x
image
მანანა თურმანიძე
ანტივაქსერების ისტერიკა - სიახლე თუ მოძველებული სცენარი
image

როგორც ვიცით, მსოფლიო აგერ უკვე ორი წელია საკმაოდ ვერაგი პანდემიის დასამარცხებლად იბრძვის და უნდა ვაღიაროთ, რომ დანაკარგები ბევრია. კოვიდ 19-მა მსოფლიო ეკონომიკა სერიოზული დარტყმის ქვეშ დააყენა, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის საქართველოში.


ერთადერთი ხსნა ვაქცინაში იყო და მსოფლიო იმედის თვალით შეჰყურებდა მეცნიერებს, როგორც ამ პანდემიისგან მხსნელებს. მართლაც აღსრულდა და მკვლევარებმა, საკმაოდ დაჩქარებული წესით, შეისწავლესმ შეიმუშავეს და რამოდენიმე კომპანიამ წარმოადგინა ეფექტური ვაქცინა. სახელმწიფოთა მეთურებმა დაიწყეს მოლაპარაკებები, რათა თავიანთი მოსახლეობისთვის მოეპოვებინათ დიდი ხნის ნანატრი „პანაცეა“. ზოგიერთმა მათგანმა აქტიურად იმოქმედა და ყველა ღონე იხმარა, რათა პირველებს მოიპოვებინათ თავიანთი მოსახლეობისთვის გადარჩენის ეს ერთადერთი საშუალება, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით იწარმოებოდა. ასეთი იყო მაგალითად ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. მან არაერთხელ გააჟღერა პირადი ურთიერთობის შესახებ ფაიზერის აღმასრულებელ დირექტორთან, ალბერტ ბურლასთან. როგორც ჩანს ეს გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც ისრაელმა შეძლო დიდი რაოდენობით კორონავირუსის ვაქცინების სწრაფად მოპოვება.


Vaccination and immunisation | MS Trust


ანტივაქსერებმა მთელი კამპანია წამოიწყეს ამ ნიადაგზე, თითქოსდა ფაიზერის მესვეურები თავად არ იცრებიან ვაქცინით, რადგან არ არიან დარწმუნებულნი მის უსაფრთხოებაში, რაც მტკნარი სიცრუეა. „ანტივაქსერული მოძრაობა, დიდი გლობალური მოძრაობაა. არიან მისი მიმდევრები საქართველოშიც, ისევე, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, მაგრამ, ჯერჯერობით, ამ მოძრაობამ ვერ დაძლია ის საღი, სამედიცინო აზრი და მიდგომა, რომ ვაქცინა შედის მედიცინის ყველაზე დიდ აღმოჩენათა პირველ სამეულში" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


image

საბედნიეროდ ანტივაქსერები მსოფლიოს მოსახლეობის უმცირესობას წარმოადგენენ. შესაძლოა ისინი გაოცებულნი დარჩნენ იმის შეტყობით, რომ მოძველებულ სცენარს ახმოვანებენ. უნდა ითქვას, რომ ასეთივე წარმატებით და იგივე კონტრ-პროდუქტიული შედეგებით, ზოგიერთი ჩვენი წინაპარიც ეწინააღმდეგებოდა სხვადასხვა ეფექტურ ვაქცინას, კიდევ უფრო საშიში დაავადებების წინააღმდეგ, როგორიც იყო შავი ჭირი, ტუბერკულოზი, მალარია, წითელა, დიფტერია და სხვა. ასეთი დაავადება იყო ასევე ჩუტყვავილა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სასიკვდილო საფრთხეს უქმნიდა კაცობრიობას. ეს პერიოდულად ხდებოდა მთელ მსოფლიოში, რასაც დამანგრეველი შედეგები მოჰყვებოდა. ზოგიერთ ეპიდემიოლოგიურ აფეთქებაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 50% -ს მიუახლოვდა და ბევრი გადარჩენილი სიცოცხლისთვის ღმერთს მადლობას სწირავდა, თუმცა სახეშეცვლილი, ჩირქოვანი დაზიანებებით გამოწვეული ნაწიბურებისგან, რომლებიც დაავადების ხელწერა იყო.

image

სამწუხაროდ ანტივაქსერები ერთსა და იმავე შეცდომას იმეორებენ, მათ ქმედებებში ახალი არაფერია. ნებისმიერი დაავადების წინააღმდეგ არსებული ვაქცინა, იწვევს იმუნიტეტს იმ დაავადების მიმართ. ეს შესაძლოა გამოვლინდეს მსუბუქ ფორმებში დაავადების გადატანაში, ან ერთი დღე შეუძლოდ ყოფნაში. იგივე მეორდება კოვიდ 19-ის ვაქცინის შემთხვევაშიც, შიშები გამოიწვია მედდის გარდაცვალებამ, რომელიც ანაფილაქსიურ შოკს ემსხვერპლა. ანაფილაქსიური შოკი შეიძლება გამოიწვეოს არა მხოლოდ ვაქცინამ, არამედ ნებისმიერმა მედიკამენტმა, ასევე იწვევს ფუტკრის ნაკბენი და სხვადასხვა ალერგენი. ამის გამო აცრაზე უარის თქმა ალბათ უგუნურება იქნებოდა.

