მრეწველობა ელექტროენერგიის მიღების წყაროები,ფასები,დადებითი და უარყოფითი მხარეები 2021, 3 ივნისი, 16:14
ელექტროენერგიის გამომუშავება მსოფლიოში 2000–2018 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ თითქმის 3% -ით იზრდებოდა, მხოლოდ 2019 წელს ოდნავ შენელდა ზრდა (+ 1%), გლობალურად თბილი ამინდების და მთლიანად ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ავსტრალიაში 6, 7% -იანი ზრდა იყო, ხოლო ჩინეთში 4, 7% და კვლავ განაგრძობს სტაბილურად ზრდას .
ელექტროენერგიის წარმოება თბოელექტროსადგურებში (ელექტორენერგიის მსოფლიო წარმოების 38% )3.5% -ით შემცირდა, სამაგიეროდ ოდნავ გაიზარდა გაზის (+ 3.2%), ბირთვული (+ 3.6%), ქარის (+ 12) და მზის ენერგიაზე (+ 24%) მომუშავე სადგურების ხვედრითი წილი. მსოფლიოში ელექტროენერგიის გამომუშავების ხვედრითი წილი ასეთია:1)ქვანახშირი / ტორფი (38.0%) 2) ბუნებრივი აირი (23.0%) 3) ჰიდრო (16, 2%)4 4)ატომური (10.1%) 5) ქარის (4.8%) 6)ნავთობი (2.9%) 7)ბიოსაწვავი და ენერგია ნარჩენებისგან (2.4%) 8) მზის ენერგია (2.1%) 9) გეოთერმული, მოქცევითი და სხვა (0, 5%) ელექტოენერგიის გამომუშავების ხვედრითი წილი ქვეყნების მიხედვითენერგიის წყარო, ფასები, დადებითი და უარყოფითი მხარეებიატომური ენერგია ბირთვული ენერგიის ნამდვილი ღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ მიიჩნევა. როგორც წესი, მისი ღირებულება დაახლოებით 0, 2 აშშ დოლარია 1 კვტ / სთ-ზე, რაც დამოკიდებულია რეგიონზე და მის გამოყენებაზე. მაგალითად, იაპონიაში ბირთვული ენერგია ყველაზე ძვირია. ბირთვული ენერგიის შედარებით მაღალი ღირებულებაში შერწყმულია გარემოს დაბინძურების რისკები და ისეთი საშინელი ბირთვული კატაკლიზმები, თუნდაც როგორიცაა ჩერნობილი და ფუკუსიმა. ქვანახშირი და სხვა წიაღისეული საწვავი მიუხედავად იმისა, რომ ქვანახშირით მომუშავე ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ენერგია ოფიციალურად დაახლოებით 0, 07 აშშ დოლარია 1 კვტ / სთ-ზე, მისი ნამდვილი ფასი ორჯერ მეტია. თუ უფრო ზუსტად გამოვთვლით, ეს მოიცავს დამატებით 0, 13 აშშ დოლარს. ეს არის ჯანმრთელობაზე, გარემოს დაცვაზე, ნავთობის და ქვანახშირის მოპოვებაზე გაზრდილი ხარჯები ჰიდროენერგეტიკა ჯერჯერობით, ჰიდროელექტროსადგურები, განსაკუთრებით დიდი სადგურები, ენერგიის და ყველა ტრადიციული წყაროებზე შედარებით ყველაზე იაფი წყაროა, 1 კვტ.სთ-დან $ 0.01-დან $ 0.1-მდე. მაგრამ, ჰიდროენერგეტიკის მთავარი მინუსი არის მშენებლობისთვის უზარმაზარი კაპიტალი. გარდა ამისა, სხვა უარყოფითი მხარეებიცაა: რელიეფის და ეკოსისტემის შეცვლა სადგურის მშენებლობის ადგილზე, ამასთანვე ყველგან არ შეიძლება ჰიდროელექტროსადგურის აშენება. თუ ყურადღებით დავიანგარიშებთ ღირებულებას, მათ შორის ყველა ზიანს, მაშინ ასეთი ენერგიის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება. მზის ენერგია მზის ენერგია, მიუხედავად იმისა, რომ ამოუწურავია, მაინც ძვირია. ფოტოპანელებია ფასი ჯერჯერობით საკმაოდ მაღალია. გარემოს ზიანს აყენებს სილიციუმის მოპოვება, რომელიც მზის ბატარეებისთვის მოიპოვებენ, ასევე დიდ ტერიტორიას მოითხოვს და გამუდმებით მოვლა- გაწმენდას საჭიროებს მზის პანელები. მზის ენერგიის საშუალო ღირებულება არის 0.19 აშშ დოლარიდან 0.25 დოლარამდე 1კვტ / სთ. ქარის ენერგია ქარის დახმარებით კინეტიკური ენერგიით მომუშავე ტურბინებით გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი 0, 05-0, 09 $ -მდეა 1კვტ / სთ. ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგიაა, რომელიც ფაქტობრივად არ აზიანებს გარემოს, თუმცა უარყოფითი მხარეა გარემოზე და ამინდზე დამოკიდებულება, რაც იწვევს არასტაბილურ მუშაობას, ასევე გამოსცემს აეროდინამიკურ ხმას, რის გამოც ევროპის ბევრ ქვეყანაში აკრძალულია ტურბინის დამონტაჟება დასახლებული პუნქტთან 300 მეტრის სიახლოვეს. 127 2-ს მოსწონს
|