კინო მსახიობები, რომლებმაც როლისთვის გარეგნობა რადიკალურად შეიცვალეს 2021, 31 მაისი, 16:12 რაზე აღარ მიდიან მსახიობები იმისთვის, რომ ამა თუ იმ პერსონაჟის როლი სათანადოდ მოირგონ. ყოველი მომდევნო ფილმის გადაღების დაწყებამდე ჰოლივუდის ვარსკვლავები უამრავ თვეს ხარჯავენ რათა მომავალი გმირის სახე რაც შეიძლება უკეთ გაითავისონ, ამისთვის კი ხშირად მათ წასვლა საკმაოდ რადიკალურ ზომებზეც კი უწევთ, წონის კარდინალური კლება ან მატება, დამქანცველი ვარჯიშები, რთული ტრიუკების შესრულება ან საერთოდ თმის ნოლზე გადაპარსვა - რას აღარ გადააწყდებით ამ ექსტრემალურ სიაში. დღეს, მსურს წარმოგიდგინოთ ჰოლივუდის ის ცნობილი მსახიობები, რომლებმაც როლისთვის საკუთარი გარეგნობა რადიკალურად შეიცვალეს და ამას არც ნანობენ.ჰოლი ბერიმ ბორდელში გარკვეული დრო გაატარა, რათა მისი "ვივიანის" სახე კიდევ უფრო დამაჯერებელი ყოფილიყოთავისი პირველი სერიოზული როლისთვის ახალგაზრდა ჰოლი ბერიმ საკუთარი სიცოცხლე საფრთხეშიც კი ჩაიგდო. მას რეჟისორ სპაიკ ლის 1991 წელს გადაღებულ დრამაში "ჯუნგლების ციებ–ცხელება" ნარკოდამოკიდებული მეძავის როლი უნდა ეთამაშა, რისთვისაც ის ბორდელებს ხშირად სტუმრობდა, რათა მეძავეების ქცევებსა და მათ მანერებს დეტალურად გასცნობოდა.შარლიზ ტერონმა 22 კილოგრამი მოიმატაწონის მომატება იმაზე მარტივი არ არის, ვიდრე დაკლება! შარლიზ ტერონი პროფესიულ გმირობაზე ფილმში "ტალი" მხოლოდ იმიტომ წავიდა რომ მისი მრავალშვილიანი დედის "მარლო მოროს" სახე მაყურებლისთვის მაქსიმალურად დამაჯერებელი ყოფილიყო, ამისთვის კი, ჰილივუდელ ლამაზმანს 22 კილოს მომატება დასჭირდა.ნატალი პორტმანმა თავი ნოლზე გადაიპარსაბევრისთვის საყვარელმა და ნიჭიერმა მსახიობმა ნატალი პორტმანმა თავისი კულულების სილამაზე 2005 წელს, ჯეიმს მაკტიგის მიერ გადაღებულ თრილერს - "V ნიშნავს ვენდეტას" მსხვერპლად დაუფიქრებლად შესწირა. გოგონამ თავი მთლიანად გადასაღებ მოედანზე გადაიპარსა. ეპიზოდი მართლაც რომ საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა.დენიელ კრეიგმა ფილმისთვის "მოწყალების კვანტი" მკაცრი ფიზიკური მომზადება გაიარა და თრილერში ურთულესი ტრიუკების უმეტესობაც თავად შეასრულანამდვილი სპეცაგენტი მიზანში ყოველთვის ხვდება, ყველა დავალებას 100 % ასრულებს და წყლიდანაც როგორც წესი, მშრალი ამოდის. ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი ყველანაირად ცდილობს პირველი კლასის ჯაშუშის შესაძლებლობებს სრულად შეესატყვისოს. ოთხივე ფილმში დენიელ კრეიგმა ურთულესი ტრიუკები თავად შეასრულა.მეთიუ მაკკონაჰიმ როლისთვის 18 კილო დაიკლორეჟისორ ჟან-მარკ ვალის 2013 წელს გადაღებულ დრამაში "დალასის შემსყიდველთა კლუბი" მეთიუ მაკკონაჰიმ შიდსით დაავადებული ტეხასელი ელექტრიკის როლი განასახიერა, რის შედეგადაც ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ ის თავად იყო როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურადაც ღონემიხდილი. 43 წლის მსახიობს აღნიშნული როლისთვის არც მეტი, არც ნაკლები 18 კილოგრამის დაკლება მოუწია, რის შემდეგაც მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. გასაკვირი არ არის, რომ როლისთვის მზადებისას მისი რაციონი ანორექსიკის დიეტას ჰგავდა.171 შეფასება არ არის |