x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
პატარძალი ქორწილის დროს გარდაიცვალა,თუმცა იქვე უცებ მოუძებნეს შემცვლელი
image

ინდოეთში ყოვლისმომცველი კოვიდის მიუხედავად, ორმა ოჯახმა გადაწყვიტა შვილებისთვის საქორწილო ცერემონიალი მოეწყო, თუმცა დღესასწაული მოულოდნელად ტრაგედიად იქცა, საიდანაც ნათესავებმა უცნაური გამოსავალი იპოვნეს.


უტარ პრადეშის შტატში საქორწილო ცერემონიალი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც პატარძალ სურაბჰის მოულოდნელად გული წაუვიდა და უგრძნობლად დაეცა მისი საქმროს, მანჯეშ კუმარის გვერდით.


ნათესავებმა სასწრაფოდ გამოიძახეს ექიმი, რომელმაც მხოლოდ ის შეძლო, რომ გოგონას გარდაცვალება დაადასტურა, სურაბჰის გული გაუჩერდაб წერს India.com. თავიდან პატარძლის სიკვდილით შეძრწუნებული ოჯახები შეცბუნდნენ. მაგრამ შემდეგ მათ უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს.



ნათესავებმა გადაწყვიტეს, არ ჩაეშალათ ქორწილი და გარდაცვლილის და შესთავაზეს სასიძოს .

"ჩვენ არ ვიცოდით რა უნდა გვემოქმედა ამ სიტუაციაში. ორივე ოჯახი ერთად დავსხედით და ვსმჯელობდით, ამ დროს ვიღაცამ შესთავაზა ჩემი უმცროსი და- ნიშა საპატარძლოდ." -განაცხადა გარდაცვლილის ძმა საუდაბამ.

image

სურაბჰის ბიძამ აღნიშნა, რომ მათ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს მომხდარი და ამჯამად განიცადონ ემოციების რთულ სპექტრს.

"ეს იყო უმძიმესი განსაცდელი ჩვენი ოჯახისთვის. ერთი ქალიშვილი მკვდარი იწვა ერთ ოთახში, მეორეს ქორწილი კი მეორე ოთახში იმართებოდა. ასეთი შერეული ემოციები არასდროს გვქონია"-განაცხადა მან.


1
356
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
356
  
2021, 2 ივნისი, 16:54
რა საშინელი და აღმაშფოთებელი ფაქტია!
0 1 1