x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რატომ გადაწყვიტეს გერმანიაში ჰიტლერის "ჩემი ბრძოლის" ხელახლა გამოცემა?
image

გერმანიაში ჰიტლერის ოდიოზური ოპუსი "ჩემი ბრძოლა" (Mein Kampf) 1945 წლის შემდეგ აიკრძალა, თუმცა ცოტა ხნის წინ წიგნი კვლავ დაიბეჭდა, რომელსაც მოულოდნელი კომერციული წარმატება ხვდა წილად.


პირველად 1925 წლის 18 ივლისს, გამოქვეყნდა ადოლფ ჰიტლერის "ჩემი ბრძოლის"პირველი ტომი. აღსანიშნავია არა წიგნი, არამედ მისი ბედი. მოუნელებელი უსიამოვნებები მისი ავტობიოგრაფიიდან, ნაციონალ-სოციალისტური დოქტრინის პრეზენტაცია, მიზანთროპული, რასისტული დოქტრინა, ანტისემიტური მოწოდებები და პრიმიტიულად ფორმულირებული პრეტენზიები მსოფლიო ბატონობის შესახებ, რომელიც ფაქტობრივად გახდა მესამე რაიხის იდეოლოგია.




მესამე რაიხის სამაგიდო წიგნი



ჰიტლერმა პირველი ტომი დაწერა, უფრო სწორად უკარნახა თავის თანამებრძოლსა და თანამესაკნეს, რუდოლფ ჰესს ციხეში, სადაც იგი მოხვდა ე.წ. მიუნხენის "ლუდის პუტჩის" მარცხის შემდეგ, (1923 წლის 8-9 ნოემბერი)


თავიდან წიგნს უნდა ჰქონოდა საკმაოდ გრძელი სათაური: ”ოთხწლინახევრიანი ბრძოლა ტყუილის, სისულელის და სიმხდალის წინააღმდეგ”, მაგრამ გამომცემლობმა, ასევე ”ფიურერის” დიდმა გულშემატკივარმა სათაური შეამოკლა და დაარქვა "Mein Kampf- "ჩემი ბრძოლა".


წიგნი თავიდან საკმაოდ მდორედ იყიდებოდა, მაგრამ რაც უფრო პოპულარული გახდნენ ნაციონალ-სოციალისტები გერმანიაში, მით უფრო მატულობდა გაყიდვები.


"ჩემმა ბრძოლამ "ჰიტლერი მილიონერი გახადა. ნაციონალ-სოციალიზმის ეპოქაში ბიბლიოთეკებსა და უნივერსიტეტებს მისი წიგნის შეძენას აიძულებდნენ, ხოლო ახალგაზრდებს საქორწინო სახლში საჩუქარად გადასცემდნენ, ისევე როგორც მანამდე ბიბლიას .

image

რა თქმა უნდა, პარტიის იდეოლოგის წიგნი სახლში უნდა დებულიყო თვალსაჩინო ადგილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მიჩნეული იქნებოდა როგორც არალოიალური განწყობა, ყველა სავალალო შედეგის გათვალისწინებით. თითოეული გაყიდული ეგზემპლარიდან ფიურერს - 10 პროცენტი ერგებოდა. ამავდროულად, მან საგანგებო ბრძანებით გაათავისუფლა საკუთარი წიგნი საშემოსავლო გადასახადისგან, შედეგად 1943 წლისთვის მისი შემოსავალი Mein Kampf– ის გაყიდვიდან შეადგინა 5, 5 მილიონი რაიხსმარკა.



"ჩემი ბრძოლა" სხვა ქვეყნებში


მესამე რაიხის დამარცხების შემდეგ, "ჩემი ბრძოლის"გამოცემა მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში აიკრძალა, მათ შორის რა თქმა უნდა თავად გერმანიაშიც.


ბავარიის მხარის ხელისუფლება, რომელიც ფლობდა წიგნის გამოცემის ლიცენზიას, საზღვარგარეთ ფრაგმენტების დაბეჭვდის უფლებასაც კი არ აძლევდა. დროდადრო ცდილობდნენ სარჩელის შეტანასაც, მაგრამ უშედეგოდ, საერთოდ ძალზე რთულია, საერთოდ უიმედოც, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამომცემლობები გაეკონტორლებინათ


მაგალითად, ინდოეთში "Mein Kampf" 2003 წლიდან აქვეყნებს ერთდროულად შვიდი მცირე და დიდი გამომცემლობა - ისინი წელიწადში მხოლოდ 40-50 ასლს ყიდდნენ.


