x
მუხლის სახსრის ტუბერკულოზის პათოგენეზი,კლინიკა და მკურნალობა

ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის ძვალ-სახსართა ტუბერკულოზი და მე შემოგთავაზებთ დღეს კონკრეტულად ერთი სახსრის-მუხლის სახსრის ტუბერკულოზის შესახებ ინფორმაციას.ზოგადად, სახსრების ტუბერკულოზი წარმოიშობა პირველად, როდესაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია სახსრის ჩანთაში მოითესება ან მეორადად, როდესაც პროცესი ძვლიდან სახსარზე გადადის. მუხლის სახსრის ტუბერკულოზის დახასიათებისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ პირველადი ძვლის კერების განვითარება გვხვდება დიდი წვივის ძვალში, შემდეგ ბარძაყის ძვლის ძვალში და ბოლოს კვრისტავში.აუციელებელია გვახსოვდეს ის ფაქტიც, რომ, სახსარში შემავალ ძვლებში შესაძლებელია ერთდროულად მოხდეს პირველადი კერების განვითარება. ასევე, არ არის გამორიცხული სახსრის ჩანთისა და ძვლების ერთდროული დაზიანებაც.ძვლის პირველადი კერების წარმოშობა ძირითადად ხდება ჰემატოგენური გზით მიელოიდური ძვლის ტვინში მილიარული, გრანულაციური ელემენტების სახით, ამ დროს გრანულაციური კერა იზრდება სიგანეში, მის ცენტრში კი ხაჭოსებრი ნეკროზი ვითარდება.მოვიანებით პეროდში კერის პერიფერიული ნაწილი წარმოადგენს გრანუალ~ციურ ქსოვილს ნეკროზული უბნებით, შემდეგ ფიბროზულ ქსოვილს და გარედან ძვლის ხარიხებისგან შემდგარ წარმონაქმნს.პირველადი ძვლის კერები განლაგდებიან სინოვიალურ გარსის მიმაგრების ადგილებნთან, ამას კი პერიფერიული კერები ეწოდება.ხშირად ისინი სახსრის გარსზე ვრცელდება.არის შემთხვევებიც, როდესაც პირველადი ძვლის კერები ძვლის ცენტრალურად, მის სიღრმეში ლაგდება და ისინი ხშირად დიდი ზომის არიან.ასეთი კერები, იწვევენ სასახსრე ხრტილის ნეკროზს და ნეკროზის პროცესი სახსრის სანათურში გარღვევით ვრცელდება.ხაჭოსებრი ნეკროზი ძვლის სექვესტრაციას იწვევს.ხაჭოსებრ მასაში ლეიკოციტების მიგრაცია მათ დაშლას და ჩირქის წარმოშობას იძლევა და ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია ძვლის სეკვესტრების წარმოქმნა.სეკვესტრის ზომა განაპირობებს მკურნალობის მეთოდს, რადგან როდესაც სეკვესტრი მცირე ზომისაა იგი შესაძლებელია კონსერვატული მკურნალობის მეთოდით გაიწოვოს და მის ნაცვლად ნაწიბუროვანი ქსოვილი ჩანაცვლდეს.პათოგენეზს რაც შეეხება უნდა განვიხილოთ რამდენიმე ფაზა: დაწყებითი, გაღვივების და ჩაცხრომის ფაზა.პროცესის დაწყების პერიოდში მუხლის სახსრის სინოვიალურ გარსზე ნახულობენ ორი ხასიათის მორფოლოგიურ ცვლილებას:არასპეციფიკურს და სპეციფიკურს. არასპეციფიკური მორფოლოგიური ცვლილებები(იივე რეაქციული ცვლილებები)წარმოადგენს სპეციფიკური ელემენტების წინმორბედ პერიოდს, რასაც უკვე მოჰყვება სპეციფიკური ელემენტების ჩამოყალიბება. დაყწების პერიოდშ მსგავსი ელემენტები მუხლის სახსრის რომელიმე უბანზე უკვე არის გავრცელებული, ხოლო ჩანთის სხვა ნაწილები არასპეციფიკური რეაქციით უპასუხებენ, რაც შეეხება მეორე პროცესს-გაღვივების პერიოდს ამ დროს, მთელ სინოვიალურ გარსზე სპეციფიკური ელემნტების სწრაფი გავრცელება ხდება.