x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მშვიდობით წვრილო წელო! ჰეილი ბოლდუინს ფასთფუდის სიყვარული ძვირად დაუჯდა

image


24 წლის ჰეილი ბოლდუინი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელი და მედია პერსონა გახლავთ, თუმცა ყოველთვის ასე არ იყო. პოპულარულ მომღერალ ჯასტინ ბიბერზე ქორწინების შემდეგ, მასზე საუბარი მთელმა მსოფლიომ დაიწყო, და პაპარაცები ახლა კიდევ უფრო დიდი ყურადღებითა და გულისყურით აკვირდებიან ლამაზმანის ცხოვრებას.


image


ცოტა ხნის წინ, ფოტოგრაფებმა სანაპიროზე გოგონასთვის რამდენიმე პიკანტური ფოტოს გადაღება მოახერხეს, ხოლო მას შემდეგ, რაც კადრები ინტერნეტქსელში ვირუსივით გავრცელდა, გოგონას თაყვანისმცემელთა უმრავლესობა რბილად რომ ვთქვათ, ნანახით საკმაოდ გაოცებული დარჩა. მათი აზრით, ჰეილის წონაში აშკარად ჰქონდა მომატებული და მისი ცნობილი წვრილი წელისგან არც აღარაფერი იყო დარჩენილი.


image


სოციალურ ქსელში ზოგიერთმა მათგანმა ეჭვიც კი გამოთქვა მის შესაძლო ფეხმძიმობასთან დაკავშირებით, რასაც ათასობით კომენტარიც მოჰყვა. დიდი ხნის განმავლობაში გოგონა სოციალური ქსელის მომხმარებელთა პროვოკაციებს არ პასუხობდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, საბოლოოდ, სუპერმოდელმა ვეღარ მოითმინა და ყველა ცნობისმოყვარეს უპასუხა, რომ მისი ზედმეტი კილოგრამები არა ფეხმძიმობის მიზეზი, არამედ მისი ფასტფუდისადმი გადამეტებული სიყვარულის შედეგი იყო, რომლის წყალობითაც მან ზედმეტი, რამდენიმე კილოგრამი მოიმატა.


imageimage







0
274
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
274