სიახლეები არასრული საუკუნე დევნილობიდან და სიღატაკიდან პრინცობამდე და გაღმერთებამდე 2021, 2 ივნისი, 11:07 ![]() ![]() ფილიპი დაიბადა საბერძნეთის კუნძულ კორფუზე (კერკირა), მონს რეპოსში, საბერძნეთისა და დანიის პრინც ანდრიას და ბატენბერგის პრინცესა ალისას ერთადერთ ვაჟად, რომელთაც უკვე ჰყავდათ ოთხი ქალიშვილი: სესილი, სოფი, მარგარიტა და თეოდორა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსოფლიოში პრინცს ბრიტანელად თვლიან, ბევრმა არ იცის, რომ ფილიპე საბერძნეთისა და დანიის მთავრად დაიბადა. ეს აისახა მის სახელზეც, ნათლობისას მას დაარქვეს "ფილიპოსი". პრინცი ეკუთვნოდა დანიურ-გერმანულ შლეზვიგ-ჰოლშტაინ-სონდერბურგ-გლიუქსბურგის სახლს. თუ დაბნეულობას აქვს ადგილი, განგიმარტავთ, რომ ფილიპი დაბადებიდან ბრიტანელი არ იყო, მაგრამ ინგლისთან ოჯახური კავშირები ჰქონდა. მისმა დედის ბაბუამ, პრინცმა ლუი ბატენბერგმა, ნატურალიზაციის შედეგად ბრიტანეთის მოქალაქეობა მოიპოვა, ხოლო პირველი მსოფლიო ომის დროს მიიღო მონტბატენის (Mountbatten) გვარი. ფილიპე დედოფალ ვიქტორიას მეშვეობით იყო ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი, მაგრამ იგი ასევე მეექვსე იყო ბერძნული ტახტის მემკვიდრეთა სიაში და მისი მამის ბიძა კონსტანტინე I იყო მმართველი მეფე. ფილიპე საბერძნეთში მშფოთვარე პერიოდში დაიბადა, მაგრამ მის მშობლიურ ქვეყანაში ყოფნა დიდხანს არ მოუხდა. ![]() ფილიპი იყო საბერძნეთის მეფის გეორგ I-ის შვილიშვილი. ის დედოფალ ვიქტორიას შვილთაშვილის, ბატენბერგის პრინცესა ელისის შვილია. მისი მამა, დანიის და საბერძნეთის პრინცი ენდრიუ კი მეფე კონსტანტინოს I-ის ძმისშვილი იყო. ამდენად, მშობლების გენეალოგიით, პრინცი ფილიპი ენათესავებოდა პრუსიის მეფეებს და რუსეთის რომანოვების დინასტიასაც კი. მეტიც, როცა ნიკოლოზ მეორის ოჯახის სავარაუდო ძვლები იპოვეს, იგი ერთ-ერთი იყო, ვისაც დნმ-ის ანალიზისთვის სისხლის ჩაბარება მოუხდა. პრინცი დედის გვარს - მაუნტბატენს ატარებდა, მამის ხაზით კი მისი გვარი შლესვიგ-ჰოლშტაინ-ზონდერბურგ-გლუქსბურგი იყო. ![]() როგორც ამბობენ, ფილიპი დედა დედოფალს, ელიზაბეთს მოსწონებია სასიძოდ. ფილიპი და ელიზაბეთ II ნათესავები იყვნენ, ისინი ორივე დედოფალ ვიქტორიას შვილთაშვილები არიან. ელიზაბეთი ვიქტორიას უფროსი შვილის, მეფე ედვარდ VII-ის ხაზით, ფილიპი კი - პრინცესა ელისის ხაზით. ამასთან, ფილიპის დიდი ბაბუა, დანიის მეფე ქრისტიან IX, ელიზაბეთ II-ის ბაბუის ბაბუაც იყო. თავდაპირველად ფილიპი და ელიზაბეთი 1934 წელს, ქორწილში შეხვედრიან ერთმანეთს, თუმცა, მათ ოფიციალურ გაცნობად მაინც 1939 წელი მიიჩნევა, როდესაც წყვილმა წერილების წერა დაიწყო, რაც მალევე გადაიზარდა რომანტიკულ ურთიერთობაში. ![]() პრინცი ფილიპი ფრენით იყო გატაცებული. მან 1953 წელს სამეფო საჰაერო ძალების მფრინავის წოდებაც მიიღო, ხოლო მოგვიანებით ვერტმფრენის მართვის და კერძო პილოტის მოწმობები გადაეცა. სამხედრო კარიერის დასაწყისში ფილიპი ბრიტანეთის ფლოტის რიგებში იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში. მან ბრწყინვალე სამხედრო კარიერა დაასრულა მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე ბრიტანეთის დედოფალი გახდა. ![]() 1961 წლის 29 მაისს პრინცი ფილიპი სამეფო ოჯახის პირველი წევრი გახდა, რომელმაც BBC-ის სატელევიზიო გადაცემა „პანორამა“-ში, მიიღო მონაწილეობა. ![]() ჰერცოგმა თითქმის ერთი საუკუნე იცხოვრა და გარდაიცვალა ა.წ. 9 აპრილს, 99 წლის ასაკში. თუმცა, დღეგრძელობა სამეფო ოჯახში იშვიათობას არ წარმოადგენს, მისმა სიდედრმა, დედოფალი ელიზაბეთის დედამ და ერთ-ერთმა დეიდამ ას წელზე მეტ ხანს იცოცხლეს. პრინცი ფილიპეს ნეშთი სამეფო საძვალეში დაკრძალვის ცერემონიამდე უინძორის სასახლის საკურთხეველში გააჩერეს. პანდემიის გამო სამგლოვიარო პროცესიას სულ 30 კაცი ესწრებოდა. ![]() წელს დედოფლის "პლუს ერთი" მისი კუზენი, პრინც ედუარდი იქნება, დედოფლის ყოველწლიური დაბადების დღის აღნიშვნისას, რომელიც 12 ივნისს გაიმართება. დედოფალს და პრინც ედუარდს მამების მხრიდან ნათესაობა აკავშირებთ, მათი მამების, პრინც ჯორჯის, კენტის ყოფილი ჰერცოგის და მეფის, ჯორჯ VI წყალობით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კენტის ჰერცოგმა აიღო ეს განსაკუთრებული მისია მისი სამეფო ბიძაშვილის მხარდასაჭერად. ის მანამდეც უმშვენებდა გვერდს დედოფალ ელიზაბეტს აღლუმზე 2013 წელს, როდესაც პრინცი ფილიპი საავადმყოფოში გადაიყვანეს მუცლის ღრუს ოპერაციის გამო. ![]() 85 შეფასება არ არის
|