სინოვიალურ გარსში მოინახება ტუბერკულოზური ხორკლები და მათი კონგლომერატები, როგორიცაა: ხორკლები ხაჭოსებრი ნეკროზის გარეშე, ხაჭოსებრი ნეკროზი და დაჩირქება, სინოვიალურ გარსზე წყლულების წარმოშობა.როდესაც მწვავე პროცესი გაივლის შემდეგ დაიწყება პროცესის ჩაცხრომა, რომლის დროს ტუბერკულოზის აქტივბა თანდათან ნელდება, დესტრუქცია შეიცვლება რეპარაციით, ჩაცხრომის პერიოდში სახსარში არ არის დარჩენილი არცერთი ელემენტი, რომ ანთებით პროცესს მასზე გარკვეული ცვლილებები არ მოეხდინოს. მუხლის სახსრის ტუბერკულოზის დახასიათებისას აუციელებელია პირველადი სინოვიტის განხილვა.ამ პათოლოგიის მიკროსტრუქტურის და კლინიკური სურათის საფუძველზე პროცესის სტადიისა, მიმდინარეობის ფაზისა და ჩატარებული მკურნალობის მიხედვით გამოყოფილ იქნა პროცესის ოთხი ფორმა: ფუნგიოზური, ანუ ჰიპერტროფიული ფორმა, კაზეოზური ფორმა, ფუნგიოზური ფიბროპლასტიკური ფორმა, ფიბროპლასტიკური ანუ ჰიპერტროფიული ფორმა.ფუნგიოზური ანუ იპერტროფიული ფორმისას ტუბერკულზური ქსოვილის ჭარბი განვითარება ხდება და შემოფარგვლის ტენდენცია მას ნაკლებად ახასიათებს.მიკროსკოპულად სინოვიალური გარსის შიგნითა შრეში ადგილი აქვს ტუბერკულოზური კორკლების ჭარბ განვიათრებას.კაზეოზური ფორმა პროცესის აქტიურ პერიოდში გვხვდება ძირითადა, ხოლო ფუნგიოზური ფიბროპლასტიკური ფორმა- გვხვდება ტორბიდულად მიმდინარე ოსტეოართრიტების და ნელი პროცესების დროს.ფიბროპლასტიკური ფორმა კი ძირითადად ჩაცხრომის პერიოდისთვის არის დამახასიათებელი.ასევე, მნიშვნელოვანია კარგად აღვნიშნოთ მუხლის სახსრის ტუბერკულოზის კლინიკური სურათი, კლინიკური სურათი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი გზით მოხდა პროცესის გავრცელება ძვლიდან სახსრის ჩანთაზე, თანდათანობით გადასხვლით სინოვიალურ გარსზე, თუ სასახსრე ხრტილის დაშლით და ანთებითი ელემენტების დარღვევით სახსრის სანათურში.პირველ შემთხვევაში პროცესს თანდათანობითი, ქრონიკული მიმდინარეობა აქვს, ხოლო გარღვევის პირობებში სწრაფი, მწვავე კლინიკა ახასიათებს.მაგრამ მას ყველა ვარიანტში ახასიათებს ციკლური ხასიათი:დაწყებითი, გაღვივებითი და ჩაცრომის.როდესაც პროცესი უკვე ძვალშია საკმაოდ ძნელია იმის თქმა, თუ როდის დაიწყო და რა ხანდაზმულობისაა ძალშიდა კერა.კერის კლინიკა იწყება მხოლოდ მაშინ, როდესა დაავადება ძვლისაზრდელას ან სინოვიალურ გარსს ჩართავს პროცესში.პროცესის დასაწყისში კლინიკურად საკმაოდ რთულია იმის გარჩევა თუ რა ხასიათისაა ანთება ამ პერიოდში სახსარში-რეაქციული თუ ტუბერკულოზური.