x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510071
მილიარდერი ჯეფ ბეზოსი კოსმოსური ხომალდ New Shepard- ით 20 ივლისს კოსმოსში გაფრინდება
image




მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, ამაზონის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაემგზავრება მისი კომპანიის Blue Origin-ის ხომალდ New Shepard-ით.





"ხუთი წლის ასაკიდან ვოცნებობდი კოსმოსში გამგზავრებაზე. 20 ივლისს ჩემს ძმასთან ერთად წავალ ამ მოგზაურობაში. უდიდესი თავგადასავალი იქნება ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად." - წერს ბეზოსი ინსტაგრამზე.






მანამდე Blue Origin– მა დაიწყო ონლაინ აუქციონი ერთი სამგზავრო ადგილის გათამაშებისთვის, მრავალჯერადი გამოყენების სუბორბიტალურ ხომალდზე New Shepard-ზე. შედეგები გამოცხადდება 12 ივნისს ონლაინ რეჟიმში რეალურ დროში ვაჭრობის დროს. ფრენა დაგეგმილია 20 ივლისს. კომპანიამ თქვა, რომ ბეზოსი აუქციონის გამარჯვებულთან ერთად გაფრინდება.




Blue Origin- მა ხომალდ New Shepard-ის 15 ახალი სატესტო ფრენა ჩაატარა, ბოლოს ფრენა იყო აპრილის შუა რიცხვებში.

0
107
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0