სხვა "ქალები მართავენ, კაცები კი ფარანჯას ატარებენ ”. ტუარეგის ტომის თავისებურებები, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ 2021, 8 ივნისი, 17:53 ![]() საჰარის უდაბნოს ტერიტორიაზე ტუარეგის საოცარი ტომი ცხოვრობს. რელიგიის მიუხედავად, ამ მომთაბარე ტომში ქალები დომინირებენ. აღსანიშნავია, რომ ვერცერთმა სახელმწიფომ ვერ შეძლო თამამი და მამაცი ტუარეგების კოლონიზაცია. ამ ისლამურ ტომში ყველაფერი პირიქითაა: კაცები ფარანჯას ატარებენ, ქალები კი მართავენ. ტუარეგის ტომი ძირითადად მესაქონლეობას ეწევა.![]() ყველა გარიგება და გაყიდვა ქალების მიერ ხორციელდება. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: განქორწინების შემთხვევაში, სწორედ ქალებს რჩებათ არა მხოლოდ ბავშვების აღზრდის უფლება, არამედ როგორც წესი, მთელი ქონებაც მათ განკარგულებაში გადადის. ამ ტომის ქალები სხვა აფრიკული ტომებისგან ძალიან განსხვავდებიან თავიანთი თამამი ქცევებით.![]() ასე, მაგალითად, ამ ტომის ქალბატონებს აქვთ სრული უფლება მამაკაცებს ქორწინებამდე ხვდებოდნენ. მთავარი წესი კი იმაში მდგომარეობს რომ თავყვანისმცემელმა ტომის ტერიტორია გამთენიამდე უნდა დატოვოს. რაც შეეხება მამაკაცებს: ტუარეგის ტომში მათ მხოლოდ ერთ ქალზე, ერთხელ დაქორწინების უფლება ეძლევათ.![]() სხვათა შორის, ტომის მთელი ქონება ასევე მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ეკუთვნით. ეს ქალები სხვა დანარჩენებისგან თავიანთი თავისუფლებისმოყვარეობითა და მეამბოხე ხასიათით გამოირჩევიან.![]() 437 შეფასება არ არის |