სხვა ნახევარ ქვეყანას ვძულდი ,,პროფილის“ გამო და მეორე ნახევარს ვუყვარდი იმავე მიზეზით-მაია ასათიანი 2021, 5 ივნისი, 13:20 ივნისის დასაწყისში, როგორც აღმოჩნდა, თიქ-შოუ "პროფილს" 13 წელიწადი შეუსრულდა, ამ მოვლენასთან დაკავშირებით მისი უცვლელი წამყვანი, მაია ასათიანი აქვეყნებს ნაწყვეტს ავტობიოგრაფიული წიგნიდან "სიცოცხლე ოცდახუთ წამში":
"ერთი წლის შემდეგ “პროფილი" წლის ყველაზე რეიტინგული გადაცემა გახდა. გადაცემის პირველ წლებში ხუთშაბათს, საღამოს ათზე საქართველოს ქალაქებში მოძრაობა ჩერდებოდა. ამ დროს ჩართული ტელევიზორების 84 პროცენტი ჩემს ტოქშოუს უყურებდა. “პროფილი“ იყო ყველგან: ყოფაში, მოდაში, ანეკდოტებში, ჭირში და ლხინში - მღეროდნენ ისე, როგორც “პროფილში“, ცეკვავდნენ ისე, როგორც “პროფილში, ხუმრობდნენ ისე, როგორც “პროფილში“ და ტიროდნენ პროფილურად. ცხრა წლის განმავლობაში გადაცემა ქართული სატელევიზიო სივრცის რეკორდსმენი იყო. მუდმივი მაყურებლის ყველაზე მაღალი რიცხვით. ნახევარ ქვეყანას ვძულდი “პროფილის“ გამო და მეორე ნახევარს ვუყვარდი იმავე მიზეზით. სიყვარულიცა და სიძულვილიც უკიდეგანო იყო, ზღვარზე - ისე, როგორც მხოლოდ ქართველებს შეუძლია. მე კი ჰამბურგერს ვაკეთებდი - გადაცემას ყველასთვის" - Ნაწყვეტი წიგნიდან “სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში" შეგახსენებთ, მაია ასათიანი ავტობიოგრაფიული წიგნი "სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში" ამა წლის იანვარში გამოვიდა და მყისვე ბესტელერად იქცა. "უზარმაზარ სივრცეში ყვითელი შუქი იდგა, ყველაფერი ციმციმებდა. ციმციმს განათების მძლავრ ნაკადში არეკლილი მტვრის ნაწილაკები იწვევდა. მექანიკურად ზევით ავიხედე, ჭერი არ ჩანდა. ყველგან სხვადასხვა განათების აპარატი ეკიდა. ყველაფერი ბრჭყვიალებდა. ორწლიანი სიბნელიდან მოსულ ბავშვზე ამდენი სინათლე ჯადოსნურ შთაბეჭდილებას ახდენდა", - ეს პატარა ამონარიდი ახლავს მაია ასათიანის წიგნის გარეკანს. ამა წლის მარტის ბოლოს მაია ასათიანმა 20 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ "რუსთავი"-2 დატოვა, მისი გადაცემა "პროფილმა" უკვე ტვ პირველზე გადაინაცვლა სახელწოდებით "ახალი პროფილი", რომლის 7 გადაცემა გავიდა ეთერში. პოპულარულმა ქართველმა ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა ტვ პირველის გადაცემა "პასუხებში" საკმაოდ ორაზროვნად გასცა პასუხი კითხვას: "არის თუ არა შეყვარებული მაია ასათიანი? 44 წლის ტელეწამყვანი ამბობს, რომ "ვნახოთ არ ვიცი" ტელწამყვანის თქმით ინსტაგრამზე გაზიარებული ფოტო "ინტრიგა" არ არის, უბრალოდ სუ... 189 3-ს მოსწონს
|