x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510071
"ქალები მართავენ, კაცები კი ფარანჯას ატარებენ ”. ტუარეგის ტომის თავისებურებები, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ
image


საჰარის უდაბნოს ტერიტორიაზე ტუარეგის საოცარი ტომი ცხოვრობს. რელიგიის მიუხედავად, ამ მომთაბარე ტომში ქალები დომინირებენ. აღსანიშნავია, რომ ვერცერთმა სახელმწიფომ ვერ შეძლო თამამი და მამაცი ტუარეგების კოლონიზაცია. ამ ისლამურ ტომში ყველაფერი პირიქითაა: კაცები ფარანჯას ატარებენ, ქალები კი მართავენ. ტუარეგის ტომი ძირითადად მესაქონლეობას ეწევა.


image


ყველა გარიგება და გაყიდვა ქალების მიერ ხორციელდება. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: განქორწინების შემთხვევაში, სწორედ ქალებს რჩებათ არა მხოლოდ ბავშვების აღზრდის უფლება, არამედ როგორც წესი, მთელი ქონებაც მათ განკარგულებაში გადადის. ამ ტომის ქალები სხვა აფრიკული ტომებისგან ძალიან განსხვავდებიან თავიანთი თამამი ქცევებით.


image


ასე, მაგალითად, ამ ტომის ქალბატონებს აქვთ სრული უფლება მამაკაცებს ქორწინებამდე ხვდებოდნენ. მთავარი წესი კი იმაში მდგომარეობს რომ თავყვანისმცემელმა ტომის ტერიტორია გამთენიამდე უნდა დატოვოს. რაც შეეხება მამაკაცებს: ტუარეგის ტომში მათ მხოლოდ ერთ ქალზე, ერთხელ დაქორწინების უფლება ეძლევათ.


image


სხვათა შორის, ტომის მთელი ქონება ასევე მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ეკუთვნით. ეს ქალები სხვა დანარჩენებისგან თავიანთი თავისუფლებისმოყვარეობითა და მეამბოხე ხასიათით გამოირჩევიან.


image









0
430
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
430