x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ცნობილი ადამიანები, რომლებმაც ფიზიკური დეფექტების მიუხედავად მათ გამოსწორებაზე უარი თქვეს

image


ალბათ, ყველა ჩვენგანს აღენიშნება განსაკუთრებული ფიზიკური თავისებურებები როგორც სახეზე ასევე სხეულზეც. ეს სრულიად შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი ლაქა ლოყაზე, ან ველოსიპედიდან ჩამოვარდნის შედეგად მიღებული დიდი ნაწიბური მუხლზე, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებასაც კი არ ვაქცევთ ხოლმე, ასე არ არის? თუმცა სულ სხვაგვარად არის საქმე ცნობილ ადამიანებთან დაკავშირებით, ვინადან როდესაც მთელი თქვენი ცხოვრება რეალითი შოუს მსგავსად ყველას თვალწინ გადის, ხოლო 24 საათის განმავლობაში თავადაც ხართ პაპარაცების "სამიზნე", დარწმუნებული იყავით რომ დაკვირვებული თვალისგან შეუმჩნეველი თქვენი არცერთი თავისებურება არ დარჩება. სხვათა შორის, ზოგიერთ ვარსკვლავს არც არაფრის დამალვა არ სურს. პირიქით, ისინი თავიანთი ფიზიკური მახასიათებლებით ამაყობენ კიდეც! მსოფლიო შოუ - ბიზნესის წარმომადგენლებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც განზრახ არ ისწორებდნენ გარკვეული სახის ფიზიკურ დეფექტებს და მათ ერთგვარ საფირმო "ნიშნადაც" კი აქცევდნენ.



ხოაკინ ფენიქსი - ნაწიბური სახეზე


image



კაროლინა კურკოვა - პატარა ასაკში გადატანილი ჭიპის თიაქრის ოპერაციის გამო ულამაზესს ჩეხ მოდელს ჭიპი არ აქვს


image


დენზელ ვაშინგტონი - ბავშვობაში სპორტული ტრავმის მიღების შედეგად მსახიობს მარცხენა ხელის არათითი არასწორად შეუხორცდა, რის გამოც ის დანარჩენი თითებისგან - 45 გრადუსით ქვემოთ არის დახრილი.


image


ცნობილ აფროამერიკელ ტელეწამყვანს ოპრა უინფრის გენეტიკური ანომალია - პოლიდაქტილია (6 თითის ქონა) აღენიშნება, ანუ მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ჟურნალისტს თითო ფეხზე 1 ზედმეტი თითი აქვს.


image


ეშტონ კატჩერი - ჰოლივუდის მსახიობს ფეხის ორი თითი შეერთებული აქვს, რისიც მას სულაც არ რცხვენია


image



პატრიცია არკეტი - არათანაბარი კბილები



image



კეით ბოსვორტი - ჰეტეროქრომია (ჰეტეროქრომია - თვალის ფერადი გარსის სხვადასხვა უბნების არაერთგვაროვანი შეფერილობა გახლავთ) ცნობილ ამერიკელ მსახიობს ორი სხვადასხვა ფერის თვალი აქვს - ცისფერი და თაფლისფერი


image













0
589
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
589