სხვა ჩინელი ვირუსოლოგი,რომელიც ამტკიცებს,რომ ვირუსმა ლაბორატორიიდან გაჟონა,ენტონი ფაუჩი დაადანაშაულა "სიმართლის" დამალვაში 2021, 4 ივნისი, 18:46 ![]() დოქტორი ლი-მენგ იანგი ირწმუნება, რომ კორონავირუსი ბიოლოგიური იარაღია და დოქტორ ენტონი ფაუჩს ადანაშაულებს იმაში, რომ იგი იმ მეცნიერებისა და ორგანიზაციების რიგშია, რომლებმაც იცოდნენ ამის შესახებ და ცდილობდნენ ამის დამალვას. მთელ მსოფლიოში იზრდება ვარაუდები იმის შესახებ, რომ უხანის ლაბორატორიიდან კორონავირუსმა შემთხვევით გაჟონა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-ს სადაზვერვო სპეცსამსახურებმა დაიწყეს გამოძიება. სულ უფრო მეტი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ჩინეთი იკლევდა კორონავირუსის ფუნქციონირების შესაძლებლობას, გენეტიკურად ამდიდრებდა ვირუსებს, რათა მეცნიერებს შეძლებოდათ ეფექტური ვაქცინების შემუშავება, თუმცა დაუდევრობის გამო ვირუსი ლაბორატორიიდან გაეპარათ და შემდეგ რაც მოხდა, ყველამ კარგად იცის. ![]() ფაუჩი და მრავალი სერიოზული მეცნიერი კვლავ ამტკიცებს, რომ კორონავირუსი, სავარაუდოდ, გავრცელდა ადამიანზე ღამურებისგან ან პანგოლინებისგან, თუმცა ამასთანავე ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორიასაც არ უარყოფენ. ![]() წამყვანი ექსპერტი-ვირუსოლოგები აფრთხილებენ ფაუჩის, რომ შესაძლოა COVID-19 შეიქმნა ლაბორატორიაში, თუმცა ის საჯაროდ უარყოფდა ამგვარ მტკიცებულებებს. ”ამ ხალხმა იცოდა რაც მოხდა, მაგრამ მათ დამალვა აირჩიეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის და საკუთარი სარგებლის გამო”, - თქვა იანგმა. ვირუსის პირველი შემთხვევების გამოვლენიდან მალევე, 2020 წლის 1 იანვარს სკრიპსის სამეცნიერო ინსტიტუტის იმუნოლოგის დოქტორის კრისტიან ანდერსონის, ელ.ფოსტით ფაუჩისათვის მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ ვირუსის გარკვეული მახასიათებლები შეიძლება იყოს ადამიანის ხელით შექმნილი. 423 3-ს მოსწონს
|