x
მეტი
  • 19.08.2022
  • სტატია:121634
  • ვიდეო:354860
  • სურათი:493770
მითები, რომელთა შესახებ ისტორიის გაკვეთილზე გვიყვებოდნენ, ჩვენ კი მათი დღემდე გვჯერა
image


სიმართლის ეფექტის ილუზიის (ანუ მოჩვენებითი სიმართლის ეფექტი - გახლავთ ტენდენცია, გჯეროდეს რომ ინფორმაცია რომელსაც ბევრჯერ იმეორებენ სიმართლეა) წყალობით, ჩვენც ხშირად ჩვენდაუნებურად სიცრუის მორევში ვეშვებით, გამონაკლისს რაღა თქმა უნდა, არც მსოფლიო ისტორია წარმოადგენს. ბევრი ფაქტი, რასაც სკოლაში ისტორიის გაკვეთილზე გვიყვებოდნენ, უბრალოდ სიცრუე აღმოჩნდა.



image



მითი: არქიმედემ თავისი ცნობილი კანონი აბაზანაში წოლისას აღმოაჩინა.


სიმართლე: რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება სიმართლეს არ შეეფერება, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ძველი ბერძენი მეცნიერის ცნობილი კანონის აღმოჩენა სწორედ წყლის პროცედურებით ყოფილიყო ინსპირირებული.


image


მითი: მენდელეევმა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა სიზმარში ნახა.


სიმართლე: მეცნიერმა სიზმართან დაკავშირებული მთელი ეს ისტორია თავადვე უარყო და განაცხადა: "მე ამაზე ალბათ, ოცი წლის განმავლობაში ვფიქრობდი, თქვენ კი, გგონიათ: იჯდა და უცებ... ყველაფერი მზად არის". სიზმართან დაკავშირებული ამბავი მისმა მეგობარმა ალექსანდრე ინოსტრანცევმა არც მეტი, არც ნაკლები საკუთარი სტუდენტების გასართობად მოიგონა.


image



მითი: კლეოპატრა ეგვიპტელი იყო.


სიმართლე: ეგვიპტის ცნობილი დედოფალი ბერძნული წარმოშობის გახლდათ, რომელიც ალექსანდრიაში დაიბადა. კლეოპატრა პტოლომეების დინასტიის შთამომავალი იყო, რომელმაც ეგვიპტეზე სრული კონტროლის მოპოვება შეძლო.


image


მითი: პირამიდები მონებმა ააშენეს.


სიმართლე: არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ პირამიდები ააშენეს არა მონებმა ან ებრაელებმა, არამედ თავისუფალმა მუშებმა, რომლებიც მშენებლობის სფეროში თავისი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ.


image


მითი: დიოგენე კასრში ცხოვრობდა.



სიმართლე: დიოგენეს კასრში ცხოვრება უბრალოდ არ შეეძლო, ვინაიდან ძველი ბერძნები მისი დამზადების ტენიკას არ ფლობდნენ. ის თიხის დიდ ჭურჭელში ცხოვრობდა, სადაც როგორც წესი, ზეთი ან ღვინო ინახებოდა.


image


მითი: მეკობრეები მხოლოდ კაცები იყვნენ.


სიმართლე: რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, საგანძურის საძიებლად ზღვისა და ოკეანის ტალღებში გაჭრილ მამაკაცებს, ქალი - მეკობრეებიც არანაკლებ კონკურენციას უწევდნენ და მათ სისასტიკეში არანაირად არ ჩამორჩებოდნენ.


image


მითი: ჯეიმს კუკი აბორიგენებმა შეჭამეს.


სიმართლე: გავრელებული ჭორების თანახმად, კუკის გარდაცვალების მიზეზად ბრიტანელების მიერ რამდენიმე ჰავაიელის მკვლელობა და, ზოგადად, კუკის უცნაური საქციელი იქცა. ამ ყველაფერმა კი აბორიგენებს სამხედრო მოქმედებების დაწყებისკენ უბიძგა. კუკი სავარაუდოდ, კეფაში შუბის დარტყმით მოკლეს, და ის არავის შეუჭამია.


image



მითი: გლადიატორები ერთმანეთს ყოველთვის სიცოცხლეს ასალმებდნენ.


სიმართლე: ყველაზე გამოცდილი და კვალიფიციური მეომრები ძალიან ძვირად ფასობდნენ, და ბევრმა მათგანმა ძალიან დიდხანს იცოცხლა. ნაშთების ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი იყვნენ გლადიატორები, რომლებიც ასზე მეტ ბრძოლაში მონაწილეობდნენ და 25-30 წელს იცოცხლეს, რაც რომის იმპერიაში იმ დროისთვის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობას შეესაბამებოდა.


image



მითი: ვიკინგები რქიან ჩაფხუტებს ატარებდნენ.


სიმართლე: ალბათ, დამეთანხმებით, რომ ვიკინგები ჩვენს წარმოსახვაში ერთგვარ, რქიან ჩაფხუტებში გამოწყობილ წვერიან მამაკაცებთან ასოცირდება, თუმცა როგორც არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, ვიკინგები ასეთი "მოდის" თაყვანისმცემლები სულაც არ ყოფილან. სინამდვილეში, რქიანი ჩაფხუტები საკმაოდ არაპრაქტიკული იყო და მათ მხოლოდ რიტუალების დროს იყენებდნენ.


image

მითი: ჯვაროსნულ ლაშქრობაში წასვლამდე რაინდები თავიანთ მეუღლეებს "უბიწოების" ქამრებს აცმევდნენ.


