x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139070
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
ერეკლე მეფის მესამე ცოლის, დარეჯან დადიანის სიავენი

image


იმ დროს, როცა ერეკლე მეფე ლოგინში ჩავარდნილი ავადმყოფი, დღითიდღე სუსტდებოდა, დარეჯანმა ჩაიგდო ხელში მთელი სამეფო ძალაუფლება.

მისი სურვილი იყო ქართლ_კახეთის სამეფო ტახტის საყვარელი შვილისთვის, იულონისთვის გადაცემა, რაც დიდ გაღიაზიანებას და ურთიერთბრძოლას იწვევდა სამეფო ხელისუფლებაში.

მას ერჩივნა იმერეთის ტახტზე თავისი ქალიშვილის, ელენეს ვაჟი დამჯდარიყო, ოღონდ გაერთიანებული სამეფო არ რგებოდა მის გერს, ტახტის მემკვიდრე გიორგი XII_ს.

დარეჯანს დაჟინებით, მისმა თანამოაზრეთა პარტიამ ერეკლეს ორი კანონიც მიაღებნეს.

პირველი ეხებოდა ტახტის მემკვიდრეობის წესის შეცვლას. ტრადიციულად საქართველოში ტახტი გადადიოდა მამიდან უფროსი ვაჟის ხელში. ახალი კანონით ტახტი უნდა გადასცემოდა მეფის უფროს ძმას. ამ კანონით დარეჯანს სურდა მეფობა რგებოდათ მის შვილებს - იულონს, შემდეგ ვახტანგს და ა.შ.

მეორე კანონით კი ბატონიშვილებისთვის ცალკე გამოიყო საუფლისწულოები. თითოეული მათგანი თავის სამფლობელოში დამოუკიდებელ ხელმწიფედ თვლიდა თავს. ერთიანი სამეფო ფაქტობრივად ცალკეულ საფეოდალოებად დაიშალა. რაც კარგად გამოჩნდა კრწანისის ომის ქართველთა რიცხოვნობაშიც.

დარეჯან დადიანი ჭკვიანი და ამავედროს უსაზღვროდ უფლებამოყვარული იყო და თავისი ეგოისტური მისწრაფებებით ხალხის სიძულვილი გამოიწვია.

0
1091
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
1091
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0