x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
18 უცნობი ისტორია, რომელიც ცნობილი ფილმების კადრს მიღმა დარჩა
image


ფილმები საშუალებას გვაძლევენ ვიმოგზაუროთ შორეულ სამყაროში, შევიცნოთ ფანტასტიკური ისტორიები და გავიცნოთ საოცარი პერსონაჟები - ერთი სიტყვით, მცირე ხნით მაინც, თავი დავაღწიოთ ყოველდღიურ ცხოვრებასა და რუტინას. ზოგჯერ შეიძლება დაგვავიწყდეს კიდეც, რომ ეს ყოველივე კინოა და მსახიობები მხოლოდ როლებს ასრულებენ, მაგრამ როდესაც ეკრანი შავდება და ტიტრები იწყება, ჩვენც რეალურ სამყაროს ვუბრუნდებით, თუმცა დამეთანხმებით, რომ თითოეულ ფილმს არანაკლებ საინტერესო კადრსმიღმა ისტორია გააჩნია, რომელთა შესახებ სწორედ დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ.


image


"გალაქტიკის მცველები"


კრის პრეტმა გადასაღები მოედნიდან ჩუმად ვარსკვლავური ლორდის კოსტიუმი გაიტაცა, რათა საავადმყოფოებში ბავშვები მოენახულებინა და გაეხარებინა.



image



"დალასის შემსყიდველთა კლუბი"


ფილმის ბიუჯეტი იმდენად მწირი იყო, რომ გრიმისთვის მხოლოდ 250 დოლარი იქნა გამოყოფილი. ასეთ რთულ პირობებში მოუწიათ გრიმიორებს მუშაობა, თუმცა რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ფილმმა "ოსკარი" სწორედ გრიმისთვის და ვარცხნილობებისთვის მიიღო.

image


"ყველაფრის თეორია"


სტივენ ჰოკინგი ფილმის რეჟისორის, ჯეიმს მარშისადმი გაგზავნილ წერილში ედი რედმეინის მიერ შერულებული როლის შესახებ წერდა, რომ რაღაც მომენტებში მას ეჩვენებოდა, რომ კადრებში ზოგჯერ საკუთარ თავს ხედავდა. მეცნიერმა გადამღებ ჯგუფს გადაღებებისთვის თავისი საპატიო რაინდის ორდენიც კი ათხოვა, გაუგზავნა რა ასევე მათ თავისი ხმის ჩანაწერი და რეკვიზიტის სახით თავისივე ხელმოწერილი სამეცნიერო თეზისები.



image


"ნათლია"


ფილმის დასაწყისში მარლონ ბრანდოს ხელში კატა უჭირავს, რომელიც ფრენსის ფორდ კოპოლამ სინამდვილეში "Paramount" სტუდის ერთ – ერთ პავილიონში იპოვა და ის ორიგინალურ სცენარში არ იყო. მეტიც, კატას ისე მოეწონა მსახიობის ხელზე ჯდომა, რომ ის მუდმივად კნაოდა და ბრანდოს დიალოგს ახშობდა, ამიტომ გადამღებ ჯგუფს ამ ეპიზოდის თავიდან გადაღება მოუწია.


image



"არმაგედონი"


"NASA"- ში სწავლის პროგრამის განმავლობაში, ახალმოსულებს ამ ფილმს უჩვენებენ, რათა მათ რაც შეიძლება მეტი შეცდომის პოვნა შეძლონ. ჯერჯერობით, რეკორდი - 68 შეცდომაა.


image



"მატრიცა"


საბრძოლო კუნგ-ფუს ქორეოგრაფმა იუან ჰეპინგმა თავის დაფასების მიზნით, თავდაპირველად ფილმზე მუშაობაზე უარი განაცხადა, თუმცა ამან არ იმუშავა, შემდეგ მან ისეთი პირობა წამოაყენა, რომლის შესრულებაც მისი აზრით შეუძლებელი იქნებოდა - ის ითხოვდა აბსოლუტურ კონტროლს ყველაფერზე, რაც ჩხუბის სცენებს უკავშირდებოდა, ასევე მისი მოთხოვნით მსახიობებს ფილმის გადაღებამდე 4-თვიანი ტრენინგი უნდა გაევლოთ, მის მიერ წამოყენებულ ყველა პირობას ვაჩოვსკები დათანხმდნენ.


image


"ჯანგო"


როდესაც ლეონარდო დიკაპრიოს გმირი ფილმის ერთ-ერთ სცენაში მაგიდას ხელით ურტყამს, ის შემთხვევით ჭიქას ტეხავს და ხელისგულს იზიანებს, თუმცა მსახიობმა ნიაღვარივით წამსკდარ სისხლს ყურადღება არ მიაქცია და აღნიშნული სცენის გადაღება ბოლომდე დაასრულა. გაოგნებული გადამღები ჯგუფის წევრები დიკაპრიოს ფეხზე ამდგარი უკრავდნენ ტაშს. ფილმის რეჟისორი, კვენტინ ტარანტინო მსახიობის თამაშით იმდენად იყო აღფრთოვანებული რომ ეს კადრები ფილმის საბოლოო ვერსიაშიც ჩართო.


image


"ფორესტ გამპი"


ტომ ჰენკს ამ ფილმისთვის ჰონორარი არ გადაუხადეს. ამის ნაცვლად, მან გაქირავებიდან შემოსული პროცენტული წილი აირჩია, რამაც 40 მილიონი დოლარი შეადგინა.


image


"ტიტანიკი"