სიმართლე: ალბათ, ყველას გაგვიგია "უბიწოების" ქამრის შესახებ, რაც საყვარელი ადამიანის ერთგულების გარანტად ითვლებოდა, თუმცა, სინამდვილეში, მსგავსი ქამრები არასდროს გამოყენებულა და მათთან დაკავშირებული ყველა ისტორია - მითია. ქალის "უბიწოების" ქამარი სხვა არაფერია თუ არა ერთგულების სიმბოლო, ხოლო კაცის "ერთგულების" ქამარი კი უფრო ჯავშანს მოგაგონებთ.


image


მითი: მეფე არტური რეალური პიროვნება იყო.


სიმართლე: არტური არასდროს არსებობდა. სავარაუდოდ, მისი სახელი, სხვა ადამიანისთვის იქნა მინიჭებული, რომელიც ისტორიაში სხვა სახელით არის ცნობილი. უამრავი ადამიანი არსებობს, ვინც არტურის არსებითი მახასიათებლები გამოავლინა.


image


მითი: სალიერიმ მოცარტი მოწამლა.


სიმართლე: ანტონიო სალიერს მოცარტის მკვლელობის არანაირი მოტივი არ ჰქონია. ის იყო მოცარტზე ბევრად ცნობილი და უფრო წარმატებული.სალიერს ყველა ბრალდება სიცოცხლეშივე მოუხსნეს.


image


მითი: ყველა ანტიკური ქანდაკება თეთრია.


სიმართლე: ანტიკურ ხელოვნებას თეთრ ფერთან აკავშირებენ. საოცარია, მაგრამ შენობები და ქანდაკებები ოდესღაც მკვეთრი ფერით იყო შეღებილი, თუმცა დროთა განმავლობაში საღებავი გადავიდა. ახლა რეალური ფერის ნახვა მხოლოდ ულტრაიისფერი გამოსხივებით არის შესაძლებელი.


image


მითი: ვინსენტ ვან გოგმა ყური მოიჭრა.


სიმართლე: ეს ლეგენდა საფუძვლად იმ სინდრომის სახელწოდებას დაედო, როდესაც ადამიანი ოპერაციას საკუთარ თავს თავად უკეთებს (ვან გოგის სინდრომი - ფსიქიკური აშლილობა, რომლის დროს ადამიანი მიმართავს თვითდაზიანებას – სხეულის ნაწილის მოკვეთას, ჭრილობის მიყენებას ან კატეგორიულად მოითხოვს ჩაუტარონ ქირურგიული ოპერაცია. ეს სინდრომი ვლინდება ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიცაა შიზოფრენია, ჰიპოქონდრიული მანია, ჰალუცინაცია, იმპულსური გამოვლიებები. გამომწვევი მიზეზები მრავალგვარია, ერთ-ერთი მიზეზი შიძლება იყოს ინტოქსიკაცია) თუმცა ვან გოგს ყური ნამდვილად არ მოუჭრია. მან მეგობარ გოგენთან კამათის დროს მხოლოდ ყურის ბიბილო მოიჭრა.


image


მითი: უოლტ დისნეიმ მიკი მაუსი დახატა.


სიმართლე: მიკი მაუსი სინამდვილეში ანიმატორმა აბ აივერქსმა დახატა. მიუხედავად ამისა, უოლტ დისნეიმ აღნიშნული პერსონაჟის შექმნაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როდესაც ანიმაციური ფილმი მიკის მონაწილეობით ეკრანებზე გამოვიდა, ის სწორედ დისნეის ხმით საუბრობდა.


image


მითი: კოვბოებს ერთმანეთის მისამართით სროლების მოწყობა უყვარდათ.


სიმართლე: სინამდვილეში ეს სტერეოტიპი დასავლურმა ფილმებმა შექმნეს.


image


მითი: ივანე მრისხანემ საკუთარი შვილი მოკლა.


სიმართლე: არცერთ ქრონიკაში დადასტურებული არ იყო, რომ ცარევიჩ ივანეს სიკვდილი ძალადობრივი იყო. მეტიც, მეფის წერილიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი შვილი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც თანამედროვე მკვლევარებიც ადასტურებენ.


image


მითი: მათემატიკა ამოღებული იყო იმ მეცნიერებათა სიიდან, რომლისთვისაც როგორც წესი, ნობელის პრემია გაიცემა, რადგან ალფრედ ნობელის მეუღლემ მას მათემატიკოსთან უღალატა.


სიმართლე: ალფრედ ნობელი დაქორწინებული არასდროს ყოფილა. ნობელის პრემია კი, არ გაიცემა მათემატიკაში მიღწეული მიღწევებისთვის, რადგან ის აბსტრაქტულ მეცნიერებად იყო აღიარებული.


image



მითი: სპარტაში სუსტ ახალშობილებს კლდიდან ყრიდნენ.


სიმართლე: ლეგენდის თანახმად, ახალშობილებს ორმოში ყრიდნენ, მაგრამ, ორმოდან მოპოვებული ნაშთების კვლევის შედეგად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ნაშთები 18–35 წლის ასაკის 46 მამაკაცს ეკუთვნოდა, რაც იმას ნიშნავს რომ ახალშობილები არ დაშავებულან.













0
1453
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1453