x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
პოლიცილებმა იპოვეს სასიკვდილოდ განწირული 7 მცირეწლოვანი ბავშვი,რომელიც დედებმა მიატოვეს
image

რაზილიის ქალაქ მაკაპას სამართალდამცავები და სოციალურ სამსახურის მუშაკები ანონიმური ზარის საფუძველზე თავს დაესხნენ "საშინელებათა სახლს"


როდესაც სამართალდამცავები ადგილზე მივიდნენ, მათ მართლაც საშინელი სანახაობა დახვდათ- ლითონის გისოსებს მიღმა გამოკეტილი შვიდი შიშველი, ნახვერადმშიერი ჭუჭყიანი ბავშვი, რომელთა ასაკი სამიდან შვიდ წლამდე იყო.

image


პოლიცილებს გისოსებს გადაჭრა მოუხდათ, რათა ტყვეობიდან დაეხსნათ ბავშვები. მათ ჰქონდათ გრიპის სიმპტომები, ანემიის ნიშნები და სხეულზე ჭრილობები აღენიშნებოდათ, ერთ-ერთს მცირეწლოვან აუტიზმით იყო დაავადებული. საცხოვრებელში ქაოსი და არეულობა იყო, ირგვლივ ჭუჭყიანი ნივთები იყო მიმოფანტული. არ იყო წყალგაყვანილობა, სასმელი წყალი, საკვები, გაზქურა ან მაცივარი, წერს Mirror-ი.

image

მიტოვებულ ბავშვებს მხოლოდ 13 წლის გოგონა უვლიდა. მან განაცხადა, რომ ის ამ ბავშვების ორი დედის უმცროსი დაა. ერთი და სამი შვილის დედაა, ხოლო მეორე და ოთხის.



მისმა უფროსმა დებმა აიძულეს გოგონა სკოლა მიეტოვებინა, რათა ბავშვებისთვის "მიეხედა". თან დაარიგეს, ეთქვა, რომ ვითომ 17 წლის იყო, თუ მოულოდნელად ვინმე დაინტერესებული პირი შეეკითხებოდა.

image

ბავშვები "საშინელებათა სახლიდან" წაიყვანეს და ისინი ამჟამად სამედიცინო დახმარებას იღებენ.

თავიდან სამართალდამცავებმა ვერ იპოვნეს ბაშვების დედები, თუმცა მოგვიანებით მშობლები თავად დაუკავშირდნენ სოციალური სამსახურის მუშაკებს და უთხრეს, რომ აპირებდნენ ბავშვების უკან დაბრუნებას.



ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც უკვე გაირკვა, რომ არა მხოლოდ დედებმა, არამედ პაპა-ბებიებმა და მამებმაც არ შეიძლება ბავშვებს მეურვეობა გაუწიონ.

0
376
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
376
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0