სხვა ჟურნალისტმა ინტერვიუს დროს პირდაპირ ეთერში ინტიმური კავშირი დაამყარა 2021, 2 ივნისი, 20:11 დანიაში, ადგილობრივი რადიო ჟურნალისტს ლუიზა ფიშერს(Louise Fischer)ეთერში ყოფნის დროს სექსი ჰქონდა თავის ინტერვუერთან.
კორესპონდენტი ინტერვიუს იღებდა Radio4 -ისთვის კოპენჰაგენის მახლობლად მდებარე ქალაქ ისხოის სვინგერ კლუბის წევრებისგან. გადაწყდა, რომ ინტერვიუს დრო უნდა დაემთხვეოდა სექს კლუბის გახსნას, რომელიც მ COVID-19 ით გამოწვეული შეზღუდვების გამო დაკეტილი იყო. სტუმრებთან საუბრის დროს ჟურნალისტმა სტუმრებს სთხოვა საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ ესაუბრათ, თუმცა რაღაც მომენტში თავად ლუიზა ფიშერი გახდა სექს-წვეულების მონაწილე. მოგვიანებით ფიშერმა გერმანულ გამოცემა Bild–თან კომენტარში განაცხადა რომ იგი არც აპირებდა ინტიმურ სიახლოვე ჰქონოდა ინტერვიუს ჩაწერის დროს.ამავე დროს, მას არ ჰყავდა პარტნიორი, ამიტომ მას მიაჩნია, რომ ”კომუნიკაციის” ასეთი ფორმა მისთვის მისაღები იყო. "დედაჩემმა ჩათვალა, რომ ეს საკმაოდ სასაცილო იყო, ხოლო მამაჩემმა თქვა, რომ ეს მართლაც ძალიან მაგარი იყო", - თქვა მან. ფიშერმა განმარტა, რომ იგი სტუმრებს მიუახლოვდა ბარში და მათ რამდენიმე კითხვა დაუსვა, რის შემდეგაც მთლიანმა კომპანიამ დიდ საწოლზე გადაინაცვლა დ აისიც მათ გაჰყვა ჟურნალისტის თქმით, სვინგერთა კლუბის წარმომადგენლები უფრო თავაზიანად იქცევიან, ვიდრე ბარებისა და კლუბების სტუმრები. Radio 4-ის Twitter გვერდს, ჩანაწერს, რომელზეც რეპორტიორის კვნესა ისმის, "ააააჰ" აქვს წარწერა: "გაფრთხილება: იგი გახდა ცხელი და ნოტიო როგორც ჩვენი რეპორტიორისთვის, ასევე სტუმრებისთვის". 2042 4-ს მოსწონს
|