არქიტექტურა მეთიუ სიმონდსის შექმნილი ნედლ მარმარილოსა და ქვაში მოჩუქურთმებული საოცარი არქიტექტურული ინტერიერი 2021, 1 ივნისი, 22:05 გამოქანდაკებული დორიული სვეტები, მორთული თაღები, კამაროვანი ჭერი, კიბეები და პატარა ქანდაკებები ქანდაკებაში - ყველაფერი ეს თავსდება მინიატურულ არქიტექტურულ სივრცეებში, რომლებიც ჰგავს უძველეს ბერძნულ-რომაულ შუასაუკუნეების ნანგრევებს და წმინდა არქიტექტურას, რომელიც ნედლეულ მარმარილოსა და ქვაშია გამოკვეთილი. ამ ისტორიულ ქანდაკებებს აცოცხლებს საერთაშორისო აღიარების მქონე ბრიტანელი მოქანდაკე, მათიუ სიმონდსი, რომელიც ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს დანიაში. მისი რთული სამგანზომილებიანი ინტერიერი ძალიან რეალურად გამოიყურება ახლოდან, სანამ არ დაინახავ, რომ ისინი ქანდაკებებია, რომელთა სიგანე ხშირად ერთ ფუტზე ნაკლებია. თავის ნამუშევრებში, სიმონდსი შთაგონებას იღებს რეალური ისტორიული შენობებიდან, მაგრამ მისი ნამუშევრების უმეტესობა არ წარმოადგენს რეპროდუქციას ის ქმნის ახალს და გვთავაზობს საკუთარ ნაშრომსა და გამოცდილებას რომლის ინსპირაციის წყაროცაა კლასიკური არქიტექტურა. გთავაზობთ ნამუშევრებს რომლებიც სიმონდსმა გამოძერწა 1999 წლიდან, როდესაც პირველი აღიარება მოიპოვა. 44 1-ს მოსწონს
|