სხვა "თეთრი დათვის კანი შავია" - 20 გასაოცარი ფაქტი, რომელსაც პირველად გაიგებთ 2021, 30 მაისი, 17:56 ![]() მსოფლიოში უამრავი უცნობი და ჯერ კიდევ აუხსნელი რამ არის, თუმცა ერთი შეხედვით, უკვე კარგად ნაცნობმა ფაქტება შესაძლოა არანაკლებ გაგვაკვირვოს. აი, მაგალითად, იცოდით რომ პოლარულ დათვს თეთრი სქელი ბეწვის ქვეშ აბსოლუტურად შავი კანი რომ აქვს? სიმართლე გითხრათ, ბევრისთვის ეს ფაქტი ერთგვარ აღმოჩენადაც კი იქცა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დღევანდელ სტატიაში რაც შეიძლება მეტი უჩვეულო და საინტერესო ფაქტი მომეგროვებინა. პირობას გაძლევთ, რომ ზოგიერთი მოვლენა თქვენთვის სრულ მოულოდნელობად იქცევა!აი, თავად ის თეთრი დათვიც![]() იაპონიაში არის კუნძული, სადაც მხოლოდ კურდღლები ცხოვრობენ![]() ფუტკრები "ცეკვისას" თავიან მეგობრებს უყვებიან თუ სად შეუძლიათ ახლომახლო სურნელოვანი ყვავილების პოვნა![]() ყველაზე დიდი სპილო ლურჯი ვეშაპის ენაზე უფრო ნაკლებს იწონის![]() ობობის ზოგიერთი სახეობა თავის სოროში პაწაწინა ბაყაყებს "იშინაურებს", რომლებიც მათ კვერცხებს ხოჭოებისგან და ჭიანჭველებისგან იცავს![]() ოქსფორდის უნივერსიტეტი მე -11 საუკუნეშია დაარსებული და ის აცტეკების იმპერიაზე უფრო ძველია![]() ვომბატის ექსკრემენტები კუბებს ჰგავს![]() ზოგიერთ ქვეყანაში ერთი ზღვის გოჭის ყოლა კანონით აკრძალულია, რათა მან თავი მარტოდ არ იგრძნოს![]() როდესაც ფუტკარს ახალ დედოფლად ირჩევენ, მას სპეციალური საკვებით კვებავენ, რის გამოც მისი სხეული მთლიანად იცვლება![]() ვეშაპი ფიზიოლოგიურად ძროხასთან უფრო ახლოა, ვიდრე ზვიგენთან![]() ადამიანის სხეული სიბნელეში ანათებს, მხოლოდ სინათლე რომელსაც ჩვენ ვასხივებთ 1000 ჯერ უფრო იმაზე სუსტია, ვიდრე ამის გარჩევა ადამიანის თვალს შეუძლია![]() ზღვის წავებს ხელიხელჩაკიდებულებს სძინავთ![]() თევზი შეიძლება "დაიხრჩოს", თუ წყალში საკმარისი ჟანგბადი არ იქნება![]() ჯოან როულინგი ინგლისის დედოფალზე უფრო მდიდარია![]() ადრე ლობსტერებს უხარისხო საკვებად თვლიდნენ, და დასჯის მიზნით მათ პატიმრებს აჭმევდნენ![]() ერთგასავლიანებს ჭიპი არ აქვთ![]() ვეფხვის კანი ისეთივე ზოლიანია, როგორც ბეწვი![]() ბანანი კენკრაა, მარწყვი კი - არა![]() ფიფქის ფანტელი დაახლოებით 2 საათს ფრენს სანამ მიწამდე მიაღწევს![]() ჟირაფის ენა - შავია![]() ძროხებს მეგობრობა შეუძლიათ და განშორებისას ძალიან იწყენენ![]() 370 შეფასება არ არის |