image

ჩვენ უნდა გავიაზროთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება - ჩვენ ვიცრებით და ბავშვებსაც ვცრით, სხვადასხვა დაავადებებებისგან თავის დასაცავად. ეს ნიშნავს, რომ თუ დაავადება შეგეყრება, ის არ მოგკლავს, უბრალოდ მსუბუქად გადავიტანთ!


image


თუმცა, საქმე მხოლოდ ადამიანების ინტელექტში და მენტალიტეტში არ არის, ეს ანტივაქსერული მოძრაობა მთელს მსოფლიოში ყოველთვის იყო და არის. მათ რომ ბევრი მომხრეები ჰყოლოდათ, ალბათ დღეს მსოფლიოს მოსახლეობა მისი რაოდენობის მეათედიც კი არ იქნებოდა, თუკი საერთოდ იარსებებდა. რა იწვევს ანტივაქსერულ მისწრაფებებს? ალბათ ის გამოწვეულია პანიკური შიშით, რაც ადამიანურია, გასაგებია და რის გამოც მათ არავინ გაკიცხავს, არც არავინ აძალებს, უბრალოდ რჩევის სახით ურჩევენ, რომ აიცრან. თუმცა, დამოკიდებულება, რომ მტრები ჰყავთ და მათი განადგურება სურთ - არაჯანსაღ ხასიათს ატარებს და ძალიან უახლოვდება პარანოიდული პიროვნების აშლილობას.


Vaccinations underway for seniors 80+ in Lane County

უნდა ითქვას, რომ საქართველოში ვაქცინების დეფიციტი უფრო გვაქვს, ვიდრე ანტივაქსერების ეს მოძველებული და შეიძლება ითქვას, ანტიკური პრობლემა. თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ, დავინახავთ, რომ აცრის მსურველები მეტნი არიან, ვიდრე ვაქინა გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, დანამდვილებით ვიცით, რომ თბილისელები ჩაწერას ვერ ახერხებენ, თავისუფალი ადგილების დეფიციტის გამო და ამისთვის რეგიონებში მიემგზავრებიან, სადაც მოსახლეობის მეტი წილი არ იცრება და უამრავი ვაკანტური ადგილებია! ეს დღეს ჩვენთან უფრო დიდი პრობლემაა და იმედია გამოსწორდება.

image

რაც შეეხება ანტივაქსერებს, როგორც ყოველთვის და ყველგან, საბედნიეროდ ისინი ჩვენთანაც უმცირესობაში არიან. მაგრამ, სამწუხაროა, რომ ბევრი მათგანი, ვინც თავიანთი საჯარო ანტივაქსერული ნარატივით გამოირჩეოდა, ემსხვერპლა ამ ვირუსს, მ.შ. სასულიერო პირები, მედიკოსები და სხვები, რომლებიც, სრულიად დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათ არაფერი შეეყრებათ.


image

უნდა აღინიშნოს, რომ ანტივაქსერები განსაკუთრებით აქტიურები არიან სახელმწიფოებში, სადაც ხალხი ხელისუფლებას ნაკლებად ენდობა, რასაც ვერ ვიტყვით ისრაელზე, კანადაზე, აშშ-სა და ევროკავშირის სახელმწიფოებზე, სადაც მოსახლეობა მასიურად აიცრა და პრობლემა ფაქტიურად მოგვარებულია!


მე ავიცერი და შემიძლია გითხრათ, ერთი დღე დავკარგე ამის გამო ჩემი ცხოვრებიდან. მქონდა დაბალი სიცხე - 37, 5 და სისუსტე, რომელიც სიცხეს ყიოველთვის თან ახლავს. არავითარი სახსრების ტკივილი ან სხვა რაიმე გვერდითი მოვლენები, ჩემს შემთხვევაში ნამდვილად არ გამოვლენილა. თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა იდო სასწორის მეორე მხარეს - რისკი, რომ შეიძლებოდა რამოდენიმე კვირა ან თვე გამეტარებინა რომელიმე კლინიკაში, აპარატზე შეერთებულს და ტანჯვით სიკვდილი განმეცადა, ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ამიტომაც, მაქვს მორალური უფლება ვურჩიო ყველას, საკუთარ ოჯახის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღონ გადაწყვეტილება, აცრა ჯობს თუ აუცრელობა!


27 deaths following coronavirus vaccination reported so far,  none related:  Health ministry - Coronavirus Outbreak News

ჯანმრთელობას გისურვებთ! ვისურვებდი, რომ ამ შემოდგომას და დაპირებულ მეოთხე ტალღას, ყველანი ორჯერადად აცრილები და დაცულები შევხვედროდით, ყოველგვარი ლოქდაუნების, კომენდანტის საათების, სოციალური დისტანციის და პირბადეების გარეშე!


6
73
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
73
  
2021, 2 ივნისი, 16:06
დიახ, შორს ვარ ანტივაქსერობისგან!
2021, 2 ივნისი, 16:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 2 ივნისი, 15:41
მგონი ჩემს სტატიაში არც საზოგადოების დაყოფაზე (აცრილებად და აუცრელებად) და არც ე.წ. კოვიდ-პასპორტებზე საუბარი არ ყოფილა!
2021, 2 ივნისი, 15:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 2 ივნისი, 15:02
ეს თქვენი უფლებაა და ვერავინ წაგართმევთ, სტატია სწორედ თქვენზე და თქვენნაირებზეა. :)
2021, 2 ივნისი, 14:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6