდგომებით, განსაკუთრებით ადამიანები, რომლებიც განიცდიან კონფლიქტს კულტურათშორისი ურთიერთობებში, ისინი, ვინც ემიგრაციაში ცხოვრობენ აბსოლუტურად განსხვავებული კულტურის ადგილებში, ოჯახები, რომლებიც განიცდიან კონფლიქტს კულტყრათშორის ნათესავებთან. კვლევების თანახმად, პოზიტიური ფსიქოთერაპია არის გასაოცრად ეფექტური ისეთი შემთხვევების დროს, როგორიცაა ფსიქოტური აშლილობა, თვითმკვლელობის იდეები, დეპრესია და მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა. საბოლოო ჯამში, პოზიტიური ფსიქოთერაპიის თანახმად, ყველაზე ნეგატიური გამოცდილებაც კი შესაძლოა უდიდეს პოზიტიურ რესურსად ვაქციოთ იმ შემთხვევაში, თუ ვკონცენტრირდებით მის დადებით და არა უარყოფით ასპექტზე. მოცემული მიდგომის თანახმად, გარდაუვალი სიკვდილის შიშიც კი რაიმე ახალის და პოზიტიურის შექმნის რესურსია. რადგან სიკვდილის მიღებამ და მისი შიშის გააზრებამ ყოველდღიური ცხოვრება უფრო ბედნიერი და მნიშვნელოვანი გახადოს: სიკვდილის მეშინია იმიტომ, რომ არარსებობას ნიშნავს და თუ მე იქ ვიცოცხლებ რასაც მეთვითონ შევქმნი, სიკვდილის შიში უკვე ცხოვრების რესურსად იქცევა. 48 შეფასება არ არის
|