მას შემდეგ, რაც ქეით უინსლეტმა სცენარიდან შეიტყო, რომ მას ლეონარდო დიკაპრიოს წინაშე გაშიშვლება მოუწევდა, მან გადაწყვიტა უხერხულობის განცდა ყველა საშუალებით დაეძლია. ასე მაგალითად, როდესაც მსახიობებმა ერთმანეთი პირველად გაიცნეს, ქეითმა მოსასხამი შეიხსნა, რომლის ქვეშაც მას ტანთ არაფერი ემოსა.


image



"ბეჭდების მბრძანებელი"


გადაღებისთვის მსახიობებს ახალი ზელანდიის შორეულ კუთხეებში ვერტმფრენით ფრენა ხშირად უწევდათ. შონ ბინი კი, რომელიც ბორომირის როლს ასრულებდა, ფრენის ძალიან ეშინოდა და ვერტმფრენში მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ჯდებოდა. მაგალითად, როდესაც თოვლიან მთებში ფილმ "ბეჭდის საძმოს" ერთ - ერთ სცენას იღებდნენ მსახიობი ყოველ დილით ორი საათის განმავლობაში მწვერვალზე ფეხით მარტო ადიოდა. სხვა მსახიობები ამ ყოველივეს კი, თვალს ვერტმფრენიდნ ადევნებდნენ.


image


"შინდლერის სია"


იმისთვის რომ კოსტიუმების მხატვარს იმ ეპოქიდან 20 000 კოსტიუმი შეეგროვებინა პოლონურ გაზეთებში რეკლამა განათავსა, რომ სტუდია სამხედრო ტანსაცმელს შეიძენდა. გამომდინარე იქიდან რომ 90-იან წლებში პოლონეთში მძიმე სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა სუფევდა, ადგილობრივებმა საკუთარი სამოსი სიხარულით გაყიდეს, რომელსაც 1930 - 1940-იან წლებში ატარებდნენ.


image



"ჯონ ვიკი: მეორე თავი"


ფილმში კიანუ რივზმა ტრიუკების 95 პროცენტი თავად შეასრულა. როლისთვის მოსამზადებლად მსახიობი სამი თვის განმავლობაში ვარჯიშობდა და ეუფლებოდა როგორც ძიუდოს ხელოვნებას, ასევე ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუს, სროლასა და ექსტრემალურ მართვას.


image



"ინტერსტელარი"

სიმინდის ყანის სცენის გადაღება რეჟისორ კრისტოფერ ნოლანს ნამდვილ ყანაში სურდა, მაგრამ არავინ იცოდა რამდენი ხანი დასჭირდებოდა სიმინდის გაზრდას, ამიტომ ნოლანმა საკუთარ კოლეგას, რეჟისორ ზაკ სნაიდერს მიმართა, რომელმაც ფილმისთვის "ფოლადის კაცი" სიმინდის ყანის გაზრდა უკვე მოასწრო. გადაღების შემდეგ, მათ კარგი მოსავალი აიღეს, რომელიც შემდეგ სარფიანადაც გაყიდეს.


image


"ლამაზმანი"


კინოსცენა, სადაც რიჩარდ გირი ყელსაბამის ჩასადებს მოულოდნელად ხურავს და ჯულია რობერტსის გმირს აშინებს, არა მხოლოდ იმპროვიზირებულია, არმედ მსახიობის რეაქციაც ნამდვილია. რეჟისორს იმდენად მოეწონა მსახიობების ბუნებრიობა, რომ სცენა ფილმის ფინალურ ვერსიაში დატოვა.


image


"ტერმინატორი"


ერთხელ, გადაღებებს შორის შესვენების დროს, არნოლდ შვარცნეგერი ლოს-ანჯელესის ერთ - ერთ კაფეში ლანჩზე შევიდა, როდესაც მან ოფიციანტებისა და დაწესებულების სხვა სტუმრების გაოცებულები მზერა იგრძნო, მიხვდა, რომ ის "ტერმინატორის" გრიმით - ერთი თვალით, დამწვარი კანითა და რობოტის ყბით იყო მისული.


image



"ნარნიის ქრონიკები: ლომი, ჯადოქარი და ჯადოსნური კარადა"


ფარანთან მდგარი, ახალგაზრდა მსახიობის ჯორჯი ჰენლის რეაქცია მისტერ ტუმნუსზე ნამდვილია. გოგონა გადაღებების დაწყებამდე თავის კოლეგა ჯეიმს მაკევოის გრიმით ვერ ხედავდა. მისი რეაქცია ნარნიას თოვლიან სამყაროზეც რეალურია. როგორც ცნობილია, გადაღების ადგილას ის თვალებდახუჭული მიიყვანეს.


image


"ვარსკვლავური გზა"


თბომავალ "enterprise"-ზე კარებების ავტომატურად დაკეტვის ხმა - რუსული მატარებლის საპირფარეშოში წყლის ჩამოსვლის ხმა გახლავთ.


image



"იურიული პერიოდის პარკი"


ხმა, რომელსაც ველოცირაპტორები ურთიერთობისას გამოსცემენ იგივე ხმაა, რასაც კუები შეჯვარებისას..


image


"გადარჩენილი"


გადაღებისთვის ლეონარდო დიკაპრიომ გადაწყვიტა გა­რე­უ­ლი ხა­რის უმი ღვიძლი ეჭამა. მსახიობმა ასევე შეისწავლა ჯაზაირიდან სროლა, ცეცხლის დანთება, ორ ინდურ ენაზე საუბარი და განკურნების უძველესი ტექნიკაც. დიკაპრიომ ამ როლს თავის კარიერაში ყველაზე რთული უწოდა.














0
2306
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2306