x
image
მანანა თურმანიძე
ვირუსი კლავს თუ ვაქცინა მსოფლიოს დღეს
AstraZeneca's Vaccine Is Deemed Safe by Europe. Will People Want It?


ქართულენოვან გამოცემაში "ქართველები საბერძნეთში" ვრცელდება ინფორმაცია ახალგაზრდა კაცის, 32 წლის სტილისტის გარდაცვალების შესახებ, რომელიც საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გუშინ გარდაცვლილი იპოვეს, მას შემდეგ, რაც წინა დღეს ასტრაზენეკას ვაქცინა გაიკეთა. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ეს ინფორმაცია ინგლისურ ენაზე არსად გავრცელებულა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ კორონავირუსის შესახებ დღევანდელი მდგომარეობით ინფორმაცია უხვად არის ინგლისურენოვან პრესაში.


აი, რა უნდა ვიცოდეთ დღეს კორონავირუსის შესახებ:


დღეს, ხუთშაბათს, 10 ივნისს, აღირიცხა პიკი კოვიდ-19 ლეტალობის თვალსაზრისით ინდოეთში, სადაც მსოფლიოში ერთდღიანი სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 6, 148 ადამიანის გარდაცვალება დაფიქსირდა, მას შემდეგ რაც აღმოსავლეთის დიდმა შტატმა გადახედა თავის მონაცემებს იმ ადამიანების აღსანუსხად, რომლებიც ამ დაავადებას შეეწირნენ სახლში ან კერძო საავადმყოფოებში.



image


აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი, სავარაუდოდ, შეთანხმდებიან, რომ იმუშავებენ ორ ქვეყანას შორის მოგზაურობის აღდგენაზე "რაც შეიძლება მალე", - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის ოთხშაბათის განცხადებაში.


ავსტრალიის ორი შტატი კოვიდ-19 მზადყოფნაშია, მას შემდეგ რაც ინფიცირებულმა ქალმა და მისმა მეუღლემ ვიქტორიადან, ქვეყნის უკანასკნელი ეპიცენტრიდან იმოგზაურეს სამხრეთ ნიუსაუზ უელსის (New South Wales) შტატში და კვინსლენდში (Queensland), სადაც მათ ათობით ადგილი მონახულეს.


მიუხედავად იმისა, რომ ასტრაზენეკას ვაქცინაციის გამო სისხლის შედედების გვერდითი მოვლენები და გარდაცვალების შემთხვევებიც კი დაფიქსირდა, მისი აკრძალვის საკითხი დღის წესრიგში სრიოზულად არ დგას, რადგან არ არის დადასტურებული, რომ შემთხვევები უკავშირდებოდა ვაქცინას. თუმცა, იტალიელი პედაგოგი, ქალბატონი სინსია პენინო, 44 ​​წლის მეცნიერების პედაგოგი პალერმოდან, აცრის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. მარტის ბოლოს მან დაურეკა მამამისს და სთხოვა, რომ იგი სკოლიდან წამოეყვანა. ის სკოლასთან ახლოს ცხოვრობდა, მაგრამ კუჭში ძლიერი ტკივილის გამო ძლივს იდგა ფეხზე, შეუძლოდ გახდა კლასში. ეს მოხდა ასტრსტრაზენეკას კოვიდ-19 ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან 11 დღეში. ერთი კვირის შემდეგ კი იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა სერიოზული თრომბით, თრომბოციტების უცნაური კომბინაციით სისხლში, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის შედედებაში. მსგავსი სასიკვდილო კომბინაცია იშვიათია, იმდენად, რომ მეცნიერებმა არ იციან, რამდენად ხშირად ხდება ეს ზოგადად მოსახლეობაში.


საქართველოში დღეის მდგომარეობით 705 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 14, გამოჯანმრთელდა 1, 128 პაციენტი. დღესათვის, სულ ქვეყანაში (ოკუპირებული რეგიონების გამოკლებით) კოვიდ-19-ის 351, 954 დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა. აქედან 337, 023 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 4 996 კი – სამწუხაროდ გარდაიცვალა. 38 მოქალაქე 8 დღიან სავალდებულო კარანტინშია მოთავსებული, 3, 230 კი – სამედიცინო დაწესებულებებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს მკურნალობას.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით დღემდე საქართველოში 191, 001 პირმა გაიარა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. აქედან, 58, 267 პირმა უკვე ვაქცინის მეორე დოზაც მიიღო. სავარაუდოდ წლის ბოლომდე საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აიცრება, რაც, სვარაუდოდ ნებას მოგვცემს დავძლიოთ პანდემია და შევამსუბუქოთ რეგულაციები.


0
27
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0