2004 წელს ჩეხეთში გამომცემლობას, რომელმაც ჰიტლერის წიგნი ყოველგვარი კომენტარის გარეშე გამოსცა, მიუსაჯეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა "ანტიკონსტიტუციური პროპაგანდისთვის", არა და იმ დროისთვის 90 ათასი ეგზემპლარი გაყიდეს!!!


რაც შეეხება საქართველოს, პირველად "ჩემი ბრძოლა" 1991 გამოიცა, 1935 წელს შანხაიში გამოცემული შემოკლებული ვარიანტის მიხედვით, (თარგმნა ბუტა ტალახაძემ), მას შემდეგ დროდადრო ქართულ წიგნის მაღაზიებში არის შესაძლებელი წიგნის შეძენა(მათ შორის ონლაინ)-გამომცემლობა "პალიტრა L", "ლითერასი"'თბილისი"

image




რუსეთში "ჩემი ბრძოლა" 1992 წელს გამოქვეყნდა“ როდესაც მის გამოქვეყნებაზე აკრძალვა მოიხსნა, შემდგომ რამდენჯერმე დაბეჭდა ისეთმა გამომცემლობებმა, როგორიცაა "ვიტიაზი", "რუსკაია პრავდა" და ა.შ. ამის შემდეგ, კვლავ აიკრძალა "ფიურერის" პროპაგანდისტული წიგნის გამოცემა


ამ კვირაში ფრანგულ წიგნის მაღაზიებში გამოჩნდა ადოლფ ჰიტლერის "ჩემი ბრძოლის" ახალი თარგმანი. მთარგმნელმა ოლივიე მანონემ განაცხადა, რომ ახალი გამოცემის ტექსტი სრულად ასახავს "უკიდურესად ცუდად დაწერილ" ორიგინალს. წიგნის ფასი 100 ევროა, გაყიდული წიგნებიდან მიღებული თანხა "აუშვიც-ბირკენაუს" ფონდს გადაეცემა.


ჰიტლერის წიგნის მეათე გამოცემა


სანამ საავტორო უფლებებს გაარკვევს ბავარიის ხელისუფლება გერმანიაში ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ, გადაწყვიტეს გამოსცენ წიგნის ეგრეთ წოდებული "კრიტიკული გამოცემა", სადაც წიგნს თან დართული აქვს თანამედროვე ისტორიკოსების დეტალური კომენტარები და შენიშვნები, განმარტავენ ამ მიზანთროპული მანიფესტის არსს და განმარტავდნენ ჰიტლერის დამახინჯებულ ფაქტებს. ეს გააკეთა მიუნხენის თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტმა (Institut für Zeitgeschichte). 2016 წელს გამოიცა ორტომეული გამოცემა, რომელშიც თითქმის ორი ათასი გვერდია. აქედან, თითქმის ორი მესამედი არის კომენტარი, შენიშვნები და განმარტებები.


image


ახლა კი ფრაგმენტი "ჩემი ბრძოლიდან"


***არასდროს არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მასებს ქალის ხასიათი აქვთ, მათ საქციელს უმეტეს შემთხვევაში გრძნობები განსაზღვრავს და არა გონება, ამასთან ეს გრძნობები მეტად მარტივია, გრძნობები შეიძლება იყვნენ პოზიტიურნი ან ნეგატიურნი, როგორც სიყვარული ან სიძულვილი, მაგრამ არასოდეს არ არიან რთულნი ან შერეულნი..ამაზე დაყრდნობით ინგლისური პროპაგანდა იყო მთლიანი, ეფუძნებოდა წმინდა წყლის სიმართლეს ან ასეთსავე ტყუილს, მაგრამ არასდროს ამ ორი ელემენტის ნარევს...


***აღთქმის შესაძლებლობა მასებს ჩვეულებისამბერ ძალზე შეზღუდული აქვთ, ისინი ასევე სწრაფად ივიწყებენ ყველაფერს, ყოველივე ამის გათვალისწინებით პროპაგანდა წარმატებული რომ იყოს იგი უნდა ემყარებოდეს რამდენიმე ნათელ დებულებას"


***უნდა გვახსოვდეს, რომ არცერთი დიდი მიღწევა კოალიციის მიღწევა არ იქნება, ის ფაქტიურად ყოველთვის ერთი კაცის ტრიუმფია

0
158
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0