x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ალექსანდრიას კატაკომბები — მიწისქვეშეთის ნამდვილი საოცრება
image


ალექსანდრიას კატაკომბები — შეიძლება ითქვას, რომ დროის უძველესი კაფსულაა, რომელიც თითქმის 2000 წლის მანძილზე, ჩვენგან დაფარული იყო. ბნელი მიწისქვეშა გვირაბები — წარსულში, იმ დროისკენ მიმავალი გზა არის, როდესაც გვირაბები სასაფლაოებად გამოიყენებოდა.


image


კომ ელ-შუკაფ


კომ ელ-შუკაფის კატაკომბები (საგანძურის გორაკი ან ნამსხვრევების ბორცვი), პომპეუსის სვეტის მახლობლად, ალექსანდრიაში მდებარეობს. ეს ნეკროპოლი ეგვიპტეში, ბერძნულ-რომაული დეკორატიული ხელოვნების ნაზავი არის, რომელიც იმ ეპოქაში, ჩვეულებრივი მოვლენად ითვლებოდა. ის სამარხებისგან, ქანდაკების და რიგი არქეოლოგიური ობიექტისგან შედგება.


image


ალექსანდრიას კატაკომბები, შემთხვევით, XX ს–ის დასაწყისში აღმოაჩინეს, როდესაც ურემი ორმოში ჩავარდა, რაც ლეგენდის მიხედვით, უდიდესი ისტორიული აღმოჩენის მიზეზი გახდა. ხოლო, კომპლექსი ტურისტებისთვის, მხოლოდ გრუნტის წყლების სრულად დრენაჟირების შემდეგ, 1995 წ. გაიხსნა.


image



ნეკროპოლის ლაბირინთები


კლდეში ნაკვეთი მიწისქვეშა გვირაბები 3 იარუსისგან შედგება და 35 მ. სიღრმემდე ჩადის. კატაკომბის ყველაზე ღრმა დონე წყლით არის დაფარული და ამჟამად მიუწვდომელია. თავდაპირველად ის, ერთი მდიდარი ოჯახისთვის, II ს. აიგო, ხოლო საბოლოოდ, 300–მდე მუმიის სამუდამო განსასვენებლად იქცა.


image


ქვის გალერეაში შესასვლელი სპირალურ კიბესთან მიდის, რომელიც 99 საფეხურისგან შედგება. ის, ძირითადად, მიცვალებულების თოკებით ჩაშვებისთვის გამოიყენებოდა. კიბე ფოემდე მიდის, რომელსაც ორივე მხარეს, კედელი შეღრმავებულია. აღმოსავლეთის მხარეს მამაკაცის ქანდაკება დგას, დასავლეთით — ქალის. კიდევ ერთი გასასვლელი, სამარხის კამერებთან მიდის, რომელშიც 3 სარკოფაგი დგას.


image


შემდეგ მოდის როტონდა (მრგვალი ფორმის დარბაზი, გუმბათით), 6 სვეტით. მის მარცხენა მხარეს სამგლოვიარო რიტუალების დარბაზია, ხოლო მარჯვნივ —სამარხი მდებარეობს.


image


ნეკროპოლის დეკორი — ძველი ეგვიპტური ხატწაერის და ბერძნულ–რომაული მოტივების კომბინაციას წარმოადგენს. მაგ., ერთ რელიეფზე ეგვიპტური ღმერთი – ანუბისი, რომაული ჯარისკაცის ფორმით არის გამოსახული.

სულ ბოლოს კატაკომბები IV საუკუნეში გამოიყენეს.

დღეს, კომ ელ-შუკაფის მიწისქვეშა ლაბირინთებში, უძველესი ეპოქის პირქუში ატმოსფერო სუფევს, რომელიც ეგვიპტის მიწაზე, სამი კულტურის, რელიგიის და ხელოვნების გაერთიანებაზე მოწმობს.

imageimageimageimageimageimageimage

1
798
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
798
  
0 1 1