სხვა ინვოკერის ისტორია 2021, 6 ივნისი, 1:23
უძველეს დროში, ითვლებოდა რომ მაგიის ყველაზე ძლიერი ფორმა მეხსიერების გამოყენების ხელოვნება იყო. ჯადო, შესაქმნელად არ საჭიროებდა მრავალფეროვან იარაღებს, როგორებიცაა მაგალითად ჯადოსნური ჯოხი ან სხვა არტეფაქტები, მაგიის შესაქმნელად, უბრალოდ ჯადოქრის კარგი მეხსიერება იყო საჭირო.
ჯადოქარს სჭირდებოდა მხოლოდ მნემონიკური საშუალებები, რაც მას დაეხმარებოდა ყველა ელემენტის, დეტალის ან ფორმულის გახსენებაში, რომელთა სწორი დოზირებაც შემდგომ მაგიურ ძალას ავლენდა. იმ დროის დიდებული ჯადოქრები დაჯილდოებულნი იყვნენ საუკეთესო მეხსიერებით. შელოცვები იმდენად რთული და მოცულობითი იყო, რომ მაგები იძულებულნი იყვნენ რაღაც კონკრეტულში სპეციალიზირებულიყვნენ. მხოლოდ საუკეთესო ჯადოქრები ახერხებდნენ მთელი თავიანთი სიცოცხლის განმავლობაში 3-4 მაგიის დაპრაქტიკებასა და დამახსოვრებას. ჩვეულებრივმა მაგებმა იცოდნენ მხოლოდ 2 შელოცვა. ხოლო სოფლის ჯადოქრებმა და მკურნალებმა - თითო. თუმცა, ეს ერთი შელოცვაც კი ტიტანურ ძალისხმევას მოითხოვდა და ხშირად მის გამოსაყენებლად დაიხმარდნენ ხოლმე სხვადასხვა არტეფაქტებსა და ჩანაწერებს წიგნაკებიდან. ამ ჯადოქრებს შორის მხოლოდ ერთი იყო გენიალური და ძლევამოსილი, გასაოცარი მეხსიერების მქონე, ელფთა რასიდან და მას ინვოკერის სახელით ვიცნობთ. ის ბავშვობიდანვე სხვა ოსტატებზე დიდი იყო, არა ასაკით არამედ საკუთარი მაგიური ცოდნით, მან არა 4 და 5 , არამედ ათეულობით შელოცვა დააპრაქტიკა და დაიმახსოვრა. ამბობენ, რომ ბევრად მეტიც იცოდა, უბრალოდ მათ იმდენად უსარგებლოდ მიიჩნევდა რომ ყურადღების ღირსადაც არ თვლიდა და ისინი სამუდამოდ ამოიშალა საკუთარი მეხსიერებიდან, რათა ადგილი გაეთავისუფლებინა სხვა, მისი აზრით უფრო საჭირო ჯადოქრობებისათვის. ერთ-ერთი შელოცვა, რომელიც ინვოკერმა დაივიწყა, იყო Sempiternal Cantrap, (სემფითერნალ ქენთრაფ) მაგია, რომელმაც ინვოკერი, ყველაზე ძლიერ და დღეგრძელ ჯადოქრად აქცია. ესაა ერთ-ერთი უძველესი მაგია, რომელიც მხოლოდ რამდენიმე მაგიის დამფუძნებელს ჰქონდა გამოყენებული, ესაა მუდმივი სიცოცხლის მაგია. მისი მომხმარებლები ცდილობდენ თავიანთი უკვდავება საიდუმლოდ შეენახათ, მაგრამ პატივმოყვარე და თავის თავზე უზომოდ შეყვარებული ინვოკერი მათ სიაში არ იყო, იგი არ ერიდებოდა საკუთარი უკვდავების გამჟღავნებას, პირიქით ის ამით ამაყობდა კიდეც. ჭორების თანახმად, ახალგაზრდობის პიკში მან უკვე 30მდე შელოცვა იცოდა, მათ შორის ტელეპორტაცია, ლევიტაცია, ილუზია და ბევრი სხვა. საკუთარ ჯადოქრობებს ინვოკერი ელვის ყინულის და ცეცხლის სფეროების სხვადასხვა კომბინაციით ქმნის. თვითონ ინვოკერი ამპარტავანი და ნარცისი პიროვნებაა, მას უყვარს იმის ხაზგასმა, რომ მხოლოდ 10 შელოცვას იმიტომ იყენებს, რადგან დანარჩენი უბრალოდ არ სჭირდება. იგი საკუთარ თავს სამყაროში ყველაზე ძლიერ მაგად თვლის. ცოტას აქვს უფლება ინვოკერს მიმართოს სახელით, ისე რომ ამას შედეგები არ მოჰყვეს, თუმცა, ყველასთვის ცნობილია, რომ მისი ნამდვილი სახელია კარლი. მე პირადად მახსენდება ორი ასეთი პერსონაჟი მირანა, როდესაც ენემი თიმშია და თავის შინაურ ცხოველს უქსევს და თანაგუნდელი ანდაინგი რომელიც გაოცებით ეკითხება კარლ ეს შენ ხარო? თუ სხვა პერსონაჟების სხვა ტექსტებიც გახსენდებათ დამიწერეთ კომენტარებში... 17 1-ს მოსწონს
|