x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
8 რამ, რაც "ცახალის" ჯარისკაცებს მკაცრად ეკრძალებათ
image


ისრაელი - ძალიან პატარა ქვეყანაა, თუმცა ამის გამო ის თავს არავის აჩაგვრინებს. თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს მოკლე ისტორიაში მრავალი მაგალითი იყო, რომელიც ადასტურებს, რომ ერეც-ისრაელი დამპყრობლებისთვის უძლეველი აღმოჩნდა. ამ ქვეყანას შუა აღმოსავლეთში საკუთარი ინტერესების დაცვა არა ყველაზე დიდი, არამედ ყველაზე დისციპლინირებული და პროფესიონალი არმიის წყალობით შეუძლია, ვინაიდან მშვიდობა ისრაელის შეიარაღებული ძალებისთვის მხოლოდ ოცნებაა, "ცახალის" ჯარისკაცები იძულებულები არიან სამხედრო რეგულაციების მკაცრ წესებს დაემორჩილონ, რომლებიც რიგითი ადამიანისთვის საკმაოდ გაუგებარი და აუხსნელია. წარმოგიდენთ მხოლოდ 8 მათგანს, რომელიც სამოქალაქო პირებისთვის ყველაზე გასაგები და მარტივად აღსაქმელია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ამ მშვენიერ ქვეყანაში არასდროს ყოფილა.


image


1. ფოტოსურათების გამოქვეყნების აკრძალვა. "ცახალის" მებრძოლებს ფოტოს გადაღება ყველგან შეუძლიათ, მაგრამ საჯარო სივრცეში მათ მხოლოდ იმ ფოტოების განთავსება შეუძლიათ რომლებიც სამხედრო ბაზებისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების მიღმა არის გადაღებული. აეროდრომებზე და ანგრების მახლობლად გადაღებული უამრავი ფოტოსურათი, რომელიც ინტერნეტსივრცეში მოიპოვება - ეს ჟურნალისტების გადაღებულია, რომელთაგან თითოეული სამხედრო სარდლობასთან არის შეთანხმებული.


image


2. იკრძალება ზოგიერთი სახის კიპას ტარება (ეს გახლავთ ებრაული პატარა, მრგვალი ფორმის ქუდი, რომელიც კეფის ზედა ნაწილს ფარავს). ებრაელები დიდ პატივს სცემენ თავიანთი ხალხის რწმენასა და ძველ ტრადიციებს. გამონაკლისი არც "ცახალის" ჯარისკაცები არიან, რომლებსაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს კიპას ტარების უფლება აქვთ, მაგრამ ეს ჯარი არ იქნებოდა, თუ ამ ნივთის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები არ იარსებებდა. ჯარისკაცის თავსაბურავი უნდა იყოს ყოველგვარი წარწერებისა და სიმბოლოების გარეშე.


image


3. პოლიტიკური განცხადებებისა და დებატების აკრძალვა. ისრაელის არმია პოლიტიკის მიღმაა, ამიტომ მის მებრძოლებს მკაცრად ეკრძალებათ რაიმე ფორმით ამა თუ იმ შეხედულებისადმი თავიანთი პოზიციის დაფიქსირება. "ცახალის" ჯარისკაცებს არა მხოლოდ არ შეუძლიათ სოციალურ ქსელებში პოლიტიკური ხასიათის კომენტარების დატოვება, არამედ პოლიტიკოსებისა და პარტიების გვერდების მოწონებაც კი ეკრძალებათ.


image


4. იკრძალება გამვლელი მანქანით სარგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი პატარაა, იქაც არის ადგილები, სადაც საზოგადოებისთვის მისვლა რთულია. მიუხედავად ამისა, მოქალაქეების მიერ სამხედრო მოსამსახურეების მანქანით სარგებლობა მკაცრად იკრძალება. ეს მათივე უსაფრთხოების მიზნით კეთდება, რადგან კერძო სატრანსპორტო საშუალებაში ჯარისკაცებს შესაძლებელია ტერორისტები თავს ნებისმიერ მომენტში დაესხნენ.


image


5. ბანქოს თამაში იკრძალება.ისრაელში აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება საკმაოდ ნეგატიურია, ხოლო სამხედროებს ბანქოს ხელში აღებაც კი ეკრძალებათ, თუმცა მეორე მხრივ, ჯარისკაცებს შეუძლიათ შეუზღუდავად ისიამოვნონ როგორც ნარდის, ასევე ჭადრაკისა და შაშის თამაშით.


image


6. აკრძალულია პერანგის ზედა ღილის შეკვრა. "ცახალში" ზედა შეკრული ღილი - განგაშის ნიშანია. თუ ჯარისკაცს არ შეუძლია მეგობრებს პრობლემის შესახებ გააგებინოს, საკმარისია მან პერანგზე ზედა ღილი შეიკრას და ყველაფერი გასაგები გახდება. გარდა ამისა, მიცვალებულის სამოსზეც როგორც წესი, ყველა ღილი იკვრება.


image

7. სამოქალაქო ტანსაცმლის აკრძალვა. სამხედროები, რომლებიც ჯარში მსახურობენ არათუ სამოქალაქო ტანსაცმლის ტარება, მათი ხელში აღებაც კი ეკრძალებათ. ეს ყოველივე კი იმისთვის კეთდება, რომ ჯარისკაცებს მისი ტარების ცდუნებამ არ წასძლიოს. ამიტომ, საყიდლებზე წასვლისას "ცახალის" ჯარისკაცები ახალ ნივთებს ჩანთებში მყისიერად მალავენ.


image


8. აკრძალულია მუსიკის მოსმენა ორი ყურსასმენის საშუალებით. ისრაელის არმიის ჯარისკაცი ყოველთვის მზადყოფნაში უნდა იყოს, ასე რომ ის, ვინც შეიარაღებული ძალების რიგებში ჩაირიცხება, წინასწარ იმ ფაქტს უნდა შეეგუოს რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში მას მუსიკის მოსმენა მხოლოდ ცალ ყურში მოუწევს. როგორც ხედავთ, ყველაზე უცნაურ შეზღუდვებსაც კი, პრაქტიკული საფუძველი გააჩნია, თუმცა მკაცრი დისციპლინის მიუხედავად "ცახალის" ჯარისკაცებისთვის სამხედრო რუტინის დროსაც კი, ყოველდღიური სიხარული და პოზიტიური ემოციები უცხო არ არის.



















0
683
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
683