იმ შემთხვევაში, როდესაც მუხლის სახსარში მძიმეა ტკივილი, კოწლობა და სახსარშიდა გამონაჟონი 1-2 კვირით წოლითი რეჟმის დაცვით გაივლის ან, როდესაც ანთების სიმპტომები ავადმყოფის ჩვეულებრივი საქმიანობი პირობებში ქრება, რეაქციულ მოვლენებზე უნდა ვიფიქროთ, ხოლო როდესაც მუხლის სახსარში ანთებითი მოვლენები მყარია და მატულობს, საჭიროა პროცესი ტუბერკულოზურ ცვლილებად იქნეს მიჩნეული.როდესაც პაციენტს დაწყებითი ფაზა აქვს ამ პათოლოგიის, შესაძლოა სიმპტომები მკვეთრად არ იყოს გამოხატული.ავადმყოფს აქვს სიფერმკრთალე, უმადობა, შესაძლოა აღენიშნებოდეს ღამე ოფლიანობა, ზოგჯერ სუბფებრილური ტემპერატურა.დაწყებით პროესში ჩანთის თანდათანობითი ჩარტის და სახსარში სითხის თანდათანობითი მომატების გამო, სახსრის მოყვანილობა იცვლება, სახსრისთვის დამახასიათებელი რელიეფი ივლება-სწორდება ის.იცვლება სახსრის კანისთვის დამახასიათებელი ფერი, კანს ოდნავ მკრთალი მოთეთრო ელფერი გადაკრავს, კანის ტემპერატურა მეორე მუხლის სახსართან შედარებით მაღალია.იზღუდება სახასრში მოძრაობაც.გაღვივების ფაზის კლინიკურ სურათს რაც შეეხება- ამ დროს სიმწვავე მატულობს. ამ პერიოდში სახსარში შემავალი თითქმის ყოველი ელემენტია ჩარული პროცესში.ავადმყოფს სიარული არ შეუძია, მწოლიარეა და აწუხებს ძლიერი ტკივილი.მუხლის სახსრის ტუბერკულოზის მწვავე პერიოდში ტკივილი უკავშირდება აგრეთვე ნაწვეთი აბსცესის განვითარებას, ხოლო აბსცესის ჩამოყალიბების შემდეგ ტკივილი ნელ-ნელა ქრება.ამ დროს ვხვდებით კანის სხვადასხვა სახის კონტრაქტურებსაც:მიოგენურ და ართროგენურ კონტაქტურებს.ნაწვეთი აბსცესის განვითარება წარმოადგენს კეთილთვისებიან გამოსავალ, რადან შემთხვევათა უმეტეს ნაწილში პროცესი ექსტრაარტიკულარული განვითარებით შემოიფარგლება.გაღვივების პერიოდში ზოგადი სიმპრტომებია:ტემპერატურა სუბფებრილურია, ზოგჯერ 38და მეტიც კი, ოფლიანობა, მადის დაკარგვა, ედს-ის აჩქარება, ზომიერი ლეიკოზიტოზი, ნერვულ სისტემაში-ფუნქციური ღრმა ძრები, ზოგჯერ შარდში ლეიკოციტების მცირე რაოდენობით, მკვეთრად გამოხატული ტუბერკულინის კანის რეაქციები.ხოლო, რაც შეეხება ჩაცხრომის პერიოდ- ამ დროს ანთების აქტიური პროცესის სიმტომები ქრება, მაგრამ ამინდის ცვალებადობის და სიარულის დროს კიდრუის გადაღლა კვლავ იწვევს ტკივილს.თუ სახსარში კონტრაქტურა დარჩა მოძრაობების ზედმეტი ფორსირება ტკივილს იწვევს.ზოგჯერ ტკივილი პროცესის ჩაცხრომის პერიოდში მიყუჩდება და დიდი ხნის მანძილზე მრავალი ფაქტორის ამა თუ იმ ინტენსივობით გამოვლინდება.ამ პერიოდში ნაწვეთი აბსცესი გაიწოვება, ზოგადი ცვლილებები ნორმლის ფარგლებს უბრუნდება, ლიმფოციტოზი ზომიერადაა გამოხატული, ოფლიანობა, უძილობა, მადის დაკარგვა, ფერმკრთალობა, გაივლის ნერვულ სისტემაში ფუნქციური ძვრებიც, შარდის სურათიც ნორმალიზდება, ტუბერკულინის რეაქციები დადებითია. ძალიან მნიშვნელოვანია მკურანლობაც.