ქალი და მამაკაცი ვიქტორ ჰიუგოს ნამდვილი სიყვარული ?! 2021, 4 ივნისი, 14:34 ჯულიეტს დაბადებიდან რამოდენიმე თვეში დედა დაეღუპა, ერთი წლის შემდეგ კი მამაც. ბიძამ გაზარდა.
1829 წელს ჯულიეტმა ( ეძახდნენ ჟუჟუს) მსახიობის კარიერა დაიწყო.
ის გახლდათ ულამაზესი, მამაკაცების ყურადღებით განებივრებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც განსაკუთრებული გემოვნებით იცვამდა და უამრავ ფულს ხარჯავდა.
1833 წელს, ერთ-ერთი როლის შესრულებისას გაიცნო ვიქტორ ჰიუგო.
მწერალი მისით მოიხიბლა და როგორც ჩანს ჯულიეტის არა მხოლოდ მოხიბვლა, მისთვის თავის შეყვარებაც შეძლო. ამ დროს ჯულიეტი 27 წლის იყო.
მწერლის თხოვნით/ მოთხოვნით ჯულიეტამ თავი დაანება მსახიობობას, მწერლის მდივანი გახდა და მასთან ერთად მოგზაურობდა თუ ჰიუგო მისთვის დროს იპოვიდა.
ჰიუგო დესპოტურად ექცეოდა, უკრძალავდა სახლიდან გასვლას, მეგობრების ყოლას, სხვაგან მუშაობას, ლამაზად ჩაცმას. თავად კი ფულს თითქმის არ აძლევდა.
ჯულიეტი იძულებული იყო დაეგირავებინა და გაეყიდა პირადი ნივთები, რომ თავი ერჩინა და უკიდურესად გაჭირვებულ პირობებში ცხოვრობდა.
ის თავისი ხელით წერდა სასიყვარულო წერილებს ჰიუგოს ცოლს, მწერლის დავალებით.
მიუხედავად ჰიუგოს სასტიკი დამოკიდებულებისა მის მიმართ, ქალს ცხოვრების ბოლომდე უყვარდა, პირველი კითხულობდა მის ხელნაწერებს და 50 წლის განმავლობაში ასწორებდა მათ.
ჰიუგოს ჯულიეტის გარდა სხვა საყვარლებიც ჰყავდა.
ერთ-ერთმა მათგანმა ჯულიეტს წერილები გაუგზავნა, რომელებიც მწერლისგან ჰქონდა მიღებული.
ეს იყო განსაკუთრებით მტკივნეული ეპიზოდი ჯულიეტისთვის, რადგანაც სხვა ქალისადმი მიწერილი სასიყვარულო წერილები, არაფრით განსხვავდებოდა იმ წერილებისგან, რომლებსაც ჰიუგო ჯულიეტს წერდა.
და მაინც, ჟუჟუ იყო ქალი, რომელმაც ყველაფერი დათმო სიყვარულის გამო.
ჯულიეტი 77 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.
179 1-ს მოსწონს
|