x
რაქიტის განვითარება ბავშვებში

დღეს მე გესაუბრებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან პედიატრიულ საკითხზე-რაქიტის განვითარება ბავშვებში.რაქიტი ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთა დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნისა და მინერალიზაციის დარღვევით, D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოშლით.მისი სინონიმებია-ოსტეომალაცია და ინგლისური დაავადება.(ოსტემალაცია პათოლოგური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ვლინდება ძვლის დემინერალიზაცია და დარბილება).image
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური საკითხებიც: ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში ალიმენტური რაქტიტი პრაქტიკულად აღარ გვხვდება, განვითარებად ქვეყნებში რაქტიდი შედის 5 ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს შორის, ხშირია აფრიკაში, აზიაში.ნიგერიაში რაქტიტი აღენიშნება ბავშვთა 9%-ს. საქართველოში მონაცემები გავრცელების შესახებ არ არსებობს, ვინაიდან იგი არ შედის სტატისტიკურად აღრიცხვადი დაავადებების ჩამონათვალში.დაავადების თავისებურებების განხილვამდე მინდა პატარა ისტორიული რაკურსი წარმოგიდგინოთ, ამ მნიშვნელოვანი პათოლოგიის შესახებ:რაქიტზე გარკვეული ცნობები გვხვდება ჯერ კიდევ ბერძენი კლაუდიუს
გალენის (- 131-211) კლინიკურ აღწერილობებში.რაქიტზე ყურადღების გამახვილება იწყება XVII საუკუნიდან.1650 წელს გამოჩენილმა ინგლისელმა ანატომმა და ორთოპედმა ფრენსის
გლისონმა (Francis Glisson - 1597–1677) გამოაქვეყნა ”ტრაქტატი რაქიტზე”,
რომელიც აღიარებულია, როგორც რაქიტის პირველი დაწვრილებითი
აღწერილობა 1945 წელს ინგლისელმა დანიელ უისთლერმა (Daniel Whistler - 1619-1684)
პირველად აღწერა რაქიტი1847 წელს რუსმა მეან-გინეკოლოგმა სტეფან ხოტოვიცკიმ (Хотовицкий
Степан Фомич - 1791-1885) გამოაქვეყნა აღწერილობა რაქიტზე.image
რაც შეეხება უშუალოდ კლასიფიკაციას, აქ უნდა გამოვყოთ მისი რამდენიმე ფორმა: ვიტამინ D დეფიციტური -“კლასიკური'' რაქიტი, ვიტამინ D დამოკიდებული ტიპი I - ალფა-ჰიდროქსილაზის დეფიციტით განპირობებული, ვიტამინ D დამოკიდებული ტიპი II - ვიტამინ D რეცეპტოების თანდაყოლილი დეფექტი, ვიტამინ D რეზისტენტური- ფოსფორის მილაკოვანი რეაბსორბციის დეფექტი.ასევე, გამოიყოფა რაქიტის შემდეგი ფორმებიც: თანდაყოლილი ვიტამინ D დეფიციტური რაქიტი, მეორადი ვიტამინ D დეფიციტუი რაქიტი, კალციუმის დეფიციტით განპირობებული რაქიტი, ფოსფორის დეფიციტით განპირობებული რაქიტი, აუტოსომურ-დომინანტური ჰიპოფოსფატემიური რაქიტი.მნიშვნელოვანი ასევე მისი ეტიოლოგიური ფაქტორიც, D ვიტამინ დეფიციტური რაქიტის განვითარების ძირითადი მიზეზებია: არარაციონალური კვება(ვიტამინ D-ს დაბალი შემცველობის პროდუქტების მიღება, აგრეთვე საკვებში კალციუმის და ფოსფორის დეფიციტი), მზის ულტრაიისფერი სხივების არასაკმარისი ექსპოზიცია. მეორადად D ვიტამინის დეფიციტი შეიძლება განპირობებული იყოს შემდეგი მიზეზებით: ნD ვიტამინის მეტაბოლიზმის დარღვევა ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატების(გლუკოკორტიკოსტეროიდები, ანტიკონვულსანტები, დიურეტიკები, ანტაციდები)მიღებისას, კანის დაავადებები, რომელთა დროს დაქვეითებულია ქოლეკალციფეროლის სინთეზი. რაქიტის