სწორი მკურალობით ართრიტის წინა ფაზის დროს მუხლის სახსარში კონტრაქტურა უკვალოდ გაივლის.განკურნების პერიოდში იწყება სამკურნალო ვარჯიშები, მასაჟი.მკურანლობის ხანგრძლივობა 4-6, ზოჯერ 8-10 თვეა.აქტიური ფაზის დროს მკურანლობა-პაციენტს აუცილებლად ენიშნება ტუბსაწინააღმდეგო მკურანლობა, უკეთდება თაბაშირის კოქსიტური ლონგეტი დაავადებულ კიდურზე.კონტრაქტურის გასწორება მუხლის სახსარში შეიძება კიდურის მუდმივი დაჭიმვის მეთოდით.მუხლის სახსარში მოძრაობის აღდენისთის ჯერ კიდევ ლოგინში წოლის დროს საჭიროა ჩატარდეს კიდურის სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი სახსრაზე პარაფინის აპლიკაციები.ხშირად მიმართავენ ქირრურგიულ ჩარევებსაც.ქირურგიული მკურანლობა ტუბერკულოზური გონიტის დროს გამოიყენება მრავალი სახის ოპერაციები, რომლების შეიძლება ორ დიდ ჯგუფად დაიყოს: სადიაგნოსტიკო და სამკურანლო ოპერაციებად. სადიაგნოსტიკოს მიეკუთვნება ისეთი ჩარევები, რომლის მიზნია, ხელი შეუწყოს ავადმყოფის შესწვლის პროცესს დიაგნოზის დასაზუსტებლად, ოპერაციებიდან ხშირად გამოიყენება რადიკალური ოპერაციები.სადიაგნოზო ოპერაციებია სახსრის პუნქცია, ბიოფსია, პუნქციას გამოიყენებნ ხშირად, ხოლო ბიოფსიას იშვიათად მიმართავვენ.რადიკალურ ოპერაციებს მიეკუთვნება:სახსართან მდებარე იზოლირებული, პირველადი ტუბერკულოზური კერის ამოკვეთა, სახსრის ეკონომიური რეზექცია, სინოვექტომია, სინოვექტომია-ნეკრექტომია.პროცესის მწვავე პერიოდში გამწვავების და რეციდივის მწვავე ფაზა რადიკალური ოპერაციების წინააღმდეგ ჩვენებას წარმოადენს, ხოლო დანარჩენი პერიოდები და ფაზები ოპერაციი ჩვენებად უნდა ჩაითვალოს.ასევე, განიხილება მუხლის სახსრის ეკონომიური ეზექციას, რომელიც მიზნას ისახავს სახსარში ძლოვანი ანკილოზის ე.ი. სახსრის ფუნქციით მოსპობით, პროცესის ლიკვიდაციას. ეს ოპერაცია მხოლოდ პროცესის ჩამცხრალ ფაზაში კეთდება.ოპერაციის დროს სახსრიდან მთლიანად უნდა იქნეს მოცილებლი სახსრის სინოვიალური გარსი, სასახსრე ხრტილი თვალით დანახული ხილული ტუბერკულოზური კერები.პალიატიური ოპერაცია(ოსტეოტომია)-მისი მიზანია სახსარში შემავალი ძლების დატვირთვის ღერძის გასწორება სახსრის რეზექციით მიღებული ანკილოზის განვითარების შემდეგ კიდურის გაღუნვის გამო.უმთავრესად გამოიყენება ერთი სახის ოსტეოტომია:შარნირისებული.ოპერაციის შემდეგ კიდურზე ედება თაბაშირის კოქსიტური ნახვევი ყველა იმ ღონისძების გამოყენებით, რასაც მივმართავთ რეზექციის შემდე კიდურის გაღუნვის რეციდივის თავიდან ასაცილებლად.გისურვებთ ჯანმრთელობას!

მუხლის სახსრის ტუბერკულოზი რენდგენოლოგიურად

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ობგაიძე
სალომე ობგაიძე
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0