x
მეტი
  • 17.06.2024
  • სტატია:135388
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509670
ახალგაზრდა პოეტი - ირაკლი მჟავია
არიან ახალგაზრდა პოეტები, მწერლები, ხელოვანი ადამიანები, რომლებსაც საზოგადოება ჯერ კიდევ არ იცნობს. საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცის მათი შემოქმედება და ნიჭი.

დღეს მინდა გაგაცნოთ ახალგაზრდა პოეტი ირაკლი მჟავია და მისი შემოქმედება.

image

ირაკლი 20 წლის ახალგაზრდაა. ის 16 წლის ასაკში დაუმეგობრდა კალამს და 19 წლის ასაკში უკვე გამოუშვა პირველი ლექსების კრებული: “ თვალებს მიღმა'', რომელშიც 50 ზე მეტი ლექსია შესული.


მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ კრებულის საშუალებით დახმარებოდა ადამიანებს და 2021 წლის 2 მარტს შექმნა საქველმოქმედო ორგანიზაცია “ განთიადი''.

image

ორგანიზაციის მთავარი მიზანია: საქველმოქმედო პროექტების განხორციელებით ადამიანების დახმარება, სხვადასხვა სახის მხარდაჭერა, ცნობიერების ამაღლება და განვითარება.

ამ ეტაპზე ორგანიზაციას არ აქვს სახსრები, თუმცა ყველაფერს თავისი ადამიანური რესურსებით აკეთებს.

მოდი, ისევ დავუბრუნდეთ მის შემოქმედებას და გავეცნოთ მის ერთ - ერთ და მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონე ლექსს “ სულის შიმშილი''. და როგორც მას თავად ავტორი უწოდებს, ლექსი ეძღვნება ''იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ეძლევათ თავისი ნიჭის წარმოჩენის საშუალება''.


სულის შიმშილი

ღამდება

ცარიელ ოთახში

ზიხარ და ყალიონს აბოლებ,

უკრავენ ბახი და მოცარტი,

შენ კიდევ უნიჭოდ აყოლებ

სხეულს და აღარც ის გადარდებს,

რომ დღესაც მშიერი იძინებ.

ჯანდაბას, სიკვდილსაც გადადებ,

თუმცაღა ხვდები, რომ იგივე

მოგელის ხვალაც და ჩუმდები...

დაითვლი უმიზნოდ საათებს,

დუმხარ და ყოველღამ სრულდები

და თითქოს ვერასდროს გააღწევ,

დროებით შეძენილ სახლიდან,

შიგნით, რომ არავინ მოგელის...

და ისევ დაიწყებ ახლიდან

მოსმენას ამჯერად შოპენის.

თენდება...

ფანჯრიდან სინათლეს

ირეკლავს შენივე პორტრეტი,

როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გიმართლებს

და მაინც, შიშობ, რომ მორჩები.

image


წარმატებები მას ამ შესანიშნავ საქმეში!

0
58
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო ხარებავა
სოფიო ხარებავა
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0