x
გულის თანდაყოლილი მანკი - დიაგნოსტიკა და პრევენცია

გული სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური ორგანოა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმს საკვები ნივთიერებებითა და, რაც ყველაზე მთავარია, ჟანგბადით. ადამიანის გული ოთხი საკნისგან შედგება - ესენია: მარჯვენა წინაგული, მარჯვენა პარკუჭი, მარცხენა წინაგული, მარცხენა პარკუჭი. გულში ვხვდებით ორი სახის სარქველს - ესენია: კარისებრი, იგივე მიტრალური სარქველი, რომელიც მოთავსებული წინაგულებსა და პარკუჭებს შორის და ჯიბისებრი სარქველი, რომელიც პარკუჭებსა და სისხლძარღვებს შორის გვხვდება. სარქველი თავის მხრივ შეიძლება იყოს ორკარიანი ან სამკარიანი. გულის ამგვარი აგებულება უზრუნველყოფს მის ფუნქციურ გამართულობას. სწორედ ამიტომაა, რომ ნებისმიერი სახის სტრუქტურული დეფექტი მნიშვნელოვნად საზიანოდ აისახება ადამიანის ორგანიზმზე. გამომდინარე აქედან, ძალიან მნიშვნელოვანია გულის დეფექტის, იგივე გულის მანკის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და მკურნალობა.

დღესდღეობით გულის მანკი საკმაოდ გავრცელბული დაავადება. სხვადასხვა წყაროს მონაცემით ახალშობილთა 0.7-1, 7% - ს გულის თანდაყოლილი მანკი აღენიშნება. მაგალითისთვის. ამერიკაში ყოველ მეოთხე ბავშვს აღენიშნება გულის თანდაყოლილი პათოლოგია. გამომდინარე გულის სპეციფიკური, კომპლექსური აგებულებიდან, არსებობს გულის მანკის 2000 ზე მეტი სახე. იმის მიხედვით, თუ გულის რა უბანზეა დეფექტი, მანკი შეძლება იყოს სიცოხლისთვის საშიშიც და განკურნებადიც. მკურნალობის ეტაპზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენად ადრეულ ეტაპზე იქნა აღმოჩენილი პათოლოგია.

პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყებას, რადგან ატროფირებული ძგიდე კვლავ განაგრძობს განლევას რაც არტერიული და ვენური სისხლის შერევას იწვევს. მოცემული შემთხვევა რთულია და ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს, რაც შეიძლება არ იყოს პაციენტის გადარჩენის გარანტი. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა ენიჭება დეფექტის მასშტაბსაც. იგივე სირთულის პათოლოგიაა წინაგულთაშორის ძგიდის განლევაც.


ასევე გავრცელებული გულის მანკია ბოტალოს ღია სადინარი, როდესაც სისხლი აორტიდან ფილტვის არტერიაში გადაედინება. როგორც ვიცით, ფილტვის არტერიაში გვაქვს ვენური სისხლი, ხოლო აორტაში არტერიული. მოცემული დარღვევა კი ჰაერის უკმარისობას იწვევს. ამ დეფექტის წარმოქმნის მიზეზი შეიძლება გახდეს ორსულობის დროს გადატანილი ჩუტყვავილა, წითელა და ა.შ.

გულის მანკების დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ნაყოფის ან უკვე ზრდასრული ადამიანის გულის მოსმენას. თითოეული მანკისთვის დამახასიათებელია სპეციფიკური პათოლოგიური ხმიანობა. ასევე ტარდება რენტგენოლოგიური, რთულ შემთხვევაში კი, შემდეგი გამოკვლევებიც: კათერიზაცია, კორონაროგრაფია.

თანდაყოლილი გულის მანკის ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

  • გენეტიკური ფაქტორები
  • გარემოფაქტორები, ვირუსული ინფექცია ორსულობის პერიოდში
  • მედიკამენტების მიღება ორსულობის პერიოდში
  • დედის ქრონიკული დაავადებები და მავნე ჩვევები
გასათვალისწინებლია მეორე ბავშის გულის პათოლოგიით დაბადების რისკი არის 1-4%, თუ პირველი ბავშვი ამ პათოლოგით არის დაბადებული.

შეძენილი გულის მანკის ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

  • რევმატიზმი
  • ათეროსკლეროზი
  • მიოკარდიუმის ინფარქტი
  • სისტემური წითელა მგლურა

გამომდინარე ყოველივე ზომოთქმულიდან, შეგვიძლია გულის მანკის გამომწვევი მიზეზების საფუძველზე ვისაუბროთ მოცემული საკითხის პრევენციაზე. პრევენცია არის სამი სახის: პირველადი, მეორეული და მესამეული. პირველადი პრევენცია გულისხმობს დაავდების თავიდან აცილებასა და რისკის შემცირებას. ამის მაგალითია ვაქცინაციის პროცესი. მეორეული პრევენცია ეს არის უკვე გამოხატული რისკ-ფატორების თავიდან აცილების ღონისძიება. მაგალითად საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, მკერდი კიბოს სკრინინგი. მესამეული პრევენცია გულისხმობს უკვე ჩამოყალიბებული დაავადების კონტროლსა და მართვას. ბოლოხსენებული პრევენციის ზომა საქართველოში შეიძლება ითქვას კარგად არის განვითარებული თუ გავითვალისინებთ იმას რომ ქირურგიულ ოპერაციათა დიდი ნაწილი ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. გულის მანკის ქირურგიული ოპერაციების შემთხვევაში ოპერაციები ფინანსდება სრულად ან 80-85% - ით. თუმცა ამავე შემთხვევაში არ არის განვითარებული პრევენციის პირველადი, ან მეორეული ზომების გატარება, შედარებით ისეთ დაავადებებთან, როგორებიცაა მკერდის კიბო, საშვილოსნოს ყელის კიბო, c ჰეპატიტი. გამომდინარე აქედან, მოცემული პათოლოგიით დაავების რისკის შესამცირებლად საჭიროა პირველადი და მეორეული პრევენციული ზომების გატარება, რაც საბოლოო ჯამში მეტ გამოჯანმრთეებულ პაციენტს და ნაკლებ გავლენას იქონიებ ჯაბდაცვაზე. ეს კი ნიშნავს შემდეგი პრევენციული ღონისძიებების გატარებას


ამ მიზეზთა გაანლიზების შედეგად შეგვიძლია პრობლემის ნაწილობრივი პრევენცირება. ახალშობილებში მანკის ასაცილებლად მშობელმა გენეტიკური ისტორიის არსებობის შემთხვეაში უნდა შეამოწმოს ნაყოფის სტაბილურობა, რათა გულის მანკის არსებობის შემთხვევაში მოხდეს მისი ადრეულ ეტაპზე მკურნალობა. ასევე უნდა ჰქონდეს ჩატარებული აცრა წითელას და მსგავსი ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ. უნდა მოერიდოს მედიკამენტების ექიმისგან დამოუკიდებლად მიღებას. ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში მყარი კონსულტაცია იქონიოს ექიმთან და მოერიდოს ისეთ მავნე ჩვევებს, როგორიცაა თამბაქოს მოხმარება.

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:მერაბ ჭანტურია
მერაბ ჭანტურია
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0