განვითარების მიზეზი ასევე შესაძლოა იყოს:გასტროინტესტინური ტრაქტის დაზიანება, როდესაც ვერ ხერხდება ალიმენტური გზით მიღებული D ვიტამინის ათვისება(მალაბსორბციის სინდრომი), ღვიძლის და თირკმელების დაავადებები, როდესაც ირღვევა ვიტამინის აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნა(ჰეპატობილიარული დარღვევა). რაც შეეხება უკვე ამ პათოლოგიის პათოგენეზს: არსებობს D ვიტამინის(კალციფეროლის) ორი ფორმა: D2(ერგოკალციფეროლი) და D3 (ქოლეკალციფეროლი), D2 ვიტამინი ორგანიზმში ხვდება ალიმენტური გზით, საკვებთან ერთად, D3 ვიტამინი კი ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმენაბ მზის ულტრაიისფერი სხივების (290-315ნმ)მოქმედებით კანში არსებული პროვიტამინის(7-დეჰიდროქოლესტეროლი) გარდაქმნით. D ვიტამინის ორივე ფორმა ჰიდროქსილირდება ჯერ ღვიძლში(25-OH ქოლეკალციფეროლად) და შემდეგ თირკმელში(1, 25- დიჰიდროქოლეკალციფეროლად- კალციტრიოლი) და ხასიათდება ჰორმონის თვისებებით. D ვიტამინის ძირითადი ფუნქციებია: ნაწლავში კალციუმის და ფოსფორის ნორმალური შეწოვა, ძვალში კალციუმის და ფოსფორის ჩალაგება, ტუტე ფოსფატაზის დონის რეგულაცია, თირკმლის მილაკებში ფოსფორის რეაბსორბციის გაზრდა, D ვიტამინის დეფიციტის დროს ნაწლავებიდან შეიწოვება საკვებით მიღებული კალციუმის მხოლოდ 10-15% და ფოსფორის 50-60%, რასაც მოსდევს იონიზირებული კალციუმის დონის შემცირება შრატში, ჰიპოკალცემია თავის მხრივ, იქვევს პარათირეოიდული ჯირკვლების მიერ პარათჰორმონის გამომუშავების გაძლიერებას, პარათჰორმონი განაპირობებს კალციუმის და ფოსფორის გამოტანას ძვლოვანი ქსოვიდლებიდან სისხლში- ოსტეოკლასტების გააქტიურებით, რის გამოც ვითარდება ოსტეომალაცია, აღნიშნული მექანიზმის გამო კალციუმის დონე შრატში დაავადების დასაწყისში ნორმის ფარგლებშია, პარათჰორმონი კი აქვეითებს ფოსფორის რეაბსორბციას თირკმლის მილაკებიდან, რის გამ ოც ვითარდება ჰიპოფოსფატებია, შრატში იმატებს ტუტე ფოსფატაზის დონე, ჰიპოკალცემია რაქიტის დროს ვლინდება დაავადების საშუალო და მძიმე მიმდინარეობისას და გამოჯანმრთელების პერიოდში.რაქტიტის განვითარების რისკ-ფაქტორებია: შავკანიანი, მუქი კანი, მზის სხივების არაადეკვატური სარგებლობა, საკვებში კალციუმის, ფოსფორის და D ვიტამინის დაბალი შემცველობა, დედის არადაბალანსირებული კვება ორსულობისას და ლაქტაციის პეროდში და დ- ჰიპოვიტამინოზი, დღენაკლულობა, ხელოვნური კვება, ჰიპოდინამია, ხშირი რესპირაციული ინფექციები და დიარეა, სიცოცხლის პირველი 3 თვის განმავლობაში წონის ჭარბი ნამატი. image
რაც შეეხება რაქიტის კლინიკურ სიმპტომატიკას: რაქიტის პირველი ნიშნების გამოვლენა იწყება 1-2 თვიდან, თუმცა კლინიკური სურათის გაშლა ხდება 4-12 თვის ასაკში. რაქიტს ახასიათებს ცვლილებები ნერვული, ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის მხრივ, სიმპტომების გამოვლენა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. საყურადღებოა ანამნეზური მონაცემებიც: კვების ხასიათი, დღის რეჟიმი, მოვლის პრინციპები.გამოყოფენ დაავადების მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმას.D-ვიტამინდეფიციტური რაქტიტის კლინიკური სტადიებია: საწყისი პერიოდი, აყვავების პერიოდი, რეკონვალესცენციის პერიოდი და ნარჩენი მოვლენების პერიოდი.ცვლილებები ნერვული სისტემის მხრივ რაქიტის დროს: მოუსვნერობა, ჭირვეულობა, ზერელე ძილი, სახის, კისრის და კეფის არეში ჭარბი ოფლიანობა, ქავილი კეფის მიდამოში, თავის ხშირი მოძრაობა, თმის გაცვენა ე.წ რაქიტული სიქაჩლე.რაქტიტის დროს აღინიშნება ასევე, ჩონჩხის დეფორმაციაც: თავი-შუბლის ბორცვები, ყიფლიბანდის დაგვიანებული დახურვა, კბილების გვიანი ამოჭრა. გულმკერდი-რაქიტული კრიალოსანი, ჰარისონის ღარი, ქათმის და მეწაღის გულმკერდი. ხერხემალი- სქოლიოზი, კიფოზი და ლორდოზი. კიდურები- წვივის და მაჯის ძვლების შემსხვლება, რაქიტული სამაჯურები.რაქიტული ბავშვები უფრო მეტად არიან მიდრეკილი მოტეხილობებისკენ. image
ძვლის ტკივილი- ტკივილი ძირითადად აღინიშნება ხერხემალში, მეჯში და ქვედა კიდურებში, კუნთების სისუსტე- კუნთის ტონუსის დაქვეითება მოძრაობიას ხდის არაკომფორტულს, ზრდაში ჩამორჩენაც დამახასიათებელია რაქიტისთვის.რაც შეეხება, ცვლილებებს კუნთოვანი სისტემის მხრივ: რაქიტი იწვევს სასუნთქი სისტემის ანატომიურ და ფუნქციურ ცვლილებებს: კუნთების ჰიპოტონია ვრცელდება ვისცერულ ორგანოებში, რაც აფერხებს ბრონაიქალურ დრენაჟს, შეიძლება განვითარდეს ატელექტაზი.ექსპერიმენტული რაქიტის დროს ფილტვებში ნანახია ფილტვის მორფოლოგიური ცვლილებები, კერძოდ ფილტვის ქსოვილში შემაერთებელი ქსოვილის ელემენტების ჭარბად ანვითარება, მძიმე რაქიტის დროს მკვეთრად მცირდება აირთა ცვლა და ვითარდება ჰიპოქსემია. რაქიტის დროს ასევე აღინიშნება ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის დროსაც: რაქიტის დროს სისხლის მიმოქცევის ნორმალური პროცესების მოშლას საფუძვლად უდევს შესუნთქვის დროს დიაფრაგმის დონე შეკუმშვა და გულმკერდის ყაფაზის არასაკმარისი გაშლა.აღნიშნული მდგომარეობა ქმნის შეგუბებით მოვლენებს.რაც შეეხება რაქტიტის დიაგნოსტიკას: მისი დიაგნოზი ისმევა კლინიკური სურათის გათვალისწინებით, ლაბორატორიული კვლევევით(უნდა განისაზღვროს სისხლში კალციუმი, ფოსფორი, ტუტე ფოსფატაზა, პარათჰორმონი, 25(OH) D-25 ჰიდროქსი-ვიტამინ D და მნიშვნელოვანი რენტგენოლოგიური კვლევაც.რაქიტის მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია: მისთვის საჭიროა რომ მკურნალობა ატარებდეს კომპლექსურ, თანმიმდევრულ ხასიათს და გამომდინარეობდეს ინდივიდუალური მიდგომის პრინციპებიდან. მკურნალობა მიზნად ისახავს კალციუმ-ფოსფორის ცვლის მოშლილობის აღდგენას, მეტაბოლური აციდოზის კორექციას, მოვლის და კვების სწორი რეჟიმის ორგანიზებას. ოპტიმალური მკურნალობის განხორციელება მოსახერხებელია უპირველეს ყოვლისა D ვიტამინის პრეპარატებით.რაქიტის პროლილაქტიკაც მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც შემდეგ ასპექტებს მოიცავს: ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილები მზის არასაკმარისი ინსოლაციის პირობებში D ვიტამინის დეფიციტის განვითარების რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან, 6 თვის ასაკამდე მიზანშეწონილია ვიტამინ D საპროფილაქტიკო დოზის (400საერთაშორისო ერთეულის) გამოყენება პრევენციისთვის, ბალანსირებული კვება, დამატებითი კვების დროული დაწყება, მვლის პრინციპების დაცვა(ჰაერის და მზის აბაზანები).image

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ობგაიძე
სალომე ობგაიძე
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0