სისხლის სამართალი გოგონა თავის შეყვარებულის დაკარულ შვილის ძებნაში მონაწილეობდა,ამ დროს კი მისი გვამი სასტუმროს ნომერში ჰყავდა გადამალული 2021, 7 ივნისი, 15:14 ![]() პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო ძებნა, მაგრამ ხუთი დღის განმავლობაში სამართალდამცავებმა რაიმე ხელჩასაჭიდს ვერ მიაგნეს. სამშაბათს, განადგურებულმა მამამ და მისი მეგობარმა გოგონამ, ტერეზა ბალბოამ, ტირილით საჯარო მიმართვა გააკეთეს დაკარგული ბავშვის შესახებ და მისი ძებნის ოპერაციაში ჩაერთნენ. ![]() ![]() მეორე დღესვე პოლიციამ შეიჭრა მოტელში და იპოვა ბავშვის გვამი. ის იმავე ოთახში იყო გადამალული, სადაც ტერეზა ბალბოა ცხოვრობდა. ტერეზა სახლში იყო, იგი მაშინვე დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს. ჯერ მოხლოდ - მტკიცებულებების ფალსიფიკაცაში, რადგან პოლიცია დაელოდება ექსპერტიზის ოფიციალურ დასკვნას, რომელიც დაადასტრუებს, რომ ეს არის სამუელის ცხედარი. დნმ ტესტის შედეგები ჯერჯერობით მზად არ არის. ![]() ამ საშინელ აღმოჩენამდეც, პოლიცია ეჭვობდა, რომ მამა და მისი საყვარელი ბოლომდე გულწრფელები არ იყვნენ. მათი ჩვენება იმდენად განსხვავებული იყო, რომ პოლიცია განიხილავს ვარიანტს, რომ ბიჭი გასულ ხუთშაბათს კი არ დაიკარგა, არამედ რამდენიმე კვირის წინ - იგი ბოლოს 30 აპრილს ნახეს. ჯერჯერობით უცნობია ბავშვის გარდაცვალების ზუსტი თარიღიც. ![]() ტერეზა ბალბოას ადრეც ჰქონდა პრობლემები კანონთან. 2020 წლის ნოემბერში იგი დააპატიმრეს თავად დალტონზე, გარდაცვლილი ბიჭის მამაზე თავდასხმისთვის. 2019 წელს კი ტერეზას დედობის უფლება ჩამოართვეს.. 467 4-ს მოსწონს
|