x
image
მადამ ფისუნია
DOTA 2 Bloodseeker - გმირის ისტორია
image

როგორც მოგეხსენებათ, ვამპირების შესახებ ისტორიები მასშემდეგ გახდა პოპულარული, რაც ადამიანებმა საშიში ისტორიების მოყოლა დაიწყეს. მაგრამ ისტორიებსა და ლეგენდებიდანვე ვიცით, რომ ამ კოღოსავით სისხლის მწოველ, აბეზარ და ეგოისტ არსებებს ოდითგანვე გააჩნდათ ისეთი სისუსტეები, როგორიცაა მზის შუქი, ვიორი, ვერცხლი და მრავალი სხვა რამ...

რა მოხდებოდა, თუ იარსებებდა ისეთი სისხლმოწყურებული უკვდავი არსება, რომელსაც არაფერი აშინებს. რომლისთვისაც სულ ერთია დღეღამის რომელი მონაკვეთია, ის ყოველთვის შეუჩერებლად დარბის სისხლის წყურვილის დასაკმაყოფილებლად და ამ ქმედებით ეთაყვანება საკუთარ ღმერთს! რომელსაც იზიდავს მუდმივი სისხლდენა... პირადი მოსაზრების, ზნეობისა და სინანულის გარეშე, ის რიტუალურად ქმნის სისხლის მდინარეებს და ეთაყვანება საკუთარ ღმერთს....

ოუუუ, ნუთუ ჰიდანი?


რა თქმა უნდა არა!

ბლადსიქერი (იგივე სისხლის მაძიებელი) ადამიანია ხჰაკატოკატლიდან, ესაა იმპერია დანისლულ მთაზე, რომლის მაცხოვრებელნიც ემსახურებიან ტყუპ ღმერთებს. ისინი ამას არ აკეთებენ მოხალისეობრივად, არამედ აქვთ შიში რომ თუ შეწყვეტენ ტყუპი ღმერთებისთვის სისხლის გუბეების წარმოქმნას, ტყუპი ღმერთები სწორედ მათი მოსახლეობის სისხლის მდინარეებს ააჩქეფებენ.

ამიტომ დროდადრო მთის მკვიდრნი გზავნიან მკვლელებს მსოფლიოს გარშემო რომ საკუთარი ღმერთებისთვის სისხლი შეაგროვონ. ამ მოციქულთა ბრძოლის ტექნიკა წმინდა ნიშნებითაა დაფარული, რის შედეგადაც მათ მიერ დახოცილ ხალხთა სისხლი მიწიდან პირდაპირ ტყუპ ღმერთებთან გაიწოვება. თუმცა, სისხლის შემგროვებელს ასევე გააჩნია საიდუმლო ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც შეუძლია ბრძოლის ჟამს საკუთარი ჭრილობების განკურნვა.

დიდებულ არენაზე, ბლადსიქერი მხოლოდ ჰუსკარს ესაუბრება, როგორც ჩანს, ორივე მათგანი შთაგონებულია უძველესი ამერიკული საზოგადოებებით, როგორიცაა აზტეკები, და ორივე მათგანის ინტერესი სიცოცხლის ძალას და მსხვერპლშეწირვაა. როდესაც ჰუსკარი ბლადსიქერს კლავს მისდამი პატივისცემას გამოხატავს სიტყვებით „რესპექტ ბლადსიქერ“.

როგორც ჩანს, თიმში ერთად ყოფნისას მას მეგობრული დამოკიდებულება აქვს მაგნუსთან, ლუნასთან, ბეთრაიდერთან, პაჯთან და დარქ სირთან.

ის აშკარად ძალიან რელიგიურია და არ ეშინია სხვა მორწმუნეებთან უსიამოვნო საუბრისაც.

სავარავუდოდ, იმის გამო რომ ძალიან ხნიერია ინვოკერის სისხლი მჟავე უნდა იყოს.

ბლადსიქერის სახელია სტრიგვირი, და მოკლედ რომ ვთქვათ იგი ტყუპი ღმერთების ფინია ძაღლია, რომელიც მოსწყდა სამშობლოს ღმერთებისთვის საჭირო, აუარებელი რაოდენობის სისხლის შესაგროვებლად. ნებისმიერი სისხლის წვეთი სასიცოცხლო ენერგიაა, რომელსაც იგი უშვებს, ტყუპებისკენ. ის ბრძოლაში კერკეტი კაკალია და ფოლადის ჯაჭვებივით გამძლე.

სისხლის მაძიებლის ნიღბის ქვეშ, იმალება ადამიანი, სტრიგვირი, რომელიც თავხედმა ღმერთებმა შანტაჟის წყალობით საკუთარ ფინიად აქციეს....